If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მაგალითი თანრიგზე: 25

სალი წარმოგვიდგენს 25-ს, როგორც 2 ათეულსა და 5 ერთეულს. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით, ამ ვიდეოში დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას წარმოადგენენ რიცხვები სინამდვილეში. ვთქვათ, გვაქვს რიცხვი 25. ვიღაცამ დაწერა რიცხვი 25 და გვაინტერესებს საერთოდ რას ნიშნავს ეს? 5-იანი როგორც ვხედავთ არის ერთეულების ადგილას. ანუ, წარმოადგენს 5 ერთეულს. ხოლო, ორიანი არის ათეულების ადგილას და წარმოადგენს ორ ათეულს. დავწეროთ, ეს არის ათეულები, ეს კი არის ერთეულები. ძალიან კარგი. ესე იგი, ეს წარმოადგენს ორ ათეულს და ეს 5 ერთეულს. რა იგულისხმება ამაში? ეს შეგვიძლია დავწეროთ სხვანაირადაც. ეს ორიანი გვეუბნება, რომ გვაქვს ორი ცალი ათეული. ხო? ესე იგი, ორი ათიანი. ორი ცალი ჩვეულებრივი ათეული. ხუთიანი გვეუბნება, რომ ამას უნდა დავამატოთ 5 ცალი ერთეული. ან, უბრალოდ 5. კარგით. რა არის ორი ათეული? მოდით ეს ვიზუალურადაც წარმოვიდგინოთ. აი აქ გვაქვს პატარა ჩხირები. 10 ცალი ჩხირია ერთად. თუ ეს არის 1 ათეული, დავაკოპიროთ ეს სურათი. თუ ეს არის ერთი ათეული, მაშინ რა იქნება ორი ათეული, ვნახოთ. გადმოვიტანოთ ეს ნახატი აქეთ. ესე იგი, ეს არის 1 ათეული და ესეც არის მეორე ათეული. ესე იგი გვაქვს ორი ათეული. ორი ათეული გამოვსახეთ ვიზუალურად. ეს ორი ათეული იგივეა რაც 20. ამას, როგორც ჩანს, უნდა დავუმატოთ 5 ერთეული. 5 ერთეულისთვის, ანუ ერთეულებისთვის გვაქვს აი, ეს 1 ცალი ჩხირი. დავაკოპიროთ ესეც წინანდელივით. და მაშინ 5 ერთეული გამოვა ერთი, ეს ერთი ჩხირი. ესეც მეორე ჩხირი. შემდეგ, მესამე ჩხირი. კიდევ ორი დაგვრჩა. ხუთი გვინდა. ესეც მეოთხე ჩხირი. და ერთიც, ესეც მეხუთე ჩხირი. ძალიან კარგი. ესე იგი, ეს არის ერთი და იმავე სიდიდის წარმოჩენის სამი სხვადასხვა გზა. სამი განსხვავებული გზა. 25 არის 2 ათეული და 5 ერთეული. ეს ორიანი არის ათეულების ადგილას, ხუთიანი არის ერთეულების ადგილას. გვაქვს ორი ათეული და ხუთი ერთეული. ან, ვიზუალურადაც, 2 ათეული და 5 ერთეული ანუ 5 ცალი ჩხირი. კარგით. რისი ტოლი იქნება ეს? საინტერესოა. ათეულების ორი ჯგუფი არის იგივე რაც 20. ეს კი იგივე არის რაც 5, ანუ 5 ცალი ერთეული. ესე იგი, გვაქვს 3 სხვადასხვა გზა 25-ის წარმოჩენის. შეგვიძლია წარმოვადგინოთ, როგორც 25 ანუ, ორიანი და ხუთიანი. შეგვიძლია ასევე წარმოვადგინოთ, როგორც (ჯობია გადავწეროთ სხვანაირად) 25 იგივე არის (25 იგივე არის რაც) ეს არის 2 ათეული. ესე იგი, გვექნება, 20-ს დამატებული 5 ერთეული. ანუ 5. ხუთი ერთეული. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)