If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

10-დან 20-მდე რიცხვების წარმოდგენა, როგორც 10-ისა და სხვა რიცხვის ჯამისა

სალი აკვირდება ერთიანს 10-დან 20-მდე რიცხვებში და უფიქრდება, რას წარმოადგენს ის.  შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით ერთად დავთვალოთ 0-დან 19-მდე. დავიწყოთ ნულით. ესე იგი 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 და ესეც 9, ანუ ერთეულები დავამთავრეთ, ერთნიშნა რიცხვები. ახლა ორ ნიშნაზე გადავიდეთ. ეს იქნება 10, 11, 12, 13 შემდეგ 14, 15, 16, 17, 18 და ბოლოს 19. რაში დაგვჭირდა ამ ყველაფრის გაკეთება? მიზანი ამის ის არის, რომ დაგანახოთ გარკვეული კანონზომიერება, რომელიც განსაკუთრებით კარგად გამოჩნდება ამ ორნიშნა რიცხვებში. აი, თუ დააკვირდებით, რა აქვთ საერთო ამ რიცხვებს? ყველა ამ რიცხვს (ორნიშნა რიცხვებს) საერთო აქვთ ის, რომ ერთიანი უწერიათ წინ. ყველა მათგანს 1-ლი ციფრი, აი ეს 1-ლი ციფრი აქვთ ერთიანი; გავაყვითლოთ – სჯობს. ეს ციფრი დგას ადგილას, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ათეულების ადგილს. შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს რიცხვები ათეულებში არის. ანუ ეს ერთიანი წარმოადგენს ათეულს. ახლა ვნახოთ რა იგულისხმება ამაში. ვთქვათ, ავიღოთ ეს ათიანი. ეს ათიანი ნიშნავს, რომ გვაქვს ერთი ცალი ათიანი; ეს ერთიანი წარმოადგენს ათეულს. და ამას დამატებული ნული ცალი ერთიანი იმიტომ, რომ გვაქვს ნული ერთეულების ადგილას. შეიძლება თქვათ, რომ ეს უკვე ისედაც იცოდით, მაგრამ აი, შემდეგ რიცხვზე, რომ გადავალთ გამოჩნდება. გამოჩნდება კანონზომიერება. გადავიდეთ 11-ზე. 11-ის შემთხვევაში გვექნება, ერთს, ათეულს, იმიტომ, რომ ერთიანი გვაქვს ისევ ათეულების ადგილას. ერთ ათეულს დამატებული, ამჯერად უკვე ერთი ერთეული. ერთი ერთეული იმიტომ, რომ აქ ერთიანი გვიწერია ერთეულების ადგილას. ახლა 12-ზე გადავიდეთ. 12-ის შემთხვევაში იქნება ანალოგიურად. ერთიანი გვეუბნება, რომ გვაქვს ერთი ათიანი. ორიანი გვეუბნება, რომ გვაქვს ორი ცალი ერთეული. ამ ყველაფერს შეგვიძლია შევხედოთ ასე, ეს ერთიანი გვეუბნება, რომ გვაქვს ერთი ათეული, ხოლო ეს ორიანი გვეუბნება, რომ გვაქვს ორი ცალი ერთეული. და შეგვიძლია ასე განვაგრძოთ. ალბათ კანონზომიერებას დაინახავდით უკვე. 13 ეს არის 10-ს დამატებული იმდენი ერთეული რამდენიც გვაქვს მარჯვენა რიცხვი, ანუ 3 ცალი ერთეული. 14 ანალოგიურად იქნება 10-ს დამატებული 4 ცალი ერთეული, ანუ დამატებილი 4. 15 იქნება 10-ს ანუ ერთ ცალ ათეულს დამატებული 5 ცალი ერთეული. ანუ დამატებული 5. კარგი იქნება ვიდეოს თუ გააჩერებთ და თქვენ თვითონ შეეცდებით, რომ 16-ზე, 17-ზე, 18-ზე და 19-ზე იგივენაირად ჩამოწეროთ რისი ტოლი იქნება ესენი. ანუ 10-ის და რაღაც რიცხვის ჯამი. და დარწმუნდებით, რომ ასე მუშაობს ნებისმიერი რიცხვის შემთხვევაში. ჩვენ თვითონ დავასრულოთ ერთად. შეგვიძლია პირდაპირ ჩამოვწეროთ ჯერ ათები, რადგან ყველა რიცხვი იქნება 10-ს პლუს რაღაცა, 10-ს პლუს რაღაცა. და შემედგ მივუწეროთ. 16 ეს არის10-ს დამატებული 6. 17 ეს არის 10-ს დამატებული 7. 18 ეს არის 10-ს დამატებული 8. 19 კი იქნება 10-ს დამატებული 9. ესე იგი, ასეთ ჩანაწერს როცა აკეთებთ რიცხვების, უკვე ნათელი ხდება რას გვეუბნება თვითონ ეს რიცხვები. გვეუბნებიან, რომ ერთიანი სადაც წერია ათეულების ადგილას, ამბობს, რომ ამდენი ცალი ათეული, ანუ ათს შეესაბამება. ხოლო ეს იისფერი აი, მარჯვენა რიცხვები რაც არის, გვეუბნება რამდენი ცალი ერთეული გვაქვს. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)