If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რიცხვები 10-დან 20-მდე: მაიმუნები

სალი შლის 18-ს 10-ად და 8-დ. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ვთქვათ, ვაწყობთ წვეულებას და ცხადია, ამისთვის აუცილებელი არის, რომ გვყავდეს გარკვეული რაოდენობა მაიმუნების. ახლა გვყავს 10 მაიმუნი. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10. არ არის ეს საკმარისი. ჩვენ გვინდა, რომ 18 მაიმუნი გვყავდეს. რამდენი მაიმუნი უნდა დავამატოთ ამ ათ მაიმუნს, რომ მივიღოთ 18 მაიმუნი? ეს არის ჩვენთვის მთავარი კითხვა. გირჩევთ, დააპაუზოთ ვიდეო და თქვენით ამოხსნათ სანამ ამას ერთად გავაკეთებდეთ. კარგი. ესე იგი. პირველ რიგში, დავიმახსოვროთ ის, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის მივიღოთ 18 მაიმუნი. დავწეროთ 18 და მოვიფიქროთ ახლა რისი გაკეთება შეგვიძლია აქ. ესე იგი, რა ვიცით რიცხვ 18-ზე? ვიცით ასეთი რაღაც. აი, ეს ერთიანი, ყვითლად, რომ წერია გვეუბნება, რომ 18-ში შედის 1 ცალი ათეული. ესე იგი, 18-ში შედის 1 ცალი 10, ანუ 1 ათეული. ეს 8-იანი გვეუბნება, რომ 18-ში შედის 8 ცალი ერთეული. ესე იგი, 1 ათეულს დამატებული 8 ერთეული. ესე იგი, ეს არის ერთი და იგივე და ეს ნიშნავს 10-ს დამატებული 8. 8 ერთეული, უბრალოდ 8. ესე იგი, 18 იგივე ყოფილა რაც 10-ს დამატებული 8. ძალიან კარგი. მაშინ, თუ გვყავს 10 მაიმუნი, რომელიც, როგორც გითხარით, საწყისი რაოდენობაა ჩვენი მაიმუნების, რამდენი მაიმუნი დაგვჭირდება იმისთვის, რომ 18 მაიმუნი მივიღოთ? თუ გვყავს 10, თურმე დაგვჭირდება 8 მაიმუნი იმისთვის, რომ მივიღოთ 18 მაიმუნი. ეს ყველაფერი შეგვიძლია ვიზუალურადაც გამოვსახოთ და მგონი ასე აჯობებს კიდეც. დავაკოპიროთ აი, ეს ერთ-ერთი მაიმუნი, რომელიც რატომღაც მოწყენილია. და შევავსოთ ნელ-ნელა 18-მდე მათი რაოდენობა. კარგი. ეს იქნება მე-11 მაიმუნი. შემდეგ მე-12 მაიმუნი. მე-13 მაიმუნი. ესეც 14. ასე ნელ-ნელა 18-მდე მივალთ. 15. 16. ორიც დარჩა. 17. და ესეც 18. ძალიან კარგი. მაშინ რა გამოვიდა, რამდენი მაიმუნი დაგვიმატებია სულ? ნუ, გავიმეოროთ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ. როგორც ვთქვით, თავიდან დავიწყეთ 10 მაიმუნით. ჯობია ესენი ჩავსვათ ჩარჩოში, რომ გამოჩნდეს, რომ წარმოადგენენ ათეულს. ერთ ჯგუფს, ათი მაიმუნის. ესე იგი, როგორც ვთქვით, დავიწყეთ 10 მაიმუნით, და შემდეგ გავაკეთეთ ასეთი რაღაც. დავამატეთ კიდევ 8 მაიმუნი. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. ესე იგი, გვყავდა თავიდან 10. შემდეგ, დავუმატეთ ამას 8 მაიმუნი და მივიღეთ ამ დამატების შედეგად 18 მაიმუნი. 1 ათეული და 8 ერთეული. ესე იგი, 18 არის 1 ათეულს დამატებული 8 ერთეული. ანუ, 10-ს დამატებული 8. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)