ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:48

ვიდეოს აღწერა

ის, რასაც ვუყურებთ ნახატებიანი გრაფია, ნახატებიანი გრაფი კი იმიტომ ჰქვია, რომ ინფორმაციას ნახატების სახით გადმოგვცემს. ამ შემთხვევაში, ის თაგვის ნახატს იყენებს, და გვეუბნება, რომ ამ პატარა თაგვის ერთი სურათი გამოსახავს მხოლოდ ერთ თაგვს. და რას გვეუბნება სურათებიანი გრაფი? შევხედოთ სათაურს: "თაგვები ფერმაში", ანუ ის გვეუბნება, რამდენი თაგვია ფერმის სხვადასხვა ადგილას, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა ადგილები, სადაც შეიძლება თაგვს გადააწყდეთ. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ თაგვები სახლში, ფარდულში, საძოვარზე, ბაკში. ეს თაგვების ერთობლიობა გვიჩვენებს, თითოეულ ადგილას რამდენი თაგვია. მაგალითად, სახლში ვხედავთ, რომ ერთს თაგვს მიმატებული კიდევ მეორე, მესამე, ჯამში ოთხი თაგვია. სახლში ოთხი თაგვია. მოდი, მივაწეროთ ოთხიანი. ანუ, სახლში ოთხი თაგვია. რამდენია ფარდულში? იმავე მეთოდით, ერთი, ორი, მოდი სხვა ფერით მოვნიშნოთ, 1, 2, 3, 4, 5, 6. ფარდულში ექვსი თაგვია. მოდით, ჩავწეროთ. ფარდულში ექვსი თაგვია, რამდენი იქნება საძოვარზე? ვხედავთ, რომ აქ სამი თაგვია, რადგან თითოეული ნახატი ერთ თაგვს გამოსახავს. ვინც ეს გრაფი გააკეთა, შეეძლო ერთი ნახატით რამდენიმე თაგვი გამოესახა, მაგრამ აქ თითო ნახატი თითო თაგვია. ესე იგი, საძოვარზე სამია. და ბოლოს, გადავიდეთ ბაკზე. ბაკში ორია. ვინმეს რომ ეკითხა, სულ რამდენი თაგვია ფერმაში? ყველაფერს შევკრებდით. ოთხს მიმატებული ექვსი ათია, მიმატებული სამი - 13, მიმატებული კიდევ ორი - 15. ესე იგი, ფერმაში სულ 15 თაგვია. მაშასადამე, ნახატებიანი გრაფი გამოიყენება მონაცემების, ინფორმაციის საჩვენებლად. ეს გრაფი კი გვიჩვენებს, რამდენი თაგვია ფერმის თითოეულ ნაწილში. ვინმეს რომ ეკითხა, რამდენი თაგვია ფარდულში, თქვენ უპასუხებდით, რომ ექვსი თაგვია. და თუ გკითხავდნენ, რამდენი თაგვია საძოვარზე და ბაკში ერთად? სამი საძოვარზე, მიმატებული ორი ბაკში, ანუ ჯამში ხუთი. გვეკითხებიან, რამდენი თაგვია სულ ფერმაში? ეს ის ადგილებია, სადაც თაგვები შეიძლება იყვნენ. ოთხს მიმატებული ექვსი მიმატებული სამი და კიდევ ორი ეს იქნება 15. ამით დავასრულეთ.