თუ თქვენ ხედავთ ამ შეტყობინებას, ესე იგი საიტზე გარე რესურსების ჩატვირთვისას მოხდა შეფერხება.

If you're behind a web filter, please make sure that the domains *.kastatic.org and *.kasandbox.org are unblocked.

ძირითადი მასალა

საათის ცნობა (მოუნიშნავი ციფერბლატით)

სალი განსაზღვრავს დროს მოუნიშნავ ციფერბლატიან საათზე. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

გვაინტერესებს რომელი საათია? როგორც ხედავთ ამჯერად ციფერბლატზე არ არის ციფრები მოცემული, ამიტომ დათვლა მოგვიწევს. ჯერ ვნახოთ საათების ისარი სადაა. ესე იგი 1 ანუ ეს უფრო სწორად, ეს არის 12 საათის აღმნიშვნელი. ეს არის 1-ლი საათის აღმნიშვნელი,  ეს 2, ეს 3. ესე იგი 3 საათს გასცდა საათების ისარი, 4-მდე ჯერ არ მიუღწევია. ამიტომ არის ჯერ კიდევ მე-3 საათში. ესე იგი დავწეროთ აქ მაშინ 03. ხოლო წუთების ისარს რაც შეეხება, შეგვიძლია 5-5 გადავთვალოთ, აი ამ შედარებით მსხვილ მონაკვეთებთან. ესე იგი 5, 10, 15 და 20. გამოდის რომ მე-20 წუთზე არის წუთების ისარი. ამიტომ 3 საათი და 20 წუთია. ახლა ვნახოთ რომელი საათია? როგორც ხედავთ საათის ისარი გვაქვს აი აქ. ეს არის 1-ლი, 2, 3, 4, 5, 6 და 7. ესე იგი 7 საათს გასცდა, 8-ს ჯერ ვერ მიაღწია. ამიტომ მე-7 საათში არის. ხოლო წუთების ისარი არის 5, 10 და 15.  მე-15 წუთთან. ესე იგი 7 საათი და 15 წუთი. აქ, აი წეღან ვნახეთ, რომ აქ იყო მე-7 საათი. ისევ მე-7 საათსა და მე-8 საათს შორის არის საათების ისარი, ამიტომ გამოდის რომ ჯერ კიდევ მე-7 საათია. ხოლო რაც შეეხება წუთების ისარს, მოდი ესე შევხედოთ. ამჯერად კი ნუ გადავთვლით, სულ ხომ ვიცით რომ არის 60 წუთი. მაშინ ნახევარი იქნება 30 წუთი და ნახევრიდან კიდევ 5 არის 35, ესე იგი გამოდის რომ, საათის ისარი არის 7-სა და 8-ს შორის, ამიტომ 7 საათია. ხოლო 35 წუთი, იმიტომ რომ წუთების ისარი არის 35. 7 საათი და 35 წუთი. (სუბტიტრები შექმნილია ქრისტინე დოხნაძის დახმარებით)