If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

სიგრძეების გაზომვა სხვადასხვა საზომი ერთეულების საშუალებით

სალი სხვადასხვა საზომი ერთეულების საშუალებით გაზომავს ერთ საგანს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

რას უდრის ნახატის სიგანე სანტიმეტრებში? გასაზომად გამოიყენეთ სახაზავი. აი, აქ უნდა ჩავწეროთ, რას უდრის. როგორც ხედავთ, აქ გვაქვს სახაზავი, რომლის ესე გადაადგილებაც შეგვიძლია; და, თუ გახსოვთ, აბა, როგორ უნდა გავზომოთ რაიმე სხეული? უნდა გავზომოთ შემდეგნაირად — სხეულის სიგრძეს, როცა ვზომავთ, ნუ, სიგანეს გვეკითხებიან, მაგრამ სიგანე-სიგრძე, პრინციპში, სულ ერთია, ანუ, აი, აქედან აქამდე მანძილს გვეკითხებიან. როცა ვზომავთ სხეულის სიგრძეს ან სიგანეს, მნიშვნელობა არ აქვს, დასაწყისი ამ სხეულის — საწყისი წერტილი, საიდანაც ვიწყებთ გაზომვას, გვინდა, რომ დავამთხვიოთ, აი, ამ სახაზავის დასაწყისს, ან ნებისმიერი სხვა სახაზავის. და მაშინ, ბოლო ამ სხეულის რა რიცხვთანაც იქნება, ის რიცხვი არის ამ სხეულის სიგრძე. ნუ, გააჩნია, რაში იზომება, ამ შემთხვევაში სანტიმეტრები არის. ახლა ვნახოთ, ე.ი. ხუთიანთან არის, როგორც ხედავთ, აი, ამის ბოლო. თან რომც გადავთვალოთ, ნუ, ცხადია, 5 იქნება — 1, 2, 3, 4 და 5. სახაზავია და სხვა რა უნდა იყოს. ე.ი. საწყისი კარგად დავამთხვიეთ და ბოლო მოხვდა ხუთიანთან, ამიტომ 5 სმ უნდა იყოს, წესით და რიგით, ამისი ზომა. არის კიდეც. რას უდრის ბანკის იატაკის სიგრძე მეტრებში? ისევ გამოიყენეთ სახაზავი. მოდი გამოვიყენოთ. ე.ი. დავამთხვიოთ საწყისი ამას, ანუ სიგრძეს რომ გვეკითხებიან, იატაკის სიგრძეს გვეკითხებიან აქ, ამიტომ, აი, აქედან აქამდე მანძილი მაინტერესებს. ნუ, ცხადია, შემიძლია ამოვატრიალო ეს სახაზავი, რაღაც უცნაური კუთხით დავსვა, ზოგადად, ამ პროგრამაში, მაგრამ რაში მჭირდება? ანუ ზუსტად ისე არის ორიენტირებული, როგორც მე მინდა, ხომ? ამიტომ, პირდაპირ, ამისი ბოლო დავამთხვიოთ ბოლოს; აი, ცოტა ცუდად დამიტრიალებია. აი, ასე. ბოლო კი არა და დასაწყისი დავამთხვიოთ დასაწყისს. აი, დაახლოებით დავამთხვიეთ და ბოლო მივიდა ოთხიანთან. ე.ი. 4 იქნება ამისი სიგრძე. სწორიაო. შემდეგი. რას უდრის მარიას უკანა ეზოს სიგრძე მეტრებში? ანუ ეს არის უკანა ეზო, როგორც ჩანს. მოდი ვნახოთ. ისევ სიგრძეს გვეკითხებიან. დავამთხვიოთ დასაწყისები ერთმანეთს. თუ დავუკვირდებით, ეს დასაწყისი სახაზავის 0-ს ნიშნავს იმიტომ, რომ მერე მოდის 1, 2, 3; ე.ი. ეს იქნება 0, ხომ? ანუ 0-დან იწყება ათვლა. აი, 1-ლი მეტრი, მე-2 მეტრი, მე-3 მეტრი. ეს არის 8 მეტრი. ვნახოთ 8 მეტრია, თუ არა. ნამდვილად არის. რომელშია ასახული მართკუთხედის სიგრძის სწორი გაზომვა? ხო, აი, ეს საინტერესოა. მოდი, ვნახოთ. პირველში, როგორც ხედავთ, რაღაც ორ მთელ რიცხვს შორის არის მოქცეული მართკუთხედი და, ვთქვათ, ამ რიცხვს რომ გამოვაკლოთ ეს რიცხვი, კი გავიგებთ რამდენია, მაგრამ რა საჭიროა ესე გართულება საქმის, როცა შეგვიძლია უბრალოდ, უფრო სწორად გავზომოთ; კერძოდ, აი, ასე. დასაწყისი დასაწყისსაა დამთხვეული და ბოლო პირდაპირ იმ რიცხვთან არის, რა რიცხვიც არის მისი სიგრძე. მეტი არაფერი გამოთვლა არ გიწევს, ანუ მთავარია თავიდან სწორად გაზომო. შესაბამისად, ესეც არასწორი იქნება იმიტომ, რომ სახაზავის დასაწყისი ანუ 0-იანის ნიშნული არ ემთხვევა მართკუთხედის დასაწყისს, საიდანაც ვიწყებთ გაზომვას. ამიტომ ეს იქნება სწორი პასუხი. მოდი, ერთიც და ეგაა. რას უდრის ორცხობილების ლანგრის სიგრძე სანტიმეტრებში? ახლა ვნახოთ. ეს არის ლანგარი. სანტიმეტრებში გვაინტერესებს. მოდი, დავამთხვიოთ, აი, ასე, 0-დან ვიწყებთ და 8. ე.ი. 8 სმ. ვნახოთ, აბა, რამდენად სწორია. დადააამ... (სუბტიტრები შექმნილია ანი მანგოშვილის დახმარებით)