ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:4:01

ვიდეოს აღწერა

ვთქვათ, დაბადების დღის წვეულება გვაქვს და ამ წვეულებაზე მყოფი ყველა ბავშვების წლოვანება ერთანეთისგან განსხვავდება. ჩვენ გვაინტერესებს ერთი და იმავე წლოვანების რამდენი ბავშვი გვყავს. ამის დემონსტრირებისთვის ჩვენ შეგვიძლია დავხაზოთ ხაზოვანი დიაგრამა. ვიცი, რომ ტერმინი ხაზოვანი დიაგრამა ცოტა დამაბნეველია რადგან ჩვენ უმეტესწილად წერტილებს ვიყენებთ, და არა ხაზებს, მაგრამ, მოდით შევხედოთ ხაზოვან დიაგრამას. ახლა დავხაზავ წრფეს, შემდეგ შევქმნი კატეგორიებს თითოეული წლოვანებისთვის. მოდი შევხედოთ, აქ გვყავს ბავშვები სამიდან შვიდ წლამდე, ასე რომ, მე ვიწყებ სამით, შემდეგ 4, 5, 6 და 7. არ მიწევს ორისა და რვის დაწერა, რადგან ამ ასაკის ბავშვები საერთოდ არ გვყავს. თუმცა, სურვილის შემთხვევაში ამის დაწერაც შემეძლო. შემდეგ, ვეძებ თითოეული ამ წლოვანების რამდენი ბავშვი მყავს. შევხედოთ წვეულების ერთ მონაწილეს, დიას, ის სამი წლისაა, ასე რომ, მე შემიძლია დავწერო x ან წერტილი აქ. დიაგრამა მიჩვენებს, რომ მყავს წვეულებაზე სამი წლის მონაწილე. სტუმრების სიაში შემდეგი ხუთი წლის ირმანია ის, ვინც ხუთი წლისაა, აქ მოხვდება ეს წერტილი ხუთი წლის იმრანს ასახავს, შემდეგი სურიაა, ის ასევე ხუთი წლისაა , რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს მეორე ადამიანი, რომელიც ხუთი წლისაა. ახლა აქ ორი ადამიანი გვყავს. ეს იმრანია, ეს კი სურია. მომდევნო, ექვსი წლის ჯასპერია, აი ექვსი წლის ერთი ადამიანი, აქ მეორე ექვსი წლის ადამიანიცაა, ვიკრამი, მოდით, შესაბამისი ფერით აღვნიშნავ, ჩვენ ვიკრამიც გვყავს, რომელიც ასევე ექვსი წლისაა, ასე რომ, ჩავსვათ ისიც ექვსწლიანების კატეგორიაში. სიაში შემდეგი ლუკია, რომელიც შვიდი წლისაა, გამოდის, წერტილი აი აქ გვექნება, და ბოლოს, გვყავს ანა, რომელიც ასევე ექვსი წლისაა, ის ასევე ექვსი წლისაა, ამის მსგავსად შემეძლო ამეღო ყველა ეს მონაცემი და მომეთავსებინა ხაზოვან დიაგრამაზე, მისი სარგებლობა იმაში გამოიხატება, რომ ის გვეხმარება კარგად დავინახოთ რა ასაკის რამდენი ბავშვი გვყავს, ამის დანახვა აქ რთულია. ხაზოვან დიაგრამაზე კი ყველაფერი ნათლადაა. ვხედავთ, რომ ოთხი წლის არცერთი მონაწილე არ გვყავს, ხოლო ყველაზე მეტი სტუმარი ექვსი წლისაა, რომ ეკითხათ, რამდენი–– ამ მონაცემების გარეშე, მათ უბრალოდ გვერდით გავწევ, მათი ქონის გარეშეც, ცხრილი, რომ არ გვქონოდა და ვინმეს ეთქვა, შეხედე იცი, ეს წლოვანებებია, ეს ჩვენი წლოვანებებია და თითოეული წერტილი წვეულებაზე მყოფ მოსწავლეს გამოხატავს. ახლა, მინდა გავიგო რამდენი ადამიანია ხუთ წელზე მეტის, კარგი, თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ ამას, და იფიქროთ, ხუთ წელზე მეტის იქნებიან ექვსი და შვიდი წლის მოსწავლეები, გრაფიკზე არაა 8,9,10,11 და ა.შ წლის მოსწავლეები. ასე რომ, მოდით შევხედოთ ამ წერტილებს, ხუთზე მეტი ასაკის, აქ გვყავს ექვსი წლის მოსწავლეები, და აქ შვიდი წლის მოსწავლეები, ერთი, ორი, სამი,ოთხი ადამიანია. ოთხი ადამიანია ხუთ წელზე მეტის. შეგიძლიათ შემდეგნაირადაც დასვათ კითხვა: რამდენი ადამიანია ხუთ წელზე ნაკლების? თქვენ აიღებდით სამი და ოთხი წლის ბავშვებს და შეხედავდით ამ წერტილებს, აქ მხოლოდ ერთი წერტილია, ამ ასაკის მხოლოდ ერთი ადამიანი ყოფილა წვეულებაზე. იმედია, ამ თემამ დაგაინტერესათ.