If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

წრფივი გრაფიკების მიმოხილვა

გაიმეორეთ წრფივი გრაფიკები და შემდეგ ივარჯიშეთ მათ შექმნასა და წაკითხვაში.

რა არის წრფივი გრაფიკები?

წერტილოვანი დიაგრამა რიცხვით ღერძზე მონაცემის გამოსახვის საშუალებაა.
წერტილოვან დიაგრამას ასევე წერტილოვან გრაფიკებს უწოდებენ.
ქვემოთ მოცემულია წერტილოვანი დიაგრამა, რომელიც ასახავს 17 კუს მიერ ერთ საათში გავლილ მანძილს (ვიცით, რომ 17 კუ არის, რადგან წერტილოვან დიაგრამაზე 17 წერტილია).
21–ის ზემოთ 3 წერტილი იმას ნიშნავს, რომ ერთ საათში 21მ–ზე მეტი მანძილი 3–მა კუმ გაიარა.
გინდათ მეტი ისწავლოთ წრფივი გრაფიკების შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.

წრფივ გრაფიკებზე მონაცემების დატანა

მონაცემების წერტილოვან დიაგრამაზე გრაფიკულად გამოსახვისთვის, მონაცემის თითოეული რიცხვის ზევით ვსვამთ წერტილს (ან X-ს). თუ რიცხვი ორჯერ მეორდება, ამ რიცხვის ზემოთ ორ წერტილს დავსვამთ.
მაგალითად, 4,5,5,6 მონაცემთა ერთობლიობის გრაფიკი იქნებოდა შემდეგნაირი:
გინდათ, მეტი ისწავლოთ წრფივ გრაფიკებზე მონაცემების გამოსახვის შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.

სავარჯიშოების ნაკრები 1: წრფივი გრაფიკების წაკითხვა

ამოცანა 1A
უცხლოპლანეტელის მკლავის სიგრძეები ნაჩვენებია ქვემოთ.
რამდენი უცხოპლანეტელის მკლავია 96 სანტიმეტრზე გრძელი?
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
უცხოპლანეტელის მკლავი

გინდათ, მეტი ასეთი ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო.

სავარჯიშოების ნაკრები 1: წრფივ გრაფიკებზე მონაცემების დატანა

ამოცანა 2A
5-მა მეგობარმა გააკეთა ახალი ყელსაბამები.
სიგრძეები იყო 52, 51, 52, 54 და 52 სანტიმეტრი.

Make a line plot of the lengths.

გინდათ, მეტი ასეთი ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშოები: შექმენით წრფივი გრაფიკი
გამოსახეთ მონაცემები წრფივ გრაფიკზე.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.