ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:4:08

ვიდეოს აღწერა

– გამარჯობა, თქვენო უდიდებულესობავ. რით შემიძლია დაგეხმაროთ? – ღმერთო ჩემო, სალ, სასწრაფო საქმეა. ბრძანება მაქვს რომ მამაჩემის თავის ოქროს ქანდაკება შევქმნა და არ ვიცი სწორად როგორ გამოვთვალო ზომები. – კარგი, და რა ზომები გჭირდებათ? – როგორც იცით ჩვენს სამეფოში ტრადიციაა, რომ ნივთები გავზომოთ უცნაური ცისფერი ოთხკუთხედებით. – დიახ, ვიცი ამის შესახებ, მეც მიყვარს ნივთების მსგავსად გაზომვა. – და კანონის მიხედვით ყველა ოქროს ქანდაკება ჩვენს სამეფოში ზუსტად 4 ცისფერი ოთხკუთხედის ზომის უნდა იყოს სიმაღლეში. – საინტერესო კანონია. და რა პრობლემაა? – არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ქანდაკება ნამდვილად ოთხი ოთკუთხედის სიმაღლისაა. – დამშვიდდით. მგონი, შევძლებთ ამის გარკვევას. ბევრი ცისფერი ოთხკუთხედი მაქვს. დავდოთ ისნი ქანდაკების გვერდით და ვნახოთ, არის თუ არა ის 4 ოთხკუთხედის სიმაღლის. – მშვენიერი იქნებოდა. – კარგი, თქვენო უდიდებულესობავ. იქნებ თქვენ სცადოთ ერთმანეთზე დალაგება. – კარგი, მადროვეთ აბა. აი, ერთი, ორი და სამი ოთხკუთხედი. ღმერთო ჩემო, სასწრაფოდ დამეხმარე! ქანდაკება მხოლოდ 3 ოთხკუტხედის სიმაღლისაა. არ არის საკმარისად მაღალი. რა გავაკეთო ახლა? – მოიცადეთ, მოიცადეთ! მოიცადეთ! მგონი ჯერ ადრეა პანიკაში ჩავარდნა. რადგან თუ დააკვირდებით, როგორ გაქვთ დალაგებული... სიმართლე გითხრათ, საოცარია იმიტომ რომ, ყველა ოთხკუთხედი ჰაერშია აწეული. – დიახ, რა თქმა უნდა ცისფერი ოთხკუთხედები ჰაერში უნდა იყოს. – კარგი, ძალიან საინტერესო კია, მაგრამ თუ ჩვენ ნამდვილად გაზომვა გვჭირდება უნდა დავრწმუნდეთ, რომ ცარიელი ადგილები არ არის დარჩენილი. მოდი, თავიდან სცადეთ. მოდი, მოაშორეთ ეს ოთხუკუთხედები და თავიდან დაიწყეთ გაზომვა. – კარგით, მოდით თავიდან ვცდი. ეს არის 1, 2 ხედავ, ცარიელ ადგილს აღარ ვტოვებ. – დიახ, დიახ. უკვე კარგია.. – გავაგრძელებ გაკეთებას სალ. ნუ შემაჩერებთ. – კარგი, კარგი გააგრძელეთ თქვენო უდიდებულესობავ. 3, 4 და 5. არა, არა ისევ არასწორია. საშინელება იქნება. ოთხი ოთხკუთხედის სიმაღლე უნდა იყოს და არა ხუთის. – მოიცადეთ, თქვენო უდიდებულესობავ. პანიკაში ნუ ჩავარდებით ჯერ, მგონი, ისევ არასწორია. ქანდაკების ძირიდან არ დაგიწყიათ. თქვენ გაზომვა ძირზე დაბლიდან დაიწყეთ. და არ დაგისრულებიათ ქანდაკების თავთან. თქვენ ქანდაკების თავის ზევითაც გაზომეთ. ასე რომ, ეს არ არის 5 ოთხკუთხედის ზომის. – ღმერთო, სალ, ძალიან დაბნეული ვარ. შეგიძლია, ჩემ მაგივრად გააკეთო? – მგონი, უკეთესია თუ ამას თქვენ თვითონ გააკეთებთ. უბრალოდ, დაიმახსოვრეთ. გაზომვა დაიწყეთ ძირიდან და დაასრულეთ თავთან. და დარწმუნდით რომ შუაში ადგილები არ გაქვთ გამორჩენილი. – კარგი, ძალიან დავიღალე თუმცა კიდევ ერთხელ ვცდი. – დიახ, მგონი კარგი აზრია. კარგია როდესაც ბოლომდე ცდილობთ. – კარგი, დავიწყე. ეს არის ქანდაკების ძირი და აქედან დავიწყებ. ეს არის ქანდაკების თავი და აქ გავჩერდები. კარგი, 1, 2 და ცარიელი ადგილები არ მჭირდება. 2, 3 და 4. მგონი ზუსტად გამოვიდა. ზუსტად გამოვდა. ზუსტად 4 ოთხკუთხედის ზომაა. ეს მშვენიერი დანამატი იქნება სასახლისთვის. დიდი მადლობა. – მოხარული ვარ, რომ დაგეხმარეთ, თქვენო უდიდებულესობავ.