If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ფიგურების ცნობა

ფიგურების ცნობა.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოცემული გვაქვს რამდენიმე ფიგურა და მოდით ვნახოთ თითოეული ფიგურა რას წარმოადგენს. პირველ ფიგურას ალბათ ცნობთ, ეს მთვარის ფორმა არის, მზის ფორმაც არის ეს და ამას, ჩვენ ვუწოდებთ წრეს. რატომ არის ეს წრე? რა არის წრე? რას წარმოადგენს? როცა მათემატიკას უფრო ღრმად ისწავლით, უკეთეს გზებს გაიგებთ წრის განსამარტად. მაგრამ ერთ-ერთი ხერხი არის ასეთი, რომ წრე განვმარტოთ: თუ ავიღებთ წრის ცენტრს და გადავალთ წრის ერთი მხრიდან მეორეში ცენტრის გავლით, მანძილი ყოველთვის იქნება ერთი და იგივე. ანუ, ეს პირველი ისარი იქნება იგივე სიგრძის, იმავე სიგრძის, რა სიგრძეც არის ეს მეორე ისარი მაგალითად. რაც ანუ ორივე ცენტრის გავლით არის და ორივე თანაბარი მანძილია. ესე იგი თუ ეს არის წრე, მაშინ ასეთი რაღაც რა იქნება? ამას შეგვიძლია დავუძახოთ ოვალი. ყველა წრე არის ოვალი, მაგრამ ყველა ოვალი ცხადია არ არის წრე. აი, ეს არის ოვალი, რომელიც არ არის წრე. თუ დაუკვირდებით ცენტრზე თუ გავივლით აი, ეს მანძილი იქნება სხვა და ეს მეორე მანძილი იქნება სხვა. ანუ ეს არის ოვალი. ასე, რომ ეს ფიგურა არ არის წრე ზემოთა კი — არის წრე. კარგი, ახლა შემდეგი. ეს რა ფიგურა არის? თუ დაუკვირდებით აქვს სამი გვერდი. პირველი, ეს მეორე და ესეც მესამე. და ასევე თუ დაუკვირდებით აქვს სამი კუთხე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქვს სამი კუთხეც. რადგან აქვს 3 კუთხე და 3 გვერდი, ჩვენ ვუწოდებთ მას სამკუთხედს. „სამგვერდედ“-ს არ ვუწოდებთ, სამკუთხედს ვუწოდებთ. თუ დაუკვირდებით, საკმარისი ნიშანი არის ეს „TRI“ იმისთვის, რომ სამკუთხედი დავარქვათ. Triangle- ინგლისურად. ახლა ამ ფიგურას შევხედოთ. ამ ფიგურას თუ შევხედავთ, აქ უკვე ცოტა განსხვავებული ფიგურები იწყება. აი, დავთვალოთ რამდენი გვერდი აქვს თითოეულ ფიგურას. თუ დათვლით, აი მაგალითად იასამნისფერს, ნახავთ რომ მას აქვს რამდენი? 1, 2, 3 და 4, ოთხი გვერდი. ამ მწვანესაც აქვს 4 გვერდი, ნახეთ. აი ეს 3 და ესეც 4. შემდეგ სტაფილოსფერსაც აქვს 4 გვერდი. და ბოლოს გადავიდეთ ცისფერზე. ცისფერსაც აქვს 4 გვერდი. ესეც ასე, ესე იგი ოთხივეს აქვს 4 გვერდი. ასეთი ფიგურების სახელწოდება, ანუ რომელთაც 4 გვერდი აქვთ, არის — ოთხკუთხედები. იმიტომ, რომ ასევე კუთხეებიც 4 აქვთ მათ. ინგლისურად მათ ეწოდებათ Quadrilateral. ანუ — კვადრილატერალი. ამიტომ Qua-თი არის აღნიშვნა ხშირად; კარგი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ისეთ ფიგურებთან, რომელთაც აქვთ 4 გვერდი და 4 კუთხე. ეს სიტყვა ნიშნავს ოთხგვერდას ოღონდ. მაგრამ თითოეულ ფიგურას 4 კუთხეც აქვს. და ეს თითოეული ფიგურა არის ოთხკუთხედის კერძო შემთხვევა. შეიძლება, აი ესეთი ოთხკუთხედიც შეგვხვდეს ნახეთ, 4-ივე კუთხე აქვს, გვერდიც 4 აქვს, ოთხკუთხედი არის, მაგრამ არცერთი ამ ფიგურის მსგავსი არაა. კარგი, აი დავფიქრდეთ თითოეულ მათგანზე. მაგალითად: სტაფილოსფერი ფიგურა ავიღოთ. სტაფილოსფერ ფიგურას კუთხეები აქვს ნახეთ, მართი არის, კვადრატის მსგავსად. თითოეულში შეიძლება პატარა კვადრატის ჩახატვაც. თითოეული არის, ესე ვთქვათ, გამართული კუთხე. თუ 4-ივე კუთხე არის კვადრატული, ანუ ყველა გვერდი ერთმანეთთან თუ მართ კუთხეს ქმნის, მაშინ გვაქვს საქმე მართკუთხედთან. უფრო ნათელი რომ იყოს... ეს ფიგურა მაგალითად არ არის მართკუთხედი; თუ დაუკვირდებით. აი კუთხეებში, რომ ვცადოთ და კვადრატი ჩავხატოთ, არ გამოგვივა. ესე იგი ეს მართკუთხედი ნამდვილად არ არის. ესე იგი, კვადრატის ორი გვერდი არ ემთხვევა. და ამიტომ, გამოვიდა, რომ თვითონ კუთხეც არ არის მართი. ესე იგი, ეს არ არის მართი კუთხე, არც მეორე არის მართი კუთხე და ამიტომ, ეს არ არის მართკუთხედი. ამისთვის, ოთხივე კუთხე მართი უნდა იყოს, რომ მართკუთხედი გვქონდეს. მწვანე ფიგურასაც თუ დაუკვირდებით, არც მწვანე ფიგურა არის მართკუთხედი. იმიტომ, რომ იგივე ნაირად შეგვიძლია ვცადოთ კვადრატის ჩახატვა და ერთ-ერთი გვერდი აღარ დაემთხვევა ამ ფიგურის გვერდს. ესე იგი, არც ლურჯი ფიგურაა მართკუთხედი და არც მწვანე. იასამნისფერზე რას ვიტყვით აბა? იასამნისფერში თუ ჩავხატავთ პატარა კვადრატებს, მართლაც ყველაფერი კარგად იქნება. თითოეული გვერდი, თითოეული კუთხე უფრო სწორედ არის მართი. მაგრამ, გარდა იმისა, რომ ეს ფიგურა არის მართკუთხედი ეს უკვე ვნახეთ, რომ ოთხივეგან ჩავხატეთ  კვადრატი და მართკუთხედი გამოვიდა. იასამნისფერი და სტაფილოსფერი კია ორივე მართკუთხედი, მაგრამ იასამნისფერი კიდევ ამის გარდა არის განსაკუთრებული სახის მართკუთხედი. იმიტომ, რომ მას ყველა გვერდი აქვს ტოლი. მისი ყველა გვერდი არის ერთმანეთის ტოლი. შესაბამისად ის არა მხოლოდ მართკუთხედია, არამედ ის არის ასევე კვადრატიც. აი დააკვირდით ეს გვერდი ამ გვერდის ტოლია, ამ გვერდის ტოლია და ამ გვერდის ტოლია. ყველა გვერდი არის ერთმანეთის ტოლი. ასეთ მართკუთხედს ვუწოდებთ კვადრატს. ესე იგი ეს იასამნისფერი ფიგურა არის მართკუთხედის ცალკე შემთხვევა. უფრო კერძო, უფრო იშვიათი შემთხვევა და ჰქვია კვადრატი. სტაფილოსფერი ფიგურა არის მართკუთხედი, რომელსაც ყველა გვერდი ტოლი არ აქვს. იასამნისფერი არის კვადრატი რომელსაც ყველა გვერდი ტოლი აქვს. ახლა მწვანეზე გადავიდეთ, მწვანესაც აქვს ყველა გვერდი ტოლი. ნახე, ყველა გვერდი არის ერთმანეთის ტოლი. მაგრამ მართი კუთხეები არ აქვს. ესე იგი მართკუთხედი არ არის, მაგრამ ყველა გვერდი ტოლი აქვს. აი კვადრატები, რომ ჩავხატოთ გამოჩნდება, რომ ნამდვილად არ არის მართი. აი ნახეთ არ ემთხვევა. ესე იგი მართი არ არის არის. მაგრამ, კვადრატს ჰგავს იმით, რომ ყველა გვერდი აქვს ტოლი. ასეთ ფიგურას ვუწოდებთ რომბს. ამ ფიგურას, ამ მწვანე ფიგურას ეწოდება რომბი. შეიძლება იფიქროთ, რომ რადგან კვადრატსაც ყველა გვერდი აქვს ისიც ტოლი ხომ არ არისო? და ეს მართალი იქნება. კვადრატი არის მართკუთხედი და ასევე არის რომბიც. ასეთი განსაკუთრებული ფიგურაა. რადგან ტოლი გვერდები აქვს, და თან არის მართკუთხა, ამიტომ არის მართკუთხედიც და არის რომბიც. კარგი ახლა შემდეგ ფიგურაზე გადავიდეთ, ეს არის ლურჯი ოთხკუთხედი. ამის შესახებ, საინტერესო ის არის, რომ გვაქვს ორი გვერდი, რომელთაც ერთი მიმართულება აქვთ და ასეთ გვერდებს პარალელურებსაც უწოდებენ. ანუ, მოდი განვმარტოთ პარალელური რას ნიშნავს. თუ მათზე გავავლებთ ხაზებს, ეს ორი ხაზი არასდროს არ გადაკვეთს ერთმანეთს. აი უსასრულოდ გრძელი წრფეებიც რომ გავავლოთ, ერთმანეთს არ გადაკვეთენ. და ესე იგი, არის ამ ფიგურაში წყვილი, რომელთაც აქვთ ერთმანეთის მიმართულება ანუ პარალელურები არიან. და ასეთ ფიგურას ეწოდება ტრაპეცია. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში, როცა დანარჩენი წყვილები ერთმანეთს გადაკვეთენ, თუ გავაგრძელებთ. აი ეს ცისფერი ფიგურა არის ტრაპეცია. (სუბტიტრები შექმნილია ქრისტინე დოხნაძის დახმარებით)