If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ფიგურების შექმნა

სალი აერთებს ფიგურებს, სხვა ფიგურების მისაღებად.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

გამოიყენეთ პატარა სამკუთხედები, აი ესენი, იმისთვის რომ შექმნათ კვადრატი. ნუ პირველი წვეროებითაა ერთმანეთს მიდებული და არ ქმნის აშკარად კვადრატს. მეორე ნამდვილად კვადრატია თუ დაუკვირდებით. ხოლო მესამე არის უფრო დიდი სამკუთხედი. ესე იგი მეორე არის სწორი პასუხი. გამოიყენეთ პატარა ოთხკუთხედები, აი ეს ორი, რომ შექმნათ დიდი ოთხკუთხედი. აქ, ჯერ ერთი, ეს ოთხკუთხედები არ არის გამოყენებული, ამათივე ფერის მქონე სამკუთხედებია. და თან მიღებული არის; ა, პრინციპში კი არის მიღებული ოთხკუთხედი, მაგას ვერ დავუკარგავთ. შემდეგი, აქ მართლაც ეს ოთხკუთხედები გამოიყენეს და მიიღეს უფრო დიდი ოთხკუთხედი. ისინი მიადგეს უბრალოდ ერთმანეთს. ამიტომ ეს იქნება სწორი. ხოლო ამას რაც შეეხება კი გამოიყენეს ეს ოთხკუთხედები მაგრამ, ეს არ არის ოთხკუთხედი. აშკარად არ არის. გამოიყენეთ პატარა სამკუთხედები რომ შექმნათ დიდი სამკუთხედი. აქ გვაქვს კვადრატი. აქ გვაქვს ოთხკუთხედი, რომელიც თუ გეცნობათ არის პარალელოგრამი. ეს კი ნამდვილად სამკუთხედია. ამიტომ ესეც არის სწორი. გამოიყენეთ პატარა კვადრატები, რომ შექმნათ დიდი ოთხკუთხედი. ეს ბოლომდე არ არის დასრულებული, უბრალოდ მიდებულია ნაწილობრივ ერთმანეთს. აქ საერთოდ წრეები გვაქვს. ხოლო ეს ნამდვილად არის უფრო დიდი ოთხკუთხედი. აი თუ დაუკვირდებით, უფრო დიდია ვიდრე თითოეული მათგანი იმიტომ, რომ თითოეული მათგანისგან შედგება. ესე იგი ეს არის სწორი პასუხი. გამოიყენეთ ეს ნახევარწრეები და ააწყვეთ წრე. აქ უბრალოდ თითქოს ერთი მეორეს მიადგეს. ასე რომ ეს წრე არ არის ნამდვილად. აქ ნახევარწრეები არ გვაქვს, ანუ წრე არც გამოდის რომ დავუკვირდეთ. ხოლო აი აქ, მართლაც მივიღეთ წრე. აი ამ სწორი, არა მრუდი ნაწილებით მიადგეს ერთმანეთს და მიიღეს წრე. ესე იგი ეს არის სწორი ვარიანტი. (სუბტიტრები შექმნილია ქრისტინე დოხნაძის დახმარებით)