If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რიცხვების შედარება რიცხვით ღერძზე

სალი იყენებს რიცხვით ღერძს და ადარებს 10–ის ტოლ ან ნაკლებ რიცხვებს. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ციფრი 4 არის _____ „რაღაცა“. ან პირველი ან მეორე. პირველი - ნაკლები, ვიდრე 7 მეორე - მეტი, ვიდრე 7 მოდი გადავთვალოთ. ვიცით, რომ როცა ვითვლით, რიცხვები იზრდება - ასე შევამოწმოთ რომელი უფრო მეტია. ესე იგი, ჯერ არის 1, მერე 2, მერე 3, მერე 4, მერე 5, 6 და 7. ესე იგი 7 უფრო გვიან მოდის, ვიდრე 4. მარტო ეგ, უკვე გვიმტკიცებს, რომ 4 ნაკლები არის 7-ზე. ისეც უნდა გვახსოვდეს, რომ 4 ნაკლებია 7-ზე, მემგონი, არა? რიცხვი 10 არის ____ პირველი - ნაკლები, ვიდრე 5-ზე მეტი, ვიდრე 5-ზე - მეორე ვარიანტი მოდი, გავიხსენოთ. ისევ დავთვალოთ, 1, 2, 3, 4, 5. ჯერ 5-იანია მერე - 6, 7, 8, 9 და 10. ესე იგი, ჯერ 5 მოდის და მერე 10 ისევ, რიცხვები ხომ იზრდება, რომ ვითვლით ამიტომ, ჯერ თუ 5-ია, მერე - 10, 10 მეტი უნდა იყოს 5-ზე. ხო? თან, შეიძლება გახსოვდეს, რომ 5-ს დამატებული 5 უდრის 10-ს. რაც ასევე გვიმტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ 5 ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე 10. ან შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომ ცალ ხელზე 5 თითი გაქვთ, მეორეზეც 5 თითი გაქვთ რომელი უფრო მეტია? ორივე ხელზე ერთად, თუ ცალზე? რათქმაუნდა ორივეზე, ხო? ამიტომ 10 არის მეტი, ვიდრე 5. მოდი, ერთიც გავაკეთოთ, ბარემ. 7 არის ____ ნაკლები, ვიდრე 8, თუ მეტი , ვიდრე 8 7 არის ზუსტად 8-მდე. 7-ის მერე მოდის პირდაპირ 8 და ზოგადად, რაც მერე მიდიხარ, მით უფრო დიდი რიცხვებია, ხო? ამიტომ ციფრი 7 არის ნაკლები, ვიდრე 8 ესე იგი 8 მეტი არის 7-ზე. ანუ 7 ნაკლები არის 8-ზე. (სუბტიტრები შექმნილია ქეთი ფოტოვას დახმარებით)