If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:03

ვიდეოს აღწერა

რომელ კალათაშია ნაკლები კვერცხი? ვნახოთ, პირველ კალათაში რამდენი კვერცხია: ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი და შვიდი. ესე იგი, პირველ კალათაში არის 7 კვერცხი. დავიმახსოვროთ და ახლა შევადაროთ მეორე კალათას. მეორე კალათაშია: ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი და ექვსი. მეორე კალათაში არის ექვსი. 6 კვერცხი. გვაინტერესებდა, რომელშია ნაკლებიო. 6 ნაკლებია 7-ზე. ამიტომ, ავირჩიოთ მეორე კალათა და ვნახოთ სწორია თუ არა. სწორია. გადავიდეთ შემდეგზე. ემამ დაინახა რამდენი? ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი და რვა. 8 სპილო. ენიმ დაინახა ერთი, ორი, სამი, ოთხი და ხუთი. 5 სპილო. ვინ დაინახაო მეტი სპილო? ემამ დაინახა 8. ენიმ დაინახა 5. 8 მეტი არის 5-ზე. ამიტომ, ემას დაუნახავს მეტი სპილო. ესე იგი, ემა უნდა იყოს სწორი. და სწორია. შემდეგი: რომლის რაოდენობაა ნაკლები? რკოების თუ ციყვების? ესე იგი, ერთი რკო, ორი რკო, სამი რკო, ოთხი რკო და ესეც ხუთი რკო. ახლა ციყვები ვნახოთ: ერთი ციყვი, ორი ციყვი, სამი ციყვი, ოთხი ციყვი, ხუთი ციყვი და ესეც ექვსი ციყვი. 6 ციყვი გვაქვს და 5 რკო. 6 მეტია 5-ზე. ან პირიქით, 5 ნაკლებია 6-ზე. გვეკითხებიან ნაკლები რომელიაო. ესე იგი, ნაკლები არის რკოების რაოდენობა. და მართლაც ასეა. უესმა დაკრიფა ერთი, ორი და სამი ყვავილი. ხოლო, ჯულიმ დაკრიფა ერთი, ორი, სამი, ოთხი და ხუთი. რომელმა დაკრიფა ნაკლები ყვავილი? უესმა დაკრიფა 3, ჯულიმ 5. 3 ნაკლებია 5-ზე. ესე იგი, უესს დაუკრეფია ნაკლები ყვავილი. შემდეგი: რომელი არის მეტი? წიწილა თუ კუ? მოდი ისევ დავთვალოთ. დავიწყოთ წიწილებით: ერთი წიწილა, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე. ესე იგი, სულ არის 7 წიწილა. ახლა ვნახოთ რამდენი კუ გვყავს: ერთი, ორი, სამი, ოთხი და ხუთი. 7 წიწილა და 5 კუ. რომელია მეტი? 7 მეტია 5-ზე. ამიტომ, ესე იგი, მეტი წიწილა გვყოლია ვიდრე კუ. და ესეც მართალია.