იტვირთება

ვიდეოს აღწერა

მე მაქვს ორი მწვანე და სამი იისფერი ბურთი. ესე იგი, რამდნი ბურთი მაქვს სულ? ორი მწვანე და სამი იისფერი ბურთი ჯამში - 5 ბურთი. შეხედეთ, აი, აქ გვაქვს 5 ბურთი: აბა, დავითვალოთ ისინი: ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი. მოდით, ოდნავ განსხვავებული რაღაც გავაკეთოთ! ამ 5 ბურთიდან ავიღოთ ორი ბურთი. ანუ გამოვაკლოთ 2 ბურთი აიღე ჯერ ერთი და შემდეგ მეორე ბურთი, რამდენი დაგვრჩება? დაგვრჩება 1,2,3 ბურთი. ესე იგი, დაგვრჩა სამი ბურთი. მივიღეთ ასეთი მაგალითი: ორს პლიუს სამი უდრის ხუთს. მაგრამ თუ 5 ბურთს გამოაკლებ 2 ბურთს, დაგრჩება 3 ბურთი. აი როგორ მაგალითებს მივიღებთ: ორს პლიუს სამი უდრის ხუთს და ხუთს მინუს ორი უდრის სამს. მოდით, ახლა შევატრიალოთ!. 5 ბურთი ავიღოთ და 3 გამოვაკლოთ ანუ ვაკლებთ ერთ, ორ, სამ ბურთს... რამდენი დაგვრჩება? დაგვრჩება ერთი, ორი. ესე იგი, ორი ბურთი დაგვრჩება. ესე იგი, ორს პლიუს სამი უდრის ხუთს და სამს პლიუს ორი უდრის ხუთს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხუთს მინუს ორი უდრის სამს! ან ხუთს მინუს სამი უდრის ორს. დააკვირდით... მათემატიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წესს მივადექით. თუ ორი რიცხვის შეკრებით ვიღებთ რაღაც მესამე რიცხვს, მიღებულ მესამე რიცხვს (ჯამს) რომ ერთ-ერთი რიცხვი გამოაკლო აუცილებლად მეორე რიცხვს მიიღებ!