ძირითადი მასალა
მათემატიკის საფუძვლები
კურსი: მათემატიკის საფუძვლები > თემა 2
გაკვეთილი 1: რა არის შეკრება? რა არის გამოკლება?რა არის გამოკლება
სალი გვიხსნის, თუ რას ნიშნავს გამოკლება. ის იყენებს მაგალითებს: 4-3 და 5-2. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
მოდით, ამ ვიდეოში გავარკვიოთ,
თუ რას ნიშნავს რიცხვების გამოკლება. რას ნიშნავს, როცა გვაქვს
ორი რიცხვი და ვაკლებთ ერთმანეთს. ვთქვათ, მე მაინტერესებს
გავიგო რას უდრის ოთხს გამოკლებული სამი. გვაქვს ოთხი, ოთხი რაღაც
და ამას გამოკლებული სამი. როგორც ვახსენე,
ამას შეგვიძლია შევხედოთ ასე: ვთქვათ, გვაქვს ოთხი
ფიგურა, ან ოთხი რაღაც ნივთი. მოდით დავხატოთ
ეს ოთხი ფიგურა. ესე იგი, გვაქვს ოთხი ფიგურა. ეს იქნება პირველი, პირველი ფიგურა,
ეს მეორე, მესამე და ესეც მეოთხე. ძალიან კარგი. ეხლა ხედავთ,
რომ გვაქვს ოთხი ფიგურა. რეალურად, როცა ვამბობთ გამოკლებას
ამაში იგულისხმება, რომ ამ ფიგურებიდან ვიღებთ სამ რაღაცას. ჰო?! სამს ვაკლებთ, ესე იგი, სამ ფიგურას
ვიღებთ ამ ოთხი ფიგურიდან. მოდით ეს გავაკეთოთ. ესე იგი წავიღეთ ერთი ფიგურა,
ეს მეორე ფიგურა და ესეც მესამე ფიგურა. დავაკვირდეთ ეხლა,
რამდენი ფიგურა გამოვაკელით. ერთი, ორი და სამი. და გვაინტერესებს რა დარჩა. ვნახოთ ეხლა რა დარჩა. ესე იგი, როგორც ხედავთ დავიწყეთ
ოთხი ნივთით და გამოვაკელით სამი. სამი ნივთი წავიღეთ,
ასე ვთქვათ, ამ ოთხი ნივთიდან. მაშინ გამოვიდა, რომ
დაგვრჩა ერთი ნივთი. ესე იგი, გამოდის, რომ
ოთხს მინუს სამი ტოლი ყოფილა ერთის. ტოლი ყოფილა ერთის. ძალიან კარგი. მაშინ კიდევ ვცადოთ ეხლა
რაღაც ესეთი მაგალითი. მოდით ეხლა გავიგოთ
რისი ტოლი იქნება ხუთს, ხუთს, რისი ტოლი იქნებ ხუთს გამოკლებული ორი. ოღონდ, სხვანაირად დავწეროთ. ვთქვათ, გვაინტერესებს რაღაც,
რაც, ვთქვათ კითხვის ნიშანი იყოს, ან მემგონი ჯობია ეს ადგილი გავასუფთავოთ, ან საერთოდ ქვევით ამოვხსნათ,
ძალიან კარგია პრინციპში. ვთქვათ, გვაქვას რაღაცა კითხვის ნიშანი,
რაღაც უცნობი, არ ვიცით ეს რა ციფრი არის, ან რა რიცხვი არის, ამიტო
კითხვის ნიშანი დავწეროთ. და ვამბობთ, რომ ეს უცნობი რიცხვი ტოლი უნდა იყოს ხუთს, ხუთს,
რიცხვ ხუთიანს გამოკლებული ორი. ესე იგი, გვაქვს რაღაც კითხვის ნიშანი და ვამბობთ, რომ ხუთს მინუს ორი
ტოლია ამ კითხვის ნიშნის. მაშინ რისი ტოლი იქნება ეს პასუხი? წარმოვიდგინოთ, ეს ნიშნავს რომ გვაქვს
ხუთი ნივთი და უნდა მოვაშოროთ ორი ნივთი. ეს კითხვის ნიშანი იქნება რაც დაგვრჩება. მაშინ ავიღოთ ეს ერთი ფიგურა,
ეს მეორე, ეს მესამე, მეოთხე და მეხუთე. ძალიან კარგი. და ახლა გამოავაკლოთ ორი ფიგურა. ორი ფიგურა, ეს პირველი ფიგურა, ესეც მეორე, ესე იგი რამდენი
ფიგურა გამოვაკელით, ერთი და ორი. ძალიან კარგი. რამდენი დარჩა მაშინ
ეხლა ეგღა დაგვრჩა დასათვლელი. დაგვრჩება აი ეს გადაუხაზავი
იასამნისფერი ფიგურები. ჯობს სხვა ფერში გაკეთდეს მაინც
უფრო ცხადი რომ იყოს. რეალურად დაგვრჩება ეს ფიგურები
რომლებიც არ გადაგვიხაზავს. ეს იასამნისფერი რაღაც ნივთები
და ეხლა დავთვალოთ რამდენი არის ეს. რამდენი ფიგურა დაგვრჩა. დაგვრჩა ერთი,ორი და ესეც მესამე. ესე იგი, დაგვრჩა სამი ფიგურა. გასაგებია ესე იგი, რომ რაღაცა უდრის
ხუთს მინუს ორს და ეს რაღაც ყოფილა სამი. ესე იგი, ხუთს მინუს ორი,
თურმე უდრის სამს. ანუ ეს კითხვის ნიშანი
შეგვიძლია შევცვალოთ საერთოდ და ამ კითხვის ნიშნის
ადგილას დავწეროთ სამიანი. ესე იგი, ცხადია, რომ სამი,
სამიც იგივე ფერი იყოს სჯობს, როგორც ის მწვანე არის. ესე იგი, ცხადია, რომ სამი
ტოლი ყოფილა ხუთს მინუს ორის. ან შეგვიძლია იგივენაირად
ვთქვათ, რომ ხუთს მინუს ორი უდრის სამს. ორივე სწორი წინადადებაა. (სუბტიტრები შექმნილია
საბა თევდორაშვილის დახმარებით)