If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რა არის შეკრება

ისწავლეთ, რას ნიშნავს შეკრება. გამოყენებულია მაგალითები 1+1 და 2+3. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს რიცხვების შეკრება. დავიწყოთ ასე, ერთს, რიცხვ ერთიანს დამატებული ერთს მივუმატოთ ერთი. რას უდრის ერთს მივუმატოთ ერთი? რისი ტოლია ერთს მივუმატოთ ერთი. შეგვიძლია ამას შევხედოთ ასე. მოდით ავიღოთ ერთი საგანი. რამე ერთი საგანი. ამ შემთხვევაში ეს ერთი საგანი იყოს იისფერი წრე. ერთიანი იისფრად გვიწერია, ამიტო წრეც იისფერი იყოს. ეს იყოს ჩვენი ერთი ნივთი, ერთი საგანი. ახლა მეორე საგანი დავუმატოთ ამას. რადგან ეს არის დახატული ლურჯად, ამიტომ მეორე წრეც იყოს ლურჯი. ძალიან კარგი, მაშინ ავიღოთ მეორე წრე და დავუმატოთ ამას. ესე იგი, გვაქვს ერთს პლიუს ერთი, აქაც ერთს პლიუს ერთი. სულ რამდენი წრე გვაქვს? სულ გვაქვს ორი წრე. ძალიან კარგი. ესე იგი ორი წრე გვაქვს სულ. მაშინ რა გამოვიდა. ესე იგი, ერთს პლიუს ერთი უდრის ორს. ერთს პლიუს ერთი ტოლი ყოფილა ორის. ძალიან კარგი. ალბათ იტყვით, რომ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ალბათ საინტერესო არის, როგორ გამოდის ეს ყველაფერი უფრო დიდ რიცხვებზე. მაშინ მოდი ავიღოთ უფრო დიდი რეცხვებისთვის. მოდით აი, დავწეროთ აქ კითხვის ნიშანი; დავწეროთ კითხვის ნიშანი. რა უდრის. ესე იგი, რაღაცა უდრის ამ კითხვის ნიშანს. რაღაცა უდრის აი ამ კითხვის ნიშანს და ეს რაღაც იყოს ორს, ორს დამატებული, ორს მივუმატოთ სამი. ეს რაღაც რა იქნება? რა იქნება ორს დამატებული სამი? მე გირჩევთ დააპაუზოთ ვიდეო და მოიფიქროთ თქვენ თვითონ. შეგვიძლია ეს აღვიქვათ ასე. ეს არის ორი ნივთი და მას დავუმატოთ სამი ნივთი. მაშინ რამდენი ნივთი გვექნება სულ? ისევ დავხატოთ ორი რამე ნივთი. ამ შემთხვევაშიც მოდით ავიღოთ იისფერი წრეები. ორიანი იისფრად გვაქვს. მაშინ ავიღოთ ორი იისფერი წრე. ეს ერთი იისფერი წრე და ესეც მეორე იისფერი წრე. ძალიან კარგი. ეხლა ამას უნდა დავუმატოთ სამი საგანი. ამისთვის ავიღოთ სამი ლურჯი წრე. სამიანი ლურჯად გვაქვს, ამიტომ წრეც იყოს ლურჯი. ესე იგი, ეს ერთი წრე, ლურჯი წრე არის ეს, ეს ორი და ესეც მესამე. ძალიან კარგი. მაშინ ჯამში რამდენი წრე გვქონია აქ. შეგვიძლია ეს ყველაფერი დავთვალოთ. ერთი, ორი, სამი, ოთხი და ხუთი. კარგად დავთვალოთ, ერთი, ორი, სამი, ოთხი და ხუთი. ესე იგი, ხუთი წრე გვქონია სულ. ესე იგი, ორს დავუმატოთ სამი არის ხუთი. აი ამ ორ ნივთს რომ დავუმატოთ სამი ნივთი ხუთ ნივთს მივიღებთ. მაშინ ამ კითხვის ნიშნის ადგილას შეგვიძლია დავწეროთ ხუთი. ჯერ წავშალოთ თვითონ ეს კითხვის ნიშანი, და შემდეგ დავწეროთ რომ ორს დამატებული სამი, ანუ ორს მივუმატოთ სამი უდრის ხუთს. ან სხვანაირად ხუთი ტოლია ორს დამატებული სამი. (სუბტიტრები შექმნილია საბა თევდორაშვილის დახმარებით)