If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:14

ვიდეოს აღწერა

ლეას თავის ხოჭოების სასახლეში, ან ხოჭოების სახლში ჰყავს 9 ჭიამაია. ესე იგი, ლეას ჰყავს 9 ჭიამაია. შემდეგ, ასევე გვეუბნებიან, რომ მას ჰყავს ერთით მეტი ჭიამაია ვიდრე დინგანეს. ან დინგანის. მაგრამ მე დინგანეს ვიტყვი. გვეკითხებიან, რამდენი ჭიამაია ჰყავს დინგანეს? რამდენი ჭიამაია ეყოლება დინგანეს. უნდა გავიგოთ, ჭიამაიების რაოდენობა დინგანეს ხოჭოების სახლში. ამიტომ დინგანეს დავუწეროთ კითხვის ნიშანი. ეს არის ჩვენთვის უცნობი. ასეთ ამოცანაში სჯობს ჯერ გავარკვიოთ ვის უნდა ჰყავდეს მეტი. რას გვეუბნება ამოცანა, დინგანეს ჰყავს მეტი თუ ლეას? აქ გვეუბნებიან, რომ მას, ანუ ლეას ჰყავს ერთით მეტი ჭიამაია ვიდრე დინგანეს. ესე იგი, ლეას ეყოლება მეტი ჭიამაია. კერძოდ, ერთით მეტი. ეს ნიშნავს, რომ დინგანეს ეყოლება ერთით ნაკლები ჭიამაია ვიდრე ლეას. ერთით მეტი თუ ჰყავს ლეას, ეს ნიშნავს, რომ დინგანეს ერთით ნაკლები ჰყავს. უნდა გავაკეთოთ რაღაც ჩანაწერი, რომ ვაჩვენოთ, რომ 1-ით ნაკლებთან გვაქვს საქმე და როგორ გავაკეთოთ? ეს იქნება მინუს 1. ეს მინუს 1 გვეუბნება, რომ 1-ით ნაკლები ჭიამაია ჰყავს დინგანეს, ვიდრე ლეას. ანუ 9-ს მინუს 1. მაშინ, რამდენი ჭიამაია ეყოლება დინგანეს? 9-ს მინუს 1 რა არის? ვიცით, რომ 9-ს მინუს 1 უდრის 8-ს. ესე იგი, 8 ჭიამაია ჰყოლია დინგანეს. შეგვეძლო დაგვეხატა ჭიამაიები. დაგვეხატა 9 ჭიამია რომელიც ლიას ეკუთვნის. ეს 9 იქნება. 7, 8 და ესეც 9. ხომ, და მერე როგორც ვიცით ერთით მეტი ჰყავს ვიდრე დინგანეს, ანუ დინგანეს1-ით ნაკლები ჭიამაია ჰყავს. ამიტომ ერთი ჭიამაია უნდა მოვაშოროთ. და მივიღებთ, აი მოვაშოროთ და მივიღებთ იმ რაოდენობას, რა რაოდენობის ჭიამაიებიც ჰყავს დინგანეს. ეს ექვსეული, ქვევით კიდევ 2 ანუ 8. ესე იგი, მივიღეთ 8 ჭიამაია. იგივე პასუხია ზუსტად. კარგით, კიდევ ერთი ამოცანა გავაკეთოთ. ამ ამოცანაში გვეუბნებიან ასეთ რაღაცას, რომ პატარა ყუთის მასა, პატარა ყუთის მასა 7 გრამით ნაკლები არის დიდი ყუთის მასაზე. ანუ პირდაპირი ინფორმაცია არ გვაქვს. შემდეგ გვეუბნებიან, რომ პატარა ყუთის მასა არის 6 გრამი. და გვეკითხებიან დიდი ყუთის მასას. კარგით, დავწეროთ, რომ პატარა ყუთის მასა, პატარა ყუთის მასა უდრის 6 გრამს. და ჩვენ გვაინტერესებს თუ რა არის დიდი ყუთის მასა. ესე იგი, ჩვენთვის უცნობი არის დიდი ყუთის მასა. რამდენ გრამს იწონის არ ვიცით. პირდაპირი ინფორმაცია ამის შესახებ არ გვაქვს, ამიტომ დავწეროთ კითხვის ნიშანი. კარგით, მოდით ჯერ გავარკვიოთ დიდი ყუთის მასა მეტი იქნება თუ ნაკლები პატარა ყუთის მასაზე. ზემოთ წერია, პირობაში, რომ პატარა ყუთს აქვს 7 გრამით ნაკლები მასა ვიდრე დიდ ყუთს. ესე იგი, დიდ ყუთს მეტი მასა ექნება, იმიტომ რომ გვეუბნებიან 7 გრამით ნაკლები. მაგრამ, თუ ვიცით, რომ პატარა ყუთი არის 7 გრამით ნაკლები დიდ ყუთზე, მასით მაშინ დიდი ყუთი მასით 7 გრამით მეტი ყოფილა პატარა ყუთზე. ეს ერთი და იგივეს ნიშნავს. ესე იგი, შეგვიძლია დავწეროთ, რომ დიდ ყუთს აქვს 7 გრამით მეტი მასა. ანუ 6-ს პლუს 7. პატარა ყუთის მასას დამატებული ის რაოდენობა, რა რაოდენობის მასითაც მეტი აქვს დიდ ყუთს მასა. 6-ს პლუს 7. რას უდრის 6-ს პლუს 7? 6-ს პლუს 7 არის 13-ის ტოლი. ესე იგი, დიდი ყუთის მასა ყოფილა 13 გრამი.