If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

სამნიშნა რიცხვების გამოკლება (დაჯგუფების გარეშე)

სალი გვაჩვენებს როგორ გამოვაკლოთ 357-251 თანრიგის გათვალისწინებით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

357-ს უნდა გამოვაკლოთ 251. სამიანი არის ასეულების ადგილას. ესე იგი, გვაქვს სამი ასეული. აი, ეს სამი კვადრატი, რომელიც ბადესავით არის, არის ასეული, თითოეული. ამიტომ ამ სამიანსაც მივუწეროთ, მოდით, ასეული, იმიტომ რომ ასეულების წარმომადგენელია. შემდეგ, გვაქვს ხუთი ათეული. ხუთი ათეული დავწეროთ, ათეული. აი, ეს მართკუთხედები თუ რიგები არის ათეულები. ხუთი ათეული. და ბოლოს, შვიდი ერთეული. შვიდი ერთეული. ესე იგი, ეს შვიდიანი წარმოადგენს, აი, ამ ერთეულებს. ზუსტად შვიდი. შვიდი ერთეული. კარგი, ახლა ამას ვაკლებთ 251-ს. 251-ში გვაქვს ორი ასეული, ხუთი ათეული და ერთი ერთეული. დააპაუზეთ ვიდეო და სცადეთ ამ მაგალითის ამოხსნა. კარგი, ახლა მოდი ერთად გავაკეთოთ და პირველ რიგში ვკონცენტრირდეთ ერთეულებზე. ანუ ერთეულებს მივხედოთ ჯერ. შვიდ ერთეულს უნდა გამოვაკლოთ ერთი ერთეული. ესე იგი, ერთი ერთეული უნდა მოვაშოროთ არსებულ რაოდენობას ჩვენი მოცემული ერთეულების. ხომ? ამიტომ, მოდი, სხვა ფრად შევღებავ. ერთ-ერთი ერთეული მოვაშორეთ, ანუ გამოვაკელით შვიდ ერთეულს ერთი ერთეული. და დაგვრჩა ექვსი ერთეული. ახლა გვაქვს ექვსი ერთეული. შემდეგ, ხუთ ათეულს ვაკლებთ ხუთ ათეულს. ანუ, უნდა მოვაშოროთ არსებულ რაოდენობას ხუთი ცალი ათეული. რამდენი გვაქვს? სულ გვაქვს ხუთი. ესე იგი, თითო-თითოდ მოვაშოროთ ხუთივე. დაგვრჩება ნული ათეული. ყველა ათეული მოვაშორეთ, ხუთს გამოვაკელით ხუთი, მივიღეთ ნული. ესე იგი, ათეულების ადგილას გვექნება ნული. და ბოლოს, სამ ასეულს უნდა მოვაკლოთ ორი ასეული. გვაქვს სამი ასეული და ვაკლებთ ორ ასეულს. ამას შევღებავ იასამნისფრად. ესე იგი, სამს აკლდება ორი, ამიტომ ორი ასეული მოვიშოროთ და რაც დაგვრჩება ეგ იქნება ახალი რაოდენობა ასეულების. ანუ ერთი. ესე იგი, პასუხი არის სამს მინუს ორი ანუ ერთი. და საბოლოო პასუხი ამ მაგალითის იქნება 106. ამ მაგალითის საბოლოო პასუხი არის 106. ცხადია, შეგვეძლო პირდაპირ რიცხვები გამოგვეკლო, უბრალოდ, ჩავთვალე, რომ კარგი იქნებოდა ვიზუალურად ამის ჩვენება. ხუთს მინუს ხუთი ნულია, სამს მინუს ორი ერთია, ერთეულებში გვაქვს ექვსი, საბოლოო პასუხი არის 106. შვიდს მინუს ერთი გამოვხატეთ უბრალოდ შვიდი ცალი ერთეულიდან ერთ-ერთის მოშორებით. ანალოგიურად, ხუთს მინუს ხუთი გამოვხატეთ ხუთივე ათეულის წაშლით. ხოლო, სამს მინუს ორი გამოვხატეთ ორი ასეულის წაშლით სამი ასეულიდან. და საბოლოოდ დაგვიტოვა ამან ერთი ასეული. ერთი ჯგუფი ასეულის. და საბოლოო პასუხი, როგორც ვთქვით, არის 106. ერთი ასეული, ნული ათეული, ექვსი ერთეული. (სუბტიტრები შექმნილია დიმიტრი მაისურაძის დახმარებით)