If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ერთების, ათების და ასების გამოკლება

სალი გამოაკლებს სამნიშნა რიცხვებს ერთეულების, ათეულების და ასეულების გამოკლებით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით დავაკვირდეთ უჯრებს და ვნახოთ რა რიცხვს წარმოადგენენ ეს უჯრები. ამისთვის საჭირო არის რომ დავთვალოთ, ხომ? გვაქვს ოთხი დიდი კვადრატი, თითოში არის ასი კვადრატი. ესე იგი, გვაქვს ოთხი ასეული. შემდეგ, გვაქვს სამი სვეტი, თითოში არის ათი უჯრა. ესე იგი, გვაქვს სამი ათეული. სამი ათეული. და კიდევ გვაქვს ექვსი ცალი კვადრატი. ექვსი ცალი კვადრატი რა არის? უბრალოდ ექვსი ერთეული. ესე იგი, ეს თუ გადავწერეთ როგორც რიცხვი. მაშინ ერთეულების ადგილას დავწერთ ექვსს, იმიტომ რომ ექვსი ცალი უჯრა გვაქვს, თუ კვადრატი. ათეულების ადგილას დავწერთ სამს. ხოლო ასეულების ადგილას დაიწერება რა? ასეულების ადგილას დაიწერება ოთხი. ანუ გვაქვს ოთხი ასეული. გამოვიდა რიცხვი 436. რიცხვი 436. ახლა, მოდი, ამ რიცხვს გამოვაკლოთ რამე. და მოდი გამოვაკლოთ, საინტერესო რომ იყოს, მოდით გამოვაკლოთ სამნიშნა რიცხვი. და ეს რიცხვი იყოს 312. ესე იგი, 436-ს ვაკლებთ 312-ს. მოვიფიქროთ, აბა, რა უნდა გავაკეთოთ. რომ გამოვაკლოთ ზედა რიცხვს ქვედა, ანუ 436-ს 312, რას ვიზამთ? ჯერ დავიწყოთ, მოდი, ერთეულებით. ვაკლებთ ჯერ ერთეულებს. გვაქვს ექვსი ერთეული, ვაკლებთ ორ ერთეულს. ესე იგი, ექვს ერთეულს მინუს ორი ერთეული. შემდეგ, ათეულებს ვაკლებთ ათეულებს. ანუ სამ ათეულს აკლდება ერთი ათეული. დავწეროთ ესეც. და ბოლოს, ასეულებს აკლდება ასეულები. ანუ ოთხს აკლდება სამი. ოთხ ასეულს მინუს სამი ასეული. ოთხ ასს მინუს სამი ასი. რა მოუვა ამ რიცხვს? აი ვიზუალურადაც რომ წარმოვიდგინოთ, რა მოუვა? გვაქვს ოთხი ცალი ასიანი და გვინდა რომ წავიღოთ სამი ასიანი, მოვაშოროთ. მაშინ მოვაშოროთ. წავშალოთ სამი ცალი ასიანი. ვიზუალურად უკეთ გამოჩნდება რიცხვს რა ემართება, ასე ვთქვათ, როცა ვაკლებთ სხვა რიცხვს. ესე იგი, ვაშორებთ სამ ცალ ასიანს. ეს ერთი, ეს ორი და ესეც სამი. დაგვრჩა ერთი ასიანი. მაშინ დავწეროთ ერთი ასი. ანუ ერთი ასეული. ახლა დანარჩენებზეც იგივე გავაკეთოთ. ვაკლებთ ... ა, მოდი, ჯერ რიცხვიც დავწეროთ. დაგვრჩა ერთი ასეული. და ახლა დავყვეთ ათეულებსაც და ერთეულებსაც მსგავსად. ვაშორებთ ერთ ათეულს. მოვაშოროთ, რა დაგვრჩება? დაგვრჩება ერთი და ორი. ორი ათეული. დავწეროთ, დაგვრჩა ორი ათეული. ნუ, ცხადია ვუმატებთ ასეულებს ათეულებს. ესე იგი, გადავწერთ აქაც. ორიანი, ანუ ორი ათეული. და ბოლოს, ერთეულები. ექვს ერთეულს გამოაკლდა რა? ორი ერთეული. ანუ ორი ერთეული უნდა მოშორდეს. წავშალოთ, ეს ერთი, ესეც მეორე. დაგვრჩა ოთხი. ოთხი ცალი ერთეული. დავუმატოთ პასუხს ოთხი ერთეული. ანუ რაც დაგვრჩა. და ჩვენს რიცხვსაც მივუწეროთ ოთხი. ესეც ასე, რა მივიღეთ, ესე იგი? რომ 436-ს თუ გამოვაკლებთ 312-ს მივიღებთ 124-ს. ესე იგი, მიხვდით იმედია როგორც გავაკეთეთ. სამი ასეული გამოვაკელით, ანუ მოვშალეთ. მერე ერთი ათეული გამოვაკელით და ბოლოს ორი ერთეული გამოვაკელით. ვიზუალურადაც ჩანს ეს ყველაფერი. და ამ ყველაფრის შედეგად მივიღეთ 124. ასეული, ორი ათეული და ოთხი ერთეული. (სუბტიტრები შექმნილია დიმიტრი მაისურაძის დახმარებით)