If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ორნიშნა რიცხვების გამოკლება გადაჯგუფების გარეშე (მაგალითი 2)

სალი 64-ს გამოაკლებს 31-ს, ათეულების და ერთეულების გათვალისწინებით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოცემული გვაქვს ასეთი გამოსახულება: 64-ს გამოკლებული 31. მოდით, დააპაუზეთ ვიდეო და სცადეთ თქვენ თვითონ შეასრულოთ ჯერ ეს გამოსახულება. ეს მაგალითი. მოდი გავიაზროთ, იმედია სცადეთ. მოდით გავიაზროთ ჯერ რას ნიშნავს საერთოდ 64-ს მინუს 31. რას ნიშნავს 64-ში ეს ექვსიანი? ეს ნიშნავს 6 ათეულს, ხომ? ათეული. კარგით, ხოლო ეს ოთხიანი ნიშნვას 4 ერთეულს. 4 ერთეული. ერთეული. ახლა, ამ ოთხიანის წარმოსადგენად აქ გვაქვს 4 ცალი რაღაც კუბიკი. ანუ, 4 ერთეული. ესე იგი, 1, 2, 3 და 4 ერთეული გვაქვს. ეს არის 4 ერთეული. ხოლო 6 ათეულისთვის, გვაქვს აი, ეს სტრიქონები კუბიკების. 1, 2, 3, 4, 5 და 6. 6 სტრიქონი. თითო სტრიქონში შედის 10 კუბიკი. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10. ესე იგი, 6 ცალი ათეული არის ეს. ეს არის, მოდით აქ გვერდზე მივუწერ, 6 ათეული. ახლა, მე მინდა, რომ ავიღო და აი 1 ერთეული მოვაკლო ამ, ანუ ვაკლებთ ხომ? 1 ერთეული მოვაკლო ამ 4 ერთეულს. ესე იგი, თუ გადავხაზე, მოვაშორე ეს 1 ერთეული, რამდენი დამრჩება? 1, 2 და 3. ეს იგი, მე ახლა დამრჩა 3 ერთეული. ამიტომ, 4-ს მინუს ერთი არის 3. ცოტა, უფრო უკეთეს სამიანს დავწერ. ხოლო, რაც შეეხება ახლა 3 ათეულს. მე მინდა, რომ 3 ათეული, მოდი მე ასე ფერს, ფერს გადავაკეთებ კარგად აი ასე. ეს 3 ათეული მაქვს, რომელიც მინდა, რომ მოვაშორო ამ 6 ათეულიდან, ანუ სულ 6 ათეულია უფრო სწორად, რომ ვთქვათ. და ამათგან 3 მინდა, რომ მოვაშოროთ, ავიღო. მაშინ, ეს იქნება 1. ეს იქნება 2. და ეს იქნება 3. ესე იგი, ეს სამი ათეული აღარ გვაქვს, მოვაშორეთ. რამდენი დაგვრჩა? დაგვრჩა 1, 2 და 3. ესე იგი, 6-ს მინუს 3 არის 3 და გამოდის რომ 64-ს გამოკლებული 31 თურმე უდრის 33-ს. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)