If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:11

ვიდეოს აღწერა

35-ს უნდა გამოვაკლოთ 8. გვაქვს ესე იგი, 3 ათეული, აი, აქ როგორც ხედავთ 3 ათეული არის, მოდით მივაწერ კიდეც. ეს არის 3 ათეული. და აქ გვაქვს 5 ერთეული, აი, ამისი 5 ერთეული. 5 ერთეული. ახლა ზოგადად ვიცით, რომ გამოკლებას ვიწყებთ ხოლმე ყველაზე მცირე თანრიგებიდან და ერთეულებს ვაკლებთ ამ შემთხვევაში ერთმანეთს, მაგრამ, 5 ერთეულს როგორ გამოვაკლოთ 8 ერთეული? ანუ, ზოგადად ალბათ გახსოვთ, რომ ასე როცა ვხაზავთ გამოკლება ნიშნავს უბრალოდ ზოგიერთის წაშლას ხომ? რამდენსაც ვაკლებთ იმდენის წაშლას. მაგრამ აქ არ არის საკმარისი იმიტომ, რომ 8 გვინდა გამოვაკლოთ და მხოლოდ 5 გვაქვს. როგორ მოვიქცეთ მაგ შემთხვევაში? როგორ მოვიქცეთ და საბედნიეროდ გარდა ამ ერთეულებისა გვაქვს ათეულებიც. ავდგეთ და გადავაჯგუფოთ, ანუ გავაკეთოთ ასეთი რაღაც, გამოვიყენოთ ერთ-ერთი ათეული, ავიღოთ მაგალითად ეს ათეული, ეს ათეული და ამის, აი, ამ ათეულებთან ერთად ყოფნის ნაცვლად გადავიტანოთ აქეთ. ანუ, პრაქტიკულად 3 ათეულის ნაცვლად აქ დავტოვოთ 2 ათეული, ხოლო ეს 1 ათეული წარმოვადგინოთ პირიქით, როგორც 10 ერთეული, ანუ, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10. ესე იგი, რა გავაკეთე? ავდექი და 3 ათეულიდან 1 ათეული ავიღე, ანუ დავტოვე 2 ათეული და ეს 1 ათეული, ანუ, რაც წავიღე ეს 1 აღებული ათეული გადავაკეთე 10 ცალ ერთეულად, ეს ხომ ერთი და იგივეა. ესე იგი, ახლა აქეთ მე მაქვს არა 5, არამედ 15 ერთეული იმიტომ, რომ 5 მქონდა და კიდევ 10 დავუმატე. ესე იგი, 15 ერთეული მაქვს. ანუ, ახლა შემიძლია მარტივად გამოვაკლო ამას 8. მაშინ ამას 8, რომ გამოვაკლო იქნება რამდენი? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8 გამოვაკელი, რა დამრჩა? დამრჩა 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7. ესე იგი, მე დამრჩა 7, ხოლო 2-ს, აი, ამ ორს ჩვეულებრივად გადავიტანთ აქ, იმიტომ, რომ დაგვრჩება 2 ათეული, 3 მქონდა 1 გამოვიყენეთ და ახლა დაგვრჩა 2 ათეული. ანუ პასუხი არის 27. მაგრამ, ახლა ეს არის ბევრი ხაზვა-ხატვა და ასე შემდეგ. ამის გარეშე როგორ შეგვიძლია მარტივად, რომ გავაკეთოთ უფრო? ნუ, ვიცით, რომ ეს არის ათეულები (ულები), და ეს არის ერთეულები, ხომ? ერთეულები, ერთეულები. ავდგეთ და 3 ათეულის ნაცვლად დავტოვოთ 2 ათეული, აი ასე, ასეთ ჩანაწერში, ამ ნახატების გარეშე როგორ ვაკეთოთ მაგას ვაკეთებ ახლა. და 1 ათეული გადავიტანოთ აქეთ, ანუ ახლა აქ გვექნება 15 ერთეული 10 ერთეულის ნაცვლად. ესე იგი, ავიღე 1 ათეული სამიდან, დავტოვე 2 ათეული, და ეს 1 ათეული გადავიტანე ერთეულებად 5 ერთეულთან და გამომივიდა 15 ერთეული. და შესაბამისად, 15-ს გამოკლებული 8 რაც არის ეგ ჩავატარეთ, არის 7 და 2 დაგვრჩება ჩვეულებრივად ორად.