If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: მათემატიკის საფუძვლები > თემა 5

გაკვეთილი 5: 100-ის ფარგლებში მიმატების და გამოკლების სტრატეგიები

ორნიშნა რიცხვების შეკრების სტრატეგიები

სალი ორნიშნა რიცხვების შესაკრებად ბევრ სტრატეგიას გამოიყენებს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

აირჩიეთ ნებისმიერი სტრატეგია, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ 78-ისა და 9-ის შესაკრებად. მოდით, ვნახოთ. ყველა სწორი ვარიანტი აირჩიეთო, ანუ შეიძლება ორივე სწორი იყოს აქედან. მოდით, ჯერ დავწეროთ 78-ს პლუს 9 რას უდრის? 78-ს პლუს 9 არის 87. ეს არის ესე იგი, 87. კარგით, მოდით ახლა ვნახოთ ამათგან რომელიმე თუ უდრის 87-ს? პირველი არის 77-ს დამატებული 10. 77-ს დამატებული 10 არის მართლად 87. ესე იგი, პირველი ვარიანტი ვარგა. ახლა მეორე, შევკრიბოთ 7 და 8, და შემდეგ დავუმატოთ 9. 7-ს რომ 8 მივუმატოთ არის 15 და რომ დავუმატოთ 9 იქნება 24, რაც არ არის 87. ასე, რომ მეორე არაა სწორი. და ისეც, რომ დავკვირვებოდით, სამივე არის ძალიან მცირე რიცხვი და მათი ჯამი ნამდვილად ვერ მიაღწევდა 87-ს. ასე, რომ პირველი ვარიანტი სწორია, მეორე არ არის სწორი. შემდეგი, ისევ აირჩიეთ ნებისმიერი სტრატეგია რომ მივიღოთ 35-ს და 15-ს ჯამი. ვნახოთ, პირველი არის 35-ის და 5-ს ჯამი, და შემდეგ ამას დამატებული 10. მოდით, ჯერ ვნახოთ რას უდრის 35-ის და 15-ის ჯამი. 35-ს პლუს 15 არის რამდენი? 35-ს რომ 5 დავუმატოთ არის 40, რომ დავუმატოთ 10 არის 50. ესე იგი, ეს არის 50. ახლა აქეთ, თუ დავუკვირდებით, აქ ზუსტად ის სტრატეგია არის რაც მე ზეპირად გავაკეთე აქ, ანუ, 35-ს ჯერ 5 აქვს დამატებული და არის 40-ის ტოლი, და შემდეგ დამატებული აქვს 10, რაც არის 50-ის ტოლი. ესე იგი, ეს გამოსახულებაც უდრის 50-ს, ამიტომ ეს არის სწორი. მეორე გამოსახულება არის 30-ს პლუს 20. 30-ს პლუს ოციც არის 50-ის ტოლი, ამიტომ ესეც არის სწორი. ესე იგი, აქ ორივე აღმოჩნდა სწორი ვარიანტი, ორივე ჯამში გვაძლევს 50-ს, ანუ 35-ის და 15-ის ჯამს. მოდით ახლა ბოლო მაგალითი იყოს ეს. ისევ, გვინდა, რომ ავირჩიოთ ამ ორიდან ერთ-ერთი ან ორივე ან არცერთი. ვეძებთ, რომელიმეს რომელიც მოგვცემს 41-ისა და 52-ის ჯამის ტოლ სიდიდეს. მოდით ვნახოთ. 41-ს პლუს 52, 41-ს პლუს 52 ძალიან მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, 40-ს პლუს 50 არის 90, 1-ს პლუს 2 არის 3, ესე იგი, 93-ია. ახლა აქ ვნახოთ. შევკრობოთ 40 და 52, შემდეგ კი დავუმატოთ 1. 40-ს რომ დავუმატოთ 52 არის 92 და ამას პლუს 1 ნამდვილად მოგვცემს 93-ს, ეს არის 93. ესე იგი, ეს სწორია. 43-ს პლუს 50. ესე არის, ორმოცდა, უფრო სწორედ 93. ესე იგი, გამოდის, რომ ამ შემთხვევაშიც ორივე ვარიანტი აღმოჩნდა სწორი. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)