იტვირთება

ვიდეოს აღწერა

კალათბურთის თამაშში ჟირაფებმა პინგვინებზე 13-ით ნაკლები ქულა დააგროვეს. პინგვინებმა დააგროვეს 87 ქულა. რამდენი ქულა აქვთ ჟირაფებს? სანამ ვეცდებით ამოხსნას, მოდით, დავფიქრდეთ, რას გვეკითხება ამოცანა. ჟირაფებს უფრო მეტი ქულა აქვთ აღებული, ვიდრე პინგვინებს, თუ უფრო ნაკლები? ამოცანა გვეუბნება რომ ჟირაფებმა 13-ით ნაკლები ქულა მოაგროვეს, ვიდრე პინგვინებმა ანუ, ჟირაფებმა დააგროვეს უფრო ცოტა ქულა, ვიდრე პინგვინებმა. ასე რომ, რა რიცხვიც არ უნდა ეწეროს აქ ის აუცილებლად იქნება 87-ზე ნაკლები. იმიტომ, რომ პინგვინებმა დააგროვეს 87 ქულა. რამდენით ნაკლებია ჟირაფების ქულა? 13-ით ნაკლები. ასე რომ, ეს რიცხვი იქნება პინგვინების დაგროვებულ ქულაზე, ანუ, 87-ზე, 13-ით ნაკლები 87-ს უნდა გამოვაკლოთ 13. მოდით, გავარკვიოთ, რა იქნება ამოცანის პასუხი პინგვინებმა დააგროვეს 87 ქულა და ჟირაფებმა დააგროვეს 13-ით ნაკლები. ჩვენ ვაკლებთ 87-ს 13-ს ამ სხვაობით მივიღებთ რიცხვს, რაც ჟირაფებმა დააგროვეს და რა იქნება ეს რიცხვი? მოდით, შევხედოთ ერთეულის თანრიგს შვიდ ერთეულს გამოკლებული სამი ერთეული იქნება ოთხი. ახლა ვნახოთ ათეულის თანრიგი 8 ათეულს გამოკლებული 1 ათეული იქნება 7. ამგვარად, 87-ზე 13-ით ნაკლები იქნება 74! ჟირაფებმა დააგროვეს 13-ით ნაკლები. ეს არის პინგვინების ქულა... და ჟირაფებმა... 13-ით ნაკლები დააგროვეს. პასუხი იქნება 74. ხომ ლოგიკურია? 74 არის 13-ით ნაკლები 87-ზე.