If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:4:13

ვიდეოს აღწერა

როგორც ხედავთ გვაქვს 35. ანუ 3 ათეული, 3 ათეული, ეს სამიანი მაგას აღნიშნავს და ათეულებს ხედავთ კიდეც აქ. ესენი ათეულებია ყველა. და ხუთი ერთეული. 5 ერთეული. აი, 5 ერთეულიც აქ გვაქვს დახატული. 1, 2, 3, 4, 5, 5 ერთეული. ახლა გვინდა, რომ ამ 35-ს მივუმატოთ 6. ამიტომ 6 ერთეულიც დავხატე. 6 ერთეული დავხატე და ახლა ეს 2 რიცხვი უნდა შევკრიბო. ჯერ მოდით დააპაუზეთ ვიდეო და თქვენ თვითონ სცადეთ. დავუმატეთ 35-ს 6. კარგით, მოდით ახლა დავიწყოთ. ესე იგი, თუ ვიწყებთ შეკრებას, მაშინ ერთეულები უნდა შევკრიბოთ ჯერ, ხომ? ამიტომ, მოდით ერთეულების შეკრებით დავიწყოთ. ვნახოთ სულ რამდენი იქნება ეს ერთეულები. 5 და 6 ერთად იქნება 11. ესე იგი, გვაქვს 11 ერთეული. კიდევ გვაქვს 3 ათეული. და ახლა როგორღაც უნდა დავწეროთ ეს რიცხვი რა იქნება. 3 ათეული და 11 ერთეული გვაქვს. მაგრამ 11 ერთეული რა ნაირად ჩავწეროთ? 3 ათეულს პლუს 11 ერთეული ცოტა უცნაურია, ხომ? ხომ არ ჩავაკვეხებთ რაღაცნაირად 2 რიცხვს 1 რიცხვის ადგილას? არსად არ გამოდის, 311 გამოგვივა მაშინ, ხომ? ამისთვის რა უნდა ვქნათ? რეალურად, თუ დავუკვირდებით, შეგვიძლია ამ ერთეულების ნაწილი დავაჯგუფოდ ათეულად. ნახეთ, 11-ში შედის საკმარისი ერთეული, იმისთვის, რომ მივიღოთ 1 ათეული. 11 რა არის? 11 არსი 1 ათეული და 1 ერთეული, არა? ამისთვის, კი არა და ამის გამო, შეგვიძლია 11 გადავწეროთ როგორც აი, აი ეს 10 ერთეული ავიღოთ და გადავწეროთ როგორც 1 ათეული და 1 ერთეული. ანუ, პრაქტიკულად ჩვენ 10 ცალი ერთეულისგან, რომელიც 11-ში შედის, მივიღეთ 1 ათეული. დავაჯგუფეთ, ასე ვთქვათ ერთად. მეტი არაფერი არ გვიქნია. ავიღეთ 10 ათეული, 10 ერთეული და დავაჯგუფეთ 1 ათეულად. აი, ეს შემოხაზული ერთეულები ახლა არის აი, ამ ათეულის სახით წარმოდგენილი. ესე იგი, ახლა სამის ნაცვლად ჩვენ 4 ათეული გვექნება იმიტომ, რომ 1 ათეული დავუმატეთ აი, 4 ათეული. ესე იგი, გვქონია 4 ათეული და ერთეულებს რა დაემართათ? ნუ, რადგან ერთეულების დიდი ნაწილი უკვე ათეულში წავიდა, დაჯგუფდა, დაგვრჩებოდა აი ეს 1 ზედმეტი ერთეული. ესე იგი, ახლა ჩვენ გვქონია 4 ათეული და 1 ერთეული. ისევ, 3 ათეული და 11 ერთეული ეს არის იგივე რაც 4 ათეული და 1 ერთეული. ესე იგი, ახლა შეგვიძლია აქ დავწეროთ, რომ 35-ს დამატებული 6 ტოლი ყოფილა 1 ერთეულის და 4 ათეულის. ანუ 41-ის. მაგრამ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ყველაფერი ცოტა ზედმეტია, რატომ უნდა ვხატო, ხომ? არც არის აუცილებელი. ეს შესაძლოა გონებაში წარმოიდგინოთ ასე, მაგრამ აუცილებელი არ არის, შეგვიძლია სხვა ლოგიკითაც გავაკეთოთ. მოდით, უბრალოდ მივუმატოთ 5-ს 6, ეს უდრის 11-ს ვიცით. მაგრამ ორივე ერთიანს ხომ ვერ დავწერთ ერთეულების ადგილას, ამიტომ, ათეულების ერთიანი დავწეროთ ათეულებთან, ხოლო ერთეულების ერთიანი დავწეროთ ერთეულებთან. უბრალოდ ათეულების ერთიანი ზემოთ დაიწერა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ უნდა მიემატოს სხვა ათეულებს. და ერთეულები უკვე შევკრიბეთ ამიტომ პასუხში დავწერეთ პირდაპირ ერთეულების შედეგი. ესე იგი, 5-ს პლუს 6 არის 11, ანუ ერთეულების ერთიანი გვაქვს ქვემოთ, ათეულების ერთიანი გვაქვს ზემოთ. მართლად, 11 არის 1 ათეული და 1 ერთეული, ხომ? მემგონი ყველაფერი გასაგებია. 5-ს პლუს 6, ერთეულებში გვექნება ერთიანი ხოლო ათეულებში 1 გვაქვს კიდევ რომელიც უნდა მივუმატოთ 3-ს. ანუ 1 ათეული დამატებული 3 ათეული. 1-ს პლუს 3 არის 4. და მივიღებთ 4 ათეულს და 1 ერთეულს. ანუ 41-ს. მთავარი არის გაიაზროთ რა არის იდეა, ანუ საზეპირო რამე კი არ არის, რომ 5-ს პლუს 6 რადგან 11-ია მოდი 1-ს იქ დავწერ 1-ს აქ დავწერ, ამაში დევს ის შინაარსი, რომ გვაქვს 11 ერთეული, რომელიც სინამდვილეში წარმოადგეს 1 ათეულს და 1 ერთეულს. ამიტომ ერთეულები თავის ადგილას უნდა გავუშვათ, ხოლო ათეულები უნდა შევკრიბოთ სხვა ათეულებთან ერთად. მეტი არაფერი. ესე იგი, საბოლოო პასუხი აქ არის 41.