If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

უცნობი რიცხვი შეკრებისა და გამოკლების დროს

სალი პოულობს უცნობ რიცხვს ისეთ მაგალითებში, როგორიცაა 73 = ___ + 57.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ვთქვათ, ვიღაც გეკითხებათ: 73 უდრის რაღაცას დამატებული 57 და ეს რაღაც რა არისო? როგორ შეიძლება, რომ მიხვიდე აქამდე? რა არის ეს რაღაც? რა არის ეს გამოტოვებული ადგილი? ცხადია, შეგიძლია რაღაც გააკეთო, მათემატიკური ოპერაციები, მაგრამ, აი მაგალითად, ჩემი ტვინი როგორ წავიდოდა: ჯერ, წარმოვიდგენდი რომ მაქვს 57 და რაღაცები უნდა დავამატო, რომ მივიღო 73. მოდი, ცოტ-ცოტას დავუმატებ, რომ მივუახლოვდე 73-ს; ზეპირად ასე გამიმარტივდებოდა მაგალითად გაკეთება. ახლა, სამი რომ დავუმატო ამას, ამას რომ დავუმატო სამი, მივიღებ 60-ს. კარგი ბატონო, ახლა 73-მდე სანამ ავალ, 70-მდე მარტივად ვიცი როგორ უნდა მივიდე. 60-ს 10 უნდა დავუმატო და 70-ზე ავალ, და პრინციპში 13-ს დავუმატებ ბარემ და 73-მდე ავალ. ნუ, ჩემი ტვინი ყოველ შემთხვევაში ასე აზროვნებს. ამიტომ, ამას კიდევ თუ დავუმატებ მე 13-ს, საერთო ჯამში მივალ 73-მდე. ეს არის როგორც შევკრებდი მე ზეპირად. ნუ წესით და რიგით როგორ უნდა შეკრიბო... როგორ უნდა არა, მაგრამ უფრო მოხერხებული ხშირად როგორ არის. თუმცა მე ასე უფრო ვიჭედები ხოლმე. თუ, 73 არის რაღაცას დამატებული 57 მაშინ 73-ს თუ მოვაკელი ეს 57, დამრჩება ის რაღაც რაც უნდა დავუმატო 57-ს, ხო? შესაბამისად 73-ს მე გამოვაკლებ 57-ს და ეს უნდა იყოს წესით და რიგით პასუხი. ეს უნდა იყოს პასუხი. ნუ ცხადია, პასუხი არის აი ამ ორის ჯამი, ანუ 16. რატომ არ ვთქვი ეგ არ ვიცი. პასუხი არის 16. ზოგი ახერხებს, რომ ასეც მიიღოს პასუხი ისე რომ მაინცდამაინც არ გაუჭირდეს აზროვნება ამასთან დაკავშირებით. 73-ს რომ გამოვაკლო 57... მაშინ ამას ასე შევხედავდი, ნუ, ჯერ 50-ს გამოვაკლებდი დამრჩებოდა აქეთ 23 და აქეთ შვიდი და მერე 23-ს გამოვაკლებდი შვიდს და დამრჩებოდა 16. ახალი არაფერი, უბრალოდ ზეპირად როგორ შეიძლება, რომ გაიმარტივო საქმე იმის ნაცვლად, რომ ეს გააკეთო, თუ ეს რთული წარმოსადგენია. აი მაგალითად, კიდევ რომ გავაკეთოთ რამე მსგავსი მაგალითი. ვთქვათ მაქვს 94 და ამას უნდა გამოვაკლო რაღაც და უნდა მივიღო აქედან 57. ახლა როგორ უნდა მოვიქცე აქ? ერთი ვარიანტია წეღან რაც ვთქვი. მე დავიწყებდი ასე: 94-ს ჯერ, რომ ჩავიდე 90-მდე, გამოვაკლებდი უბრალოდ ოთხს. და ეს მომცემდა 90-ს. შემდეგ კიდევ გამოვაკლებდი ამას... ნუ, 90-ზე ვარ ხო? ბარემ 50? 50-მდე რომ ჩავიდე არ მაწყობს. 60-მდე ჩავალ ბარემ. ესე იგი გამოვაკლებდი ამას კიდევ 30-ს. 90-ს გამოკლებული 30 ჩამიყვანდა 60-მდე. შემდეგ 60-ს კიდევ გამოვაკლებდი სამს და ჩავიდოდი ბოლოს 57-მდე. ანუ ესენი უნდა შევკრიბო და მივიღებ იმ რიცხვს, რაც უნდა გამოაკლდეს. ესენი რომ შევკრიბო, არის მინუს სამს, მინუს ოთხი, მინუს 30, ანუ მინუს 37. ესე იგი, უნდა გამოვაკლო 37 ამას, სხვაგვარად რომ ვთქვათ. ან უნდა შევკრიბო ეს რიცხვები ნიშნის გარეშე. ან უნდა ვთქვა, რომ ვკრებ უარყოფით რიცხვებს და მაშინ ვუმატებ 94-ს; ნუ ერთიდაიგივეა. ესე იგი, 94-ს ვაკლებ 37-ს. ცხადია, მეორე უფრო მათემატიკური და სწორი გზაა. უბრალოდ ზეპირად ცოტა რთულია ხოლმე. არის, რომ უბრალოდ ავდგე... და როგორ მოვიქცე? მე თუ მაინტერესებს, 94-ს რა უნდა გამოვაკლო იმისთვის, რომ მივიღო 57. ავდგები და პირიქით, გამოვაკლებ 94-ს 57-ს. მაგრამ, მაგის ნაცვლად, კიდევ შემიძლია ერთი რაღაც გავაკეთო. წეღან როგორც მოვიქეცი. იმის ნაცვლად, რომ დავიწყო ამისთვის რაღაცების გამოკლება, ვიფიქრებ, რომ თუ 94 მინუს 37 რაღაცას მაძლევს... უფროსწორად, თუ 94-ს მინუს უცნობი რიცხვი 57-ს მაძლევს. მაშინ მოდი, 57-ს მივუმატებ ნელ-ნელა რაღაცებს, რომ ავიდე 94-მდე. და მივხვდები ეგ რაღაც რა არის, რაც მერე 94-ს უნდა გამოვაკლო, რომ მივიღო 57. ანუ 57-ს ავიღებ და დავუმატებ, ჯერ ვთქვათ სამს და მივალ 60. მერე უკვე სამოციდან ნათლად ჩანს, უნდა დავუმატო კიდევ 34 რომ მივიდე 94-მდე. ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს ნათლად. და გამოდის რომ სამს პლუს 34 უნდა დავუმატო 57-ს, ესე იგი 37. ანუ. 94-ს უნდა გამოვაკლო 37, რომ მივიღო 57. ნუ, ასე შეგიძლიათ იმსჯელოთ ხოლმე, ზოგჯერ ზეპირად. და მოდი კიდევ ერთი გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში ცოტა უფრო სხვა მიზნით გავაკეთებ ამას. ესე იგი, ვთქვათ მაქვს 36-ს... ან მოდი ვიტყვი, 36 უდრის რაღაცას გამოკლებული 41. მოდი, ცოტა ვიზუალურად გავიაზროთ ეს რას ნიშნავს. ესე იგი, დავხაზავ რიცხვით ღერძს და ორ რამეს მეუბნება ეს. ვთქვათ, აქ თუ არის 36. ესე იგი, აქ მაქვს რაღაც უცნობი რიცხვი. აი აქ. და მე ამას გამოვაკელი 41, რომ მოვსულიყავი აი აქ, ანუ მინუს 41. მეორენაირად შემიძლია ვთქვა, რომ მე, აი, ამას უნდა დავუმატო 41, რომ მივიდე აქ. სხვაგვარად, შემიძლია გადმოვწერო ეს, რომ 36 დამატებული 41 ზუსტად მიმიყვანს, იმ რიცხვამდე რასაც ვეძებ. იმ რაღაც უცნობ რიცხვამდე. ეს ორი ტიპი უნდა შევკრიბო უბრალოდ, ეს ორი რიცხვი. რა დამრჩება აქ? ერთეულები რომ შევკრიბო ჯერ, მექნება ექვს ერთეულს დამატებული ერთი ერთეული, რაც არის 7 ერთეული. და შემდეგ, სამ ათეულს უნდა დავუმატო ოთხი ათეული, რაც არის შვიდი ათეული. ესე იგი, 77 ყოფილა ეს რიცხვი. (სუბტიტრები შექმნილია ნათია მჭედლიძის დახმარებით)