If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: მათემატიკის საფუძვლები > თემა 5

გაკვეთილი 8: ამოცანები ასის ფარგლებში

ამოცანა გამოკლებაზე: თოვლი

სალი ამოხსნის ამოცანას გამოკლებაზე, რომელიც ეხება 100-ზე ნაკლებ რიცხვებს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ხუთშაბათის თოვლის შემდეგ ქალაქ ჩილთაუნში თოვლმა 55 სანტიმეტრს მიაღწია. პარასკევს ისევ წამოვიდა თოვლი და შედეგად თოვლმა, კიდევ რამდენიმე სანტიმეტრით მოიმატა. ახლა ჩილთაუნში არის 84 სანტიმეტრის სიმაღლის თოვლი. გვეკითხებიან, რამდენი სანტიმეტრი თოვლის საფარი დაემატა ჩილთაუნში პარასკევს? კარგად წარმოვიდგინოთ, რა მოხდა თავიდან. ესე იგი, თავიდან ჩილთაუნში თოვლი... მოკლედ, ხუთშაბათს იყო შტორმი და შედეგად დაიდო თოვლი და იყო 55 სანტიმეტრი. აქაც ჩანს 55, ეს არის 55 სანტიმეტრი. შემდეგ, ეს ხაზი სახაზავზე არის ზუსტად ამ სიმაღლის შესაბამისი. ესე იგი, ხუთშაბათს დიდთოვლობის შემდეგ რა სიმაღლეც იყო. ესე იგი, ეს სიღრმე არის 55 სანტიმეტრი, მაგრამ შემდეგ თოვლი არ გაჩერებულა, განაგრძო ისევ ცვენა და ახლა ჩილთაუნში თოვლის სიმაღლე არის 84 სანტიმეტრი. სახაზავს თუ დავუკვირდებით, ახალ სიმაღლეს შეესაბამება აი ეს, აქ არის 84 სანტიმეტრი. ამოცანა გვეკითხება, თუ რამდენი სანტიმეტრი მოთოვა დამატებით პარასკევს. უნდა გავიგოთ, თუ რას უდრის ეს რაოდენობა, რასაც ახლა გიჩვენებთ. რა რაოდენობის თოვლი დაიდო პარასკევს. როგორ უნდა გამოვთვალოთ ახლა ეს? პირველ რიგში, ჩავწეროთ ყველაფერი რაც ნამდვილად ვიცით, რომ სწორია. ვიცით, რომ 55 სანტიმეტრი არის თავიდან, და შემდეგ ეს სანტიმეტრი; რაღაც რაოდენობა, რაც დაიდო პარასკევს რომ დავუმატოთ 55-ს, თავიდან რაც გვქონდა იმას, მივიღებთ რას? მოდი, კითხვის ნიშანი დავწეროთ, რადგან არ ვიცით პარასკევს რამდენი დაიდო თოვლი. მივიღებთ 84 სანტიმეტრს, ანუ რა სიმაღლესაც მიაღწია თოვლმა ორი დღის შემდეგ, ანუ პარასკევის შემდეგ. კარგი, ახლა უნდა გამოვთვალოთ კითხვის ნიშნის ადგილად რაც წერია. მოდი, ასე შევხედოთ, თუ 55-ს დამატებული კითხვის ნიშანი არის 84, მაშინ 84-ს რომ გამოვაკლოთ 55, რისი ტოლი იქნება? ცხადია, ეს იქნება ამ კითხვის ნიშნის ტოლი. იქნება ზუსტად იმ რაოდენობის ტოლი, რაც უნდა დავუმატოთ 55-ს, რომ მივიღოთ 84. აი, წარმოიდგინეთ, მთელი ეს თოვლი რომ გქონდეთ და 55 სანტიმეტრი გამოვაკლოთ, რა დაგრჩებათ? დაგრჩებათ აი ეს ნაწილი, რომელიც იქნება იმ რაოდენობის აღმნიშვნელი, რაც წამოვიდა პარასკევს. სწორედ ისაა რაც პარასკევს დაიდო. გამოდის, რომ ჩვენ ნამდვილად 84-ს უნდა გამოვაკლოთ 55. კარგი, დავთვალოთ მაშინ. ამის დათვლა უკვე შეგვიძლია, იმიტომ რომ წესით და რიგით, კარგად ვისწავლეთ. გვაქვს 84 და მას ვაკლებთ 55-ს, ვიცით, რომ ეს რაღაც კითხვის ნიშანს უდრის. შევხედოთ, პირველ რიგში, ტრადიციულად, ერთეულებს. ოთხ ერთეულს უნდა გამოვაკლოთ ხუთი ერთეული, რადგან არ ვიცით, ოთხს როგორ გამოვაკლოთ ხუთი, ამიტომ გადაჯგუფება გავაკეთოთ. ავიღოთ ერთი ათეული ათეულების ადგილიდან, აქ რვა ათეულის მაგივრად დავწეროთ შვიდი ათეული და ეს ერთი ათეული, რომელიც ავიღე, გადავაქციოთ ათ ცალ ერთეულად. ანუ 10-ს პლიუს ოთხი დავწეროთ ანუ 14. ახლა უკვე შეგვიძლია, გამოვაკლოთ, იმიტომ რომ 14 ერთეული არის მეტი ხუთ ერთეულზე და 14-ს ხუთი გამოაკლდება. 14-ს მინუს ხუთი რას უდრის? 14-ს გამოკლებული ხუთი უდრის ცხრა ერთეულს. შვიდი ათეული გვაქვს და ხუთი ათეულია აკლდება, რას მივიღებთ? ორ ათეულს. ესე იგი, გამოდის რომ ის იდუმალი რაოდენობა, რაც პარასკევს წამოვიდა არის 29 სანტიმეტრი. ანუ 29 სანტიმეტრით მოიმატა პარასკევს. შეგიძლიათ, შეამოწმოთ კიდეც, 55-ს რომ დავუმატოთ 29 ნამდვილად უდრის 84-ს. სასურველი იქნება თუ შეამოწმებთ და დარწმუნდებით, რომ ნამდვილად სწორი იყო ეს გამოთვლა, რაც ჩავატარეთ. ესე იგი, გვეკითხებიან, რამდენი სანტიმეტრით მოიმატაო, მოიმატა 29 სანტიმეტრით. ასეთი ამოცანების ამოხსნისას, წარმოიდგინეთ, რა ხდება ამოცანაში, შეგიძლიათ, დიაგრამაც დახაზოთ, თუ არ გაქვთ მოცემული. შემდეგ მოიფიქრეთ მათემატიკური, ჩანაწერი, მათემატიკური გამოსახულება, რომელიც გადმოსცემს იმას, რაც ჩვენ ვიცით, შეგიძლიათ ამას, ტოლობაც უწოდოთ. ჩაწერეთ, რაც იცით მათემატიკურად და შემდეგ გამოთვლით, იმას რაც არ იცით. (სუბტიტრები შექმნილია ელენე ლაგვილავას დახმარებით)