If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:4:27

ვიდეოს აღწერა

ასეთი ამოცანა გვაქვს. იანმა გააკეთა 30 წრე სირბილის კლუბში, ანუ 30 წრე დაარტყა მოედანზე, მაგალითად. ამ შემთხვევაში, ვიცით, რომ 30 წრე გააკეთა. შემდეგ, სანამ წავიდოდა სკოლაში, სკოლამდე, კიდევ 4 წრე გააკეთა. ანუ, 4 წრე კიდევ ირბინა. ამ ყველაფერს ლანჩისას, ანუ სადილისას, მან დაუმატა კიდევ 3 წრე, ესე იგი, კიდევ 3 წრე ირბინა სადილისას და კიდევ 2 წრე ირბინა, როცა ჰქონდა შესვენება. () გვაინტერესებს ჯამში რამდენი წრე გააკეთა, ანუ სულ რამდენი წრე გამოვიდა საბოლოოდ, დღის ბოლოს. ამისთვის გამოვიყენოთ რიცხვითი ღერძი, რიცხვითი წრფე. რიცხვითი ღერძი დავხაზოთ. დავხაზოთ რიცხვითი ღერძი და დავიტანოთ მონაცემები. ვიცით, რომ 30 წრით დაიწყო და შემდეგ დაამატა წრეები, ამიტომ ლოგიკური იქნება თუ ყველას არ ავღნიშნავთ და დავიწყებთ 30-ით. ან, ან 29-ით დავიწყოთ. დავიწყოთ 29-ით და გავყვეთ. ეს იყოს 29, 30, 31, 32, 33, ეს 34, 35, რამდენიც დაეტევა დავატიოთ. შემდეგ 36, 37, 38, 39, 40, ეს 40 და 41-იც მეტი ადგილი აღარ გვაქვს. კარგით, ესე იგი, დაიწყო 30 წრით. ავღნიშნოთ, რომ დაიწყო 30 წრით. აი, აქ არის ის 30 წრე. შემდგ, გაირბინა კიდევ 4, ამიტომ რიცხვით წრფეზე მარჯვნივ უნდა გადავიდეთ 4-ით, რომ ვაჩვენოთ, რომ კიდევ 4 წრე დაემატა. ესე იგი, გადავიდეთ 4-ით მაშინ. ეს იქნება, აი აქ. ანუ ეს არის 4-ით მეტი წრე, 1, 2, 3 და 4. კარგით, ესე იგი დავხაზოთ, რომ გააკეთა კიდევ, დავუმტოთ ასე ვთქვათ, 4 წრე. ესე იგი, მივედით 34 წრეზე. შემდეგ, კიდევ 3 დაამატა სადილისას. ანუ ახლა 34-დან უნდა გადავიდეთ კიდევ სამით მარჯვნივ. 3-ით მარჯვნივ გადავალთ და იქნება 37. ამის შემდეგ, მან კიდევ გააკეთა 2 წრე. კიდევ გააკეთა 2 წრე, ესე იგი, ისევ როგორც აქამდე მოვიქეცით, გადავიდეთ ორით მარჯვნივ. ერთი და ორი. გავაკეთოთ კიდევ ესე იგი, 2-ით გადასვლა და ჯამში რამდენი გაურბენია? ჯამში მივედით ამ გადასვლების შედეგად 39-ზე და ესე იგი, გაურბენიათ თურმე ჯამში 39 წრე. ეს ყველაფერი გავიგეთ რით? ეს ყველაფერი გავიგეთ რიცხვითი წრფის დახმარებით. კარგით, ახლა გადავიდეთ სხვა ამოცანაზე, სხვა მსგავს ამოცანაზე. ჭიანჭველათა წითელ არმიაში თავიდან იყო 100 ჭიანჭველა. ესე იგი, თავიდან გვყავს 100 ჭიანჭველა პირობის მიხედვით. კარგით, გვეუბნებიან ესე იგი, რომ წითელ არმიაში იყო 100 ჭიანჭველა. ოღონდ ჭიანჭველების არმიაზე არის საუბარი. დავიმახსოვროთ, რომ არის 100 მოცემული. შემდეგ, წითელმა არმიამ ორმოში დაკარგა 3 ჭიანჭველა. გვეუბნებიან ესე იგი, რომ 3 ჭიანჭველა მოაკლდათ. ანუ, დაკარგეს. ასევე, ჩიტმა შეჭამა კიდევ 3 ჭიანჭველა. მოკლედ, ესე იგი, 3 ჭიანჭველა დაიკარგა ორმოში, სამიც შეჭამა ჩიტმა. 1 ჭიანჭველა უბრალოდ ქარმა წაიღო. 1 ჭიანჭველა წაიღო ქარმა, ასეთი არის მონაცემები. კარგით, რომელი რიცხვითი წრფე გვიჩვენებს დარჩენილ ჭიანჭველათა რიცხვის პოვნის გზას? არმიაში თავიდან იყო 100, როგორც გვეუბნებიან, ამიტომ, დავიწყოთ ასით. ლოგიკური არის, ჯერ უნდა დავიწყოთ ასით. ესე იგი, აქ ასით იწყება, ძალიან კარგი. შემდეგ, ნახეთ თუ დააკვირდებით, მეორე იწყება 10-ით, ამიტომ მეორე პირდაპირ არასწორი არის. იმიტომ, რომ ცხადია პირველი აჩვენებს ასით დაწყებას, ასით უნდა დავიწყოთ რადგან თავიდან 100 ჭიანჭველა არის და მერე ვკარგავთ რაღაც რაოდენობას. ესე იგი, პირველი რიცხვით ღერძი სწორი გამოდის. ასით ვიწყებთ და შემდეგ ვაკლებთ, ანუ გადავდივართ მარცხნივ და მარცხნივ. მარცხნივ თუ გადავალთ სამით, სწორედ ის სამი ჭიანჭველა გვექნება ასე ვთქვათ, ნაჩვენები რიცხვით ღერძზე, რომელიც ორმოში დაიკარგა. შემდეგ, კიდევ 3 პირობის მიხედვით შეჭამა ჩიტმა, ასე, რომ კიდევ ეს გადასვლა მარცხნივ გვიჩვენებს იმ 3 ჭიანჭველის დანაკარგს, რომელიც ჩიტმა შეჭამა. და ბოლოს ის 1 ჭიანჭველა, რომელიც ქარმა წაიღო, არის აი, ამ 1 გადასვლით ნაჩვენები, ისევ ამ რიცხვით ღერძზე. ესე იგი, ჭიანჭველათა არმიას თურმე რა დარჩენია? დარჩენია სულ 93 ჭიანჭველა. ამ ინფორმაციასაც, ამ შედეგსაც გვიჩვენებს ზედა რიცხვითი ღერი. ესე იგი, თურმე შედეგად დარჩა 93 ჭიანჭველა.