ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:16

ვიდეოს აღწერა

რიცხვში 23 ათეულების ადგილზე გვაქვს 2. ეს ორი ნიშნავს ორ ათეულს. აი, შეხედეთ. გვაქვს10 კვადრატის ორი ჯგუფი. აქ 10 და აქაც 10. ანუ, ეს ორიანი ნიშნავს ორ ათიანს. ერთი 10 და ორი 10. ეს სამიანი წერია ერთეულების ადგილზე. ანუ, ის წარმოადგენს 3 ერთეულს. მოდით, აქ შევხედოთ. 1, 2, 3 კვადრატი. მოკლედ, გვაქვს სამი ერთეული ორ ათეულთან ერთად. ეს ორი ათეული გამოსახავს 20-ს. და ეს სამი ერთეული გამოსახავს 3-ს, ესე იგი, სულ გვაქვს 23. მოდით, ჩავწეროთ. ჩავწეროთ 23. 23 ტოლია ორი ათეულის... ორ ათეულს დამატებული სამი ერთეული. დამატებული სამი ერთეული. რა მოხდება, თუ დავუმატებ 20-ს 23–ს? მოდით, გავაკეთებ. ვთქვათ... მოდი გავაკეთებ რამე უფრო საინტერესოს. ვთქვათ, ავიღოთ 23. და ამას დავუმატოთ 30. დავუმატოთ 30. სამიანი და ნული. რა იქნება ეს? დავიწყე 23-ით, რომელიც აქ წარმოვადგინე, და ვაპირებ, დავუმატო 30. 30-ს აქვს სამიანი ათეულების ადგილზე. ეს ნიშნავს, რომ ვაპირებ დავუმატო 3 ათეული და ვაპირებ დავუმატო 0 ერთეული. მოდით, დავუმატებ ამ სამ ათეულს. ეს არის ერთი 10... ეს არის ორი ათეული... და შემდეგ ეს არის სამი ათეული. მე დავამატე აქ 1, 2, 3 ათეული. ახლა... რამდენი ათეული მაქვს? ახლა მაქვს 1, 2, 3, 4, 5 ათეული. ყურადღება მიაქციეთ, ორ ათეულს დამატებული სამი ათეული არის ხუთი ათეული. გამოდის, რომ ახლა მაქვს ხუთი ათეული. და რამდენი ერთეული მაქვს? კიდევ მაქვს ეს სამი ერთეული. მოდით, ასეც შევხედოთ: სამ ერთეულს დამატებული ნული ერთეული იქნება ისევ სამი ერთეული... სამი ერთეული. რა არის 23-ს... რა იქნება 23-ს დამატებული 30? გადმოვიწერ, 23-ს დამატებული 30. ეს იქნება ხუთი ათეული... შეგვიძლია დავწეროთ ხუთიანი ათეულების ადგილზე გამოსახავს ხუთ ათეულს ანუ 50-ს. და კიდევ გვექნება სამი ერთეული. მოდით, სხვა ფერით ჩავწერ... ერთეულების ფერით, სტაფილოსფერით... გვაქვს სამი ერთეული. გამოდის, რომ 23-ს დამატებული 30 არის 53. თუ ორ ათეულს დამატებული სამი ათეული, გაძლევთ ხუთ ათეულს, მაშინ, სამ ერთეულს დამატებული ნული ერთეული უდრის სამ ერთეულს.