იტვირთება

ვიდეოს აღწერა

ამ ვიდეოში მინდა გელაპარაკოთ ლიტრზე ჩავწეროთ – ლიტრი. ლიტრი არის საზომი ერთეული, რომელიც სითხეებს ზომავს, ან – რამდენ ადგილს იკავებს სითხე როგორ გამოიყურება ერთი ლიტრი? მაგალითად, რძის ამ ბოთლებიდან ყოველი არის ერთი ლიტრი; ალბათ, ლიტრზე ყველაზე ხშირად ფიქრობთ, როცა ყიდულობთ რამე სასმელს, რძეს ან წყალს. შემდეგ ჯერ, როცა წახვალთ მაღაზიაში, დააკვირდით და ბევრ ზუსტად ერთლიტრიანი ბოთლს დაინახავთ ზოგი ლიმონათის ბოთლი ორლიტრიანიც არის. მაგრამ, აი, ეს ბოთლი ზუსტად ერთი ლიტრია; აღვნიშნოთ ლ ასოთი. ეს არის ერთი ლიტრი და ჯამში ამ კალათაში გვაქვს ექვსი ლიტრი, მაგრამ ამ ბოთლებიდან ყოველი ცალ–ცალკე ერთ ლიტრს იკავებს. მოკლედ, ეს არის ლიტრი მაგრამ, რა ვქნათ, თუ წყლის უფრო მცირე მოცულობა გვინდა? თუ წყლის უფრო მცირე მოცულობაზე ვსაუბრობთ, ძირითადად, მილილიტრებს ვგულისხმობთ. მილილიტრი – ჩავწეროთ ესეც. ისე, აჯობებს, თუ "მილის" სხვა ფერით ჩავწერთ. მილი ლიტრი მილილიტრი; მილი არის პრეფიქსი, რომელიც ნიშნავს ლიტრის ერთ მეათასედს ( 1/1000), ანუ, მილილიტრი ნიშნავს ლიტრის ერთ მეათასედს. მილილიტრი შემოკლებით იწერება ასე: მლ წარმოიდგინეთ: ერთი ლიტრის მისაღებად საჭიროა ათასი მილილიტრი, მაგრამ როგორ წარმოვიდგინოთ ერთი მილილიტრი? პირველ რიგში, გაიხსენეთ სამედიცინო პიპეტი: მილილიტრი იქნება დაახლოებით ამ სიმაღლის სითხე სამედიცინო პიპეტში. ასეთ პიპეტში საშუალოდ ხუთი მილილიტრი ეტევა, ერთი მილილიტრი კი ასე გამოიყურება. თუ კი ჩაის კოვზს აიღებთ და წყლით აავსებთ. (ჩავწეროთ, რომ ეს არის ერთი მილილიტრი) სითხის ერთი კოვზი კი დაახლოებით ხუთი მილილიტრი იქნება. ახლა ასე წარმოდგინეთ: თქვენ დაგჭირდებათ 1000 ასეთი წვეთი ერთი ასეთი რძის ბოთლის ასავსებად, ათასი მილილიტრი ერთი ლიტრის მისაღებად. ან, თქვენ დაგჭირდებათ, თუ ყოველი კოვზი ხუთ მილილიტრიანია, თქვენ დაგჭირდებათ 200 კოვზი რძე ერთი ბოთლის ასავსებად, კოვზი ხუთ მილილიტრიანია. 200–ჯერ ხუთი მილილიტრი ჯამში მოგვცემს ათას მილილიტრს, რაც უდრის ერთ ლიტრს. ჩავწეროთ ესეც. აი ეს მოცულობა არის ერთი ლიტრი, იგივე 1000 მილილიტრი. ახლა გადავიდეთ გაცილებით უფრო დიდ მოცულობებზე, რამეზე, რაც გაცილებით დიდია, ვიდრე რძის ბოთლი. ვთქვათ– საცურაო ავზი. აქ სურათზე ნაჩვენებია ოლიმპიური ზომის საცურაო ავზი, რომელიც ყველაზე დიდი ავზია; ალბათ, ზოგ სასტუმროში უფრო დიდებიცაა მაგრამ ის უკვე ძალიან დიდი მოცულობაა. მოკლედ, თუ რძის ერთ ბოთლს აქვს ერთი ლიტრის მოცულობა, რა იქნება, მთელი საცურაო ავზის მოცულობა? საშუალოდ, ასეთ ავზში, თუ მისი განია 25 მეტრი, სიგრძე 50 და სიღრმე ორი ეტევა – მოემზადეთ... 2,5 მილიონი ლიტრი. 2,5 მილიონი ლიტრი. ასე რომ, თუ დააპირებთ ეს ავზი აავსოთ რძით, თქვენ დაგჭირდებათ 2,5 მილიონი ასეთი რძის ბოთლი. დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, რამდენი სითხეა საჭირო, რომ ოლიმპიური ზომის ავზი აავსოთ. საცურაო ავზი, რომელსაც უფრო ხშირად ხედავთ მაგალითად, ვინმესთან სახლში ანუ, არა ოლიმპიური ზომის, არამედ ჩვეულებრივი სახლის საცურაო ავზი, მაინც შეიძლება იყოს 100 000 ლიტრზე მეტი მოცულობის გავიმეოროთ: თუ ფიქრობთ რამეზე, რაც პიპეტს ან კოვზს უფრო ჰგავს, იფიქრეთ მილილიტრებში თუ ფიქრობთ რამეზე, რაც თქვენ ან თქვენმა ოჯახმა შეიძლება დალიოს ერთი დღის ან კვირის განმავლობაში იფიქრეთ ლიტრებში; თუ ფიქრობთ, რამდენი სითხეა საჭირო ავზის გასავსებათ, იფიქრეთ ასობით ან ათასობით ათასი, ან მილიონობით ლიტრებით.