If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ამოცანები მოცულობაზე

სალი ამოხსნის რამდენიმე პრაქტიკულ ამოცანას მოცულობის დახმარებით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ლი მინმა ლიმონათის გასაკეთებლად გამოწურა სამი ლიმონი. პირველი ლიმონიდან მან გამოწურა ლიმონის წვენის 42 მილილიტრი მეორე ლიმონიდან – 36 მილილიტრი და მესამედან – 45 მილილიტრი. სულ რა რაოდენობის ლიმონის წვენი ამოუწურავს ლი მინს თავისი სამი ლიმონიდან? მარტივია: უბრალოდ უნდა შევკრიბოთ რამდენი გამოწურა თითოდან და მივიღებთ პასუხს. პირველიდან მიიღო 42 მილილიტრი მოკლედ ჩავწეროთ მილილიტრი – მლ, სადაც მ ნიშნავს მილის, და ლ – ლიტრს. ანუ, 42 მილილიტრი პირველი ლიმონიდან 36 მილილიტრი მეორედან დაბოლოს, 45 მილილიტრი მესამედან. შევკირიბოთ ეს სამი რიცხვი და მივიღებთ პასუხს მილილიტრებში. დავიწყოთ ერთეულებით: სამი პლუს ექვსი რვაა, რვას პლუს ხუთი არის 13, 13, როგორც სამი ერთეული და ერთი ათეული, მივაწეროთ აქ ერთს პლუს ოთხი ხუთია, ხუთს პლუს სამი რვაა, რვას პლუს ოთხი არის 12. ანუ, 12 ათეული, რაც არის იგივე 120. გამოდის, ჯამში ლი მინს 123 მილილიტრი ამოუწურავს თავისი სამი ლიმონიდან. გავაკეთოთ კიდევ ერთი მსგავსი ამოცანა. სარამ ამ კონტეინერში ძრავის ზეთის ხუთი ქილა ჩაასხა. ამ კონტეინერში ასხია 45 მილილიტრი– 40–სა და 50–ს შორის ზუსტად შუამდე ავსებულა კონტეინერი, როცა სარამ ხუთი ქილა ჩაასხა მასში ანუ, აი ეს ნიშნული ნიშნავს 45 მილილიტრს; კონტეინერი ამ ნიშნულამდეა სავსე. სარამ ჩაასხა ხუთი ქილა და ჯამში 45 მილილიტრამდე აავსო კონტეინერი. ვიცით, რომ ყოველ ქილაში ზეთის თანაბარი რაოდენობა ესხა. (დავუშვათ, რომ ეს კონტეინერი ცარიელი იყო, სანამ სარა მასში ზეთს ჩაასხამდა). მოკლედ, თუ ყოველ ქილაში ზეთის თანაბარი რაოდენობა იყო, რამდენი იყო თითო ქილაში? თუ სარას ჰქონდა ხუთი ქილა 1, 2, 3, 4 და 5 ქილა. ყოველი შეიცავდა ზეთის გარკვეულ რაოდენობას დავურთოთ კითხვის ნიშანი, რომელიც ზეთის რაოდენობას აღნიშნავს. მოკლედ, სარას ჰქონდა ხუთი ქილა, თითოში ზეთის ? (უცნობი) რაოდენობით და თუ ამ რაოდენობას ხუთზე გავამრავლებთ, თუ ხუთივეს ერთად ჩავასხამთ მივიღებთ 45 მილილიტრს. ხუთჯერ რა რაოდენობის ზეთი მოგვცემს ჯამში 45 მილილიტრ ზეთს? 45 არის ხუთჯერ ცხრა. ხუთჯერ ცხრა არის 45. ანუ, ეს უდრის ცხრას. რაც იმას ნიშნავს, რომ სარას თითო ქილაში ცხრა მილილიტრი ზეთი ჰქონდა; ამოცანის პირობის შესაბამისად: ყოველ ქილაში ზეთის თანაბარი რაოდენობა ასხია. ანუ, მას ჰქონდა ხუთი ქილა ცხრა მილილიტრი ძრავის ზეთით თითოში, და თუ ხუთი ქილიდან ყოველშიცხრა მილილიტრი იყო, ჯამში 45 მილილიტრი ჰქონია. გამოდის, ყოველ ქილაში ნამდვილად ცხრა მილილიტრი იყო.