If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ამოცანები წონაზე

სალი ამოხსნის ამოცანებს წონაზე.  განსაზღვრეთ საგნების წონა.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ნიკიტამ ბიბლიოთეკიდან გამოიტანა ერთ წიგნი სუპერგმირებზე და ერთი წიგნი დრაკონებზე. სუპერგმირების წიგნის მასა არის 200 გრამი. დრაკონებზე წიგნის მასა კი 310 გრამი. რა არის ნიკიტას მიერ ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნების მასა? ანუ საერთო, მთლიანი მასა რა არისო მაგას გვეკითხებიან. თუ ერთი წიგნი გამოიტანა სუპერგმირებზე და ერთი წიგნი დრაკონებზე, ესე იგი, გამოუტანია ერთი წიგნი, რომლის მასაა 200 გრამი და ერთი, რომლის მასაა 310 გრამი. ამიტომ, მათი ჯამური მასა იქნება 200-ს დამატებული 310, ანუ 510 გრამი. შემდეგი. მეკობრე პეტსიმ იპოვა ცხრა ოქროს ზოდი. ყველა ზოდს ერთნაირი მასა აქვს. მეკობრე პეტსიმ იცის, რომ ერთი ზოდის მასა არის ორი კილოგრამი. რამდენს იწონის ჯამში ცხრა ოქროს ზოდი? ვნახოთ. თუ ყველა იწონის თანაბარს, ანუ თუ ყველას მასა თანაბარია. და ცხრა ცალი არის სულ. და თითო არის ორი კილოგრამი. მაშინ, მათი ჯამური მასა იქნება ორჯერ ცხრა. ანუ 18 კილოგრამი. ყოველ ორშაბათს ზოოპარკი ზომავს თავისი ცხოველების მასას. ამ ორშაბათს მომვლელმა პირველ რიგში გაზომა მაიმუნი და მელია. ქვემოთაა მოცემული. რამდენად უფრო დიდია მაიმუნის მასა მელიის მასასთან შედარებით? მოდი, ვნახოთ. ეს არის მაიმუნი. პატარა, როგორც ხედავთ, მაგრამ მაინც. ეს არის მელია. მაიმუნი იწონის 272 უნციას. ხოლო, მელია იწონის 144 უნციას. იმისთვის, რომ გავიგოთ რამდენად მძიმე არის მაიმუნი მელიაზე, 272-ს უნდა გამოვაკლოთ 144. სიმარტივისთვის, ანუ მე მარტივად წარმოვიდგენ ხოლმე ასე. 272-ს ჯერ 100 რომ გამოვაკლო იქნება 172. შემდეგ, ამ დარჩენილიდან 40 რომ გამოვაკლო იქნება 132 უკვე. და მხოლოდ ოთხი გვექნება გამოსაკლები აქედან. და დაგვრჩება 128. ესე იგი, 272-ს რომ გამოვაკლოთ 144 არის 148. და წესით, ამდენით უფრო მძიმე უნდა იყოს მაიმუნი მელიაზე. შემდეგი. ფინს ორი ასაწყობი სათამაშო აქვს. ერთისგან მანქანა კეთდება, მეორისგან კი — სახლი. ორივე სათამაშოს მასა ქვემოთაა მოცემული. გვაინტერესებს რომელი უფრო... უფრო სწორედ, გვაინტერესებს რამდენით მძიმეა ასაწყობი მანქანის მასა ასაწყობი სახლის მასაზე. ასაწყობი მანქანის მასაა 120 გრამი, ხოლო ასაწყობი სახლის — 84 გრამი. მაშინ, 120-ს რომ გამოვაკლოთ 84 უნდა მივიღოთ ის თუ რამდენით მძიმე არის მანქანის მასა... რამდენად მძიმეა მანქანა სახლზე. 120-ს რომ გამოვაკლოთ 80 არის 40 და კიდევ რომ გამოვაკლოთ ოთხი არის 36. მოდი, ერთიც გავაკეთოთ. ფერმერების მაღაზიაში რომანმა იყიდა ორი ვაშლი და ორი ბანანი. ყოველი ვაშლის მასა 135 გრამია. ყოველი ბანანის მასა კი 160 გრამი. რას უდრის რომანის მიერ ნაყიდი ხილის მასა? ესე იგი, ორი ვაშლი იყიდა და თითოეული ვაშლის მასაა 135. ამიტომ, ორჯერ 135 იქნება ამათი საერთო მასა. და ორი ბანანი, თითოს მასაა 160 ამიტომ, ორჯერ 160. ესე იგი, ორი გამრავლებული 135-ზე პლუს ორი გამრავლებული 160-ზე არის ამათი ჯამური მასა. ორჯერ 135 არის 270. დავწეროთ აქ 270. 270. ხოლო ორჯერ 160 არის 320. ესე იგი, რეალურად გვაქვს 270-ს პლუს 320. 270-ს რომ დავუმატოთ 320 არის 590. ესე იგი, 590 იქნება პასუხი. ესეც ასე. (სუბტიტრები შექმნილია დავით ჩანქსელიანის დახმარებით)