If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რა არის წონა (გრამები და კილოგრამები)

სალი განმარტავს წონის მნიშვნელობას. ის, ასევე განსაზღვრავს რეალური საგნების წონას გრამებსა და კილოგრამებში.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ამ ვიდეოში ვისაუბროთ საზომ ერთეულზე რომელსაც ეწოდება გრამი. გრამი გამოიყენება მასის გასაზომად; ალბათ, ეს ისედაც გეცოდინებათ. მოდი, ეხლა გავერკვიოთ იმაში თუ რა არის თვითონ მასა? რას წარმოადგენს მასა? ალბათ, ყოველდღიურ საუბრებში ხშირად გაგიგიათ. ვთქვათ, ვიღაც როგორ უყურებს ბუმბულს მაგალითად. მოდი ბუმბულს დავხატავ. ვიღაცა, როგორ შეხედავს ბუმბულს, იტყვის რომ: „ბუმბულს არ აქვს დიდი წონა“. ანუ იტყვის, რომ: „ბუმბულს არ აქვს დიდი წონა“. დაიმახსოვრეთ სიტყვა „წონა“. ამას ხაზს გავუსვამ. და შემდეგ შეიძლება ვთქვათ, ანუ ამავე ტიპმა შეხედოს რაიმე მძიმე ქვას და თქვას რომ: მოდით, ამასაც ცოტა დავხატავ კარგად, ქვას დავამსგავსებ. და თქვას ესეთი რამ რომ: „ამ ქვას დიდი წონა აქვს“. საკმაოდ ცხოვრებისეული მაგალითები მოვიყვანე. და ამ ორი მაგალითიდან გამომდინარე ალბათ, ესე ინტუიციურად ხვდებით უკვე თუ რა შეიძლებ იყოს მასა. მასა არის, ერთგვარი რაოდენობა ნივთიერების გარკვეულ სხეულში და უკავშირდება წონას. მასა დაკავშირებულია წონასთან, მაგრამ წონა და მასა ერთი და იგივე არ არის. და როცა ფიზიკას გაივლით, ალბათ გაიგებთ ამასაც, თუ რატომ არის ერთი და იგივე და როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. მაგრამ, მეც გეტყვით, მაინც. აი, წარმოიდგინეთ, რომ რაღაც პლანეტაზე ვართ. ხომ? რომ ავიღოთ, რაიმე ვთქვათ ორი სხეული და პლანეტის ცენტრიდან თანაბარი მანძილით დავაშოროთ. მაშინ, მათი მასა თუ ერთნაირია, წონებიც ერთნაირი იქნება. ანუ, რაც უფრო დიდი მასა აქვს სხეულს, მით უფრო დიდი წონა აქვს მას როცა არის პლანეტასთან. ვთქვათ, პლანეტასთან ან რამე მასიურ სხეულთან გრავიტირებად სხეულთან. მე მგონი შორს წავედი. მაგრამ აი, თუ გაიგონებთ რაღაც კითხვას „რას იწონის ეს საგანი?“ სინამდვილეში, სწორი იქნება დავსვათ [კითხვა]: „რა არის ამ საგნის მასა?“ როცა გრამებზე გვაქ საუბარი. სანამ დედამიწაზე ვიმყოფებით, დაახლოებით ზღვის დონეზე, პლუს/მინუს რაღაც მანძილი. მასის და წონის განურჩევლად გამოყენება არ არის დიდი შეცდომა. იმიტომ რომ, ისინი მეტნაკლებად ახლოს არიან ერთმანეთთან. საგნის მასის გამოცნობისთვის შეიძლება საკმარისი იყოს უბრალოდ ის ხელში დაიკავო. და დაფიქრდეთ: „რა შეიძლება იყოს ამის წონა?“ იმიტომ რომ, რაც უფრო დიდია რამის წონა, მით უფრო დიდია არის მისი მასაც. და პირიქით — რაც უფრო დიდია მასა, უფრო დიდი იქნება წონაც. მოდი ისევ გავიმეორებ მაინც, რომ იმ შემთხვევაში თუ ვართ რაღაც გარკვეულ პლანეტაზე, კერძოდ ჩვენ პლანეტაზე ამ შემთხვევაში როცა ფიზიკას გაივლით, უკეთ გაიგებთ, რომ სხვადასხვა ცნებებთან გვაქვს ეხლა საქმე. როცა პლანეტაზე ვართ, წონა და მასა საკმაოდ მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ინტუიციურად და ისე ფიზიკური შინაარსითაც. მეორე რამ, რასაც შეხვდებით მასასთან დაკავშირებით ასე ვთქვათ და წონასთან დაკავშირებით არის კილოგრამი. იმისთვის, რომ გავიგოთ, რა არის კილოგრამი უნდა დავუფიქრდეთ იმას თუ რას ნიშნავს ეს წინსართი „კილო“. რას ნიშნავს კილო, რა არის კილოს შინაარსი? შეიძლება, სხვა რაღაცეებთანაც შეხვედრილხართ კილოს და არა მხოლოდ გრამთან, ეს გულისხმობს „ათასს“. კილო გულისხმობს „ათასს“. ანუ, კილოგრამი სიტყვასიტყვით ნიშნავს 1000 ცალ გრამს. ანუ, ცალ შეიძლება ცუდად ჟღერს, ათას გრამს. აი მაგალითად, იმისთვის, რომ ვთქვა „2000 გრამი“ შემიძლია ვთქვა „ორი კილოგრამი“. აი ეხლა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია, ანუ, შეგვიძლია თუ არა გამოვიცნოთ, რას ნიშნავს მასის ერთი ან რამდენიმე გრამი. ან რა არის ვთქვათ ერთი, ან 10, ან 100 კილოგრამი მასა. ეს ყველა სურათი ზუსტად ამ მიზნით მოვამზადე. ეხლა რასაც ხედავთ. აი მაგალითად, თუ გინდათ, რომ მიხვდეთ, რას ნიშნავს „ერთი გრამი მასა“ დაახლოებით რამდენი არის ერთი გრამი, რაზე ვსაუბრობთ, როცა ერთ გრამზე ვლაპარაკობთ. აი ეს გრეხილი ნიშნავს, სხვათა შორის „მიახლოებითს“ აი ეს მრუდი ნიშანი, ზუსტი ტოლობა არ არის მაგრამ, კარგი მიახლოებაა. ეს გულისხმობს, რომ აი ამ ნივთს რასაც ხედავთ სურათზე, არის დაახლოებით ერთი გრამის ტოლი. ანუ შეიძლება, ზუსტად ერთი გრამის ტოლი არ იყოს მაგრამ, საკმაოდ ახლოსაა. თუ შეძლებთ, გაიგოთ, რამდენს იწონის ერთი გრამი, აიღეთ ხელში ვთქვათ ქაღალდის სამაგრი, აი რასაც სურათზე გიჩვენებთ და დააკვირდით, რა ძალით აწვება ის თქვენს ხელს. სხვათა შორის, თუ გინდათ ძალიან ზუსტად გაზომოთ, რაიმე მსუბუქი სხეული, ერთი და იგივე სხეული ბევრი უნდა აიღოთ ერთად, აწონოთ და მერე სხეულების რაოდენობაზე გაყოთ და მიიღებთ, ერთი სხეულის წონას. ფანქარია არის ხუთჯერ უფრო მძიმე ვიდრე სამაგრი და დაახლოებით უდრის ხუთ გრამს. და თუ მას აიღებთ ხელში, მაშინ იგრძნობთ რომ ერთი და იგივე წონის არ არის ეს და ის სამაგრი. ანუ უფრო მძიმეა. ხომ? რომ გადავიდეთ, შემდეგ, თაგვზე, რომელსაც ალბათ ხელში არ იღებთ, თაგვის წონა კიდევ უფრო მძიმე არის ფანქრის წონაზე. უკვე, დაახლოებით 20 გრამზეა საუბარი. კიდევ, უფრო მასიური, არის პატარა კნუტი. რომელიც 200-300 გრამი არის. რამდენია კვირის კნუტი და არა კატა. საკმაოდ მსუბუქია, 200-300 გრამი არ არის მძიმე. ნუ, ჩვენთვის. შემდეგ, წარმოიდგინეთ, რომ ეს არის დაახლოებით 10-15 თაგვის წონა. ანუ რამდენჯერ მძიმე არის ასე ვთქვათ კნუტი თაგვზე, მაგ ინფორმაციას გადმოგცემთ ეხლა. აი, რომ წარმოიდგინოთ თაგვი, თაგვი არის დაახლოებით აი ამ ზომის. ნუ დაახლოებით. შეიძლება, ცოტა დიდი იყოს, კნუტთან შედარებით. ნუ მე მგონი, საჭირო არ არის დეტალურად თაგვის დახატვა. ნუ მაგრამ, ვთქვათ თუ დავუშვებთ, რომ გვაქვს 1000 გრამი. მაშინ, უკვე კილოგრამებზეც შეგვიძლია ლაპარაკი. და აი, ცხადი რომ იყოს რას ნიშნავს 1000 გრამი ანუ ერთი კილოგრამი. აი აქ, ერთ გრამს როგორც უყურებთ და ხუთ გრამს და შემდეგ, 20 გრამს. ეს საკმაოდ, მცირე ზომის ნივთებთან და სხეულებთან და ცოცხალ არსებებთან არის კავშირში. მაგრამ, აი თუ გადავედით 1000 გრამზე ანუ, დაახლოებით ერთ კილოგრამზე შეგიძლიათ, იფიქროთ მაგალითად,აი ესეთ წიგნზე, ერთ-ერთ წიგნზე. რა თქმა უნდა, ზოგი წიგნი დიდა და ზოგი მცირეა. ზუსტად, ალბათ ეხლა არავინ ზომავს წიგნის მასას მგრამ, საკმაოდ ესეთი ნორმალური წიგნი ხშირად იწონის ერთ კილოგრამს, უპრობლემოდ. ანუ შეიძლება, ერთი კილოგრამი, დაახლოებით ესე გამოიყურებოდეს. ანუ, ერთი წიგნის ტოლი იყოს, უფრო სწორად ერთი წიგნი იწონიდეს ერთ კილოგრამს. შემდეგ კატას გააჩნია მაგრამ, მოზრდილი კატა სამიდან ხუთ კილოგრამამდე იწონის ხშირად. ნუ, თუ დაუკვირდებით, ნახეთ, 10-ჯერ უფრო მძიმე არის ვიდრე, კნუტი. საინტერესო დასაფიქრებელი არის. ნუ, სავსებით ლოგიკური არის მაგრამ, მაინც. ადამიანებიც, ხანდახან 10-ჯერ ან მეტჯერ უფრო მძიმეები ვართ გაზრდილები ვიდრე ბავშვობაში პრინციპში და ალბათ ყველა თუ არა ბევრი ცოცხალი არსებაც. მაგრამ, მაინც საინტერესო დასაკვირვებელია. დაახლოებით, ასეთი სხვაობა არის მოკლედ. ამიტომ, ეს სავსებით გასაგებია. კიდევ სხვა რაღაცეებზეც გადავიდეთ. თუ რამე უფრო დიდი გინდათ რომ წარმოიდგინოთ, ვთქვათ შეგვიძლია გადავიდეთ დიდ მაიმუნზე ან ადამიანზე კერძოდ აი ამაზე. რომელიც, ნუ დაახლოებით, 70 კილოგრამი არის, ეს იმიტომ, რომ სალ ხანის წონაა როგორც თვითონ ამბობს. მაგრამ, შეიძლება, სხვა ადამიანი გაცილებით, გაცილებით მეტს წონიდეს. ორჯერ და მეტჯერ მეტსაც სამწუხაროდ, რაც არ არის ჯანმრთელი. ნუ, ერთი კილო, უხეშად რომ ვთქვათ ორი მთელი ორი ფუნტია და შეგვიძლია ვთქვათ რომ 160 ფუნტსაც იწონის, ვისაც აინტერესებს ფუნტებში რამდენი არის ეს წონა. მაგრამ მთავრია, არ დაგვავიწყდეს, რომ ფუნტი არის წონის ერთეული, კილოგრამი კი არის მასის ერთეული. თუ რამე უფრო მძიმე გინდათ, რომ წარმოიდგინოთ, მაშინ, შეიძლება, ვთქვათ დაახლოებით 10-ჯერ უფრო მძიმე რამ მაგალითად, ძროხა. წარმოიდგინეთ, რომელიც 700-750 კილოგრამს იწონის. კარგი ჯანმრთელი ძროხა თუა. რამდენი ქაღალდის სამაგრი დაგჭირდებათ, რომ აი ეს ძროხის წონა მიიღოთ. ეს საკმაოდ, საინტერესო გამოსათვლელი იქნება და იმაზე დიდ რიცხვს მიიღებთ, ვიდრე ელით. ერთი გრამი არის ის ქაღალდი, ეს კი 750 კილოგრამი. ამ ძროხის წონა არის 750 კილოგრამი, ანუ 750 000 გრამი. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ თუ გინდათ, რომ მიიღოთ ეს წონა სამაგრებით, დაგჭირდებათ 750 000 ესეთი სამაგრი. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ აბაშიძის დახმარებით)