ძირითადი მასალა
მესამე კლასი
კურსი: მესამე კლასი > თემა 4
გაკვეთილი 4: სვეტოვანი დიაგრამები- სურათიანი და სვეტოვანი დიაგრამების შედგენა 1
- სვეტოვანი დიაგრამის აგება
- სვეტოვანი დიაგრამების შედგენა
- სვეტოვანი დიაგრამების წაკითხვა: წიგნები
- სვეტოვანი დიაგრამების წაკითხვა: კინოები
- სვეტოვანი დიაგრამის წაკითხვა
- გააანალიზეთ სვეტოვანი დიაგრამები და ამოხსენით ამოცანები ერთ მოქმედებად
- სვეტოვანი დიაგრამის ინტერპრეტაცია: ფერები
- სვეტოვანი დიაგრამების წაკითხვა: მრავალნაბიჯიანი
- გააანალიზეთ სვეტოვანი დიაგრამები (ორსაფეხურიანი ამოცანები)
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
სვეტოვანი დიაგრამის ინტერპრეტაცია: ფერები
ლინდსი ხსნის მრავალნაბიჯიან ამოცანებს სვეტოვანი დიაგრამის დახმარებით. შემქმნელია ლინდსი სპირსი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ჩელსიმ თავის სკოლაში 600-ს მოსწავლეს
ჰკითხა, თუ რა იყო მათი საყვარელი ფერი. ცოტა ჩამოვწევ ამას. და მიღებული შედეგების
მიხედვით გრაფიკი ააგო. ზოგიერთი ფერი
ჩელსის გრაფიკზე არ არის დატანილი. მაგალითად, ვიღაცას შეიძლება
სტაფილოსფერი უყვარს, ხო? აი აქ არის ლურჯი, მწვანე,
წითელი, ყვითელი და ვარდისფერი. სხვა ფერებიც არის
და ზოგს სხვა ფერი უყვარს. ასე რომ ყველა ადამიანი
ამ 600-დან არ არის ამ გრაფიკზე. და გვაინტერესებს, რამდენმა აირჩია ისეთი ფერი,
რომელიც ჩელსის გრაფიკზე არ დაუტანია? იმისთვის რომ გავიგოთ რამდენმა ადამიანმა
აირჩია ისეთი ფერი რომელიც აქ არ არის, მოდი ჯერ გავიგოთ
აქ რამდენი ადამიანი გვყავს საერთოდ და მერე ამის მიხედვით ვიპოვით რამდენი
არ არის, იმიტომ რომ ვიცით სულ რამდენია. ამიტომ მოდი ვნახოთ. ახლა, რას მეუბნება მე აი ეს პირველი სვეტი? პირველი სვეტი მეუბნება, რომ ლურჯი ფერი... (მოდი ავწევ ზემოთ ამას) ლურჯი ფერი მოსწონს 90 ადამიანს,
იმიტომ რომ 90-თან არის ეს სვეტი. ესე იგი, ეს არის 90. ამიტომ 90-ს უნდა დავუმატო... შემდეგ არის მწვანე. მწვანე ფერი მოსწონს 135-ს,
იმიტომ რომ ეს სვეტი ადის 135-მდე. ესე იგი, ეს ამბობს, რომ
135-ს მოსწონს მწვანე. შემდეგ მოდის წითელი და წითელზე გვეუბნებიან,
რომ 75 ადამიანს მოსწონს წითელი. აი, აქ არის 75, ამიტომ პლუს ამას 75. შემდეგ მოდის ყვითელიც და ვარდისფერიც. რომლებიც თანაბარ დონეზე
არიან და ორივე არის 120. ანუ 120-120 ადამიანს მოსწონს
ყვითელი და ვარდისფერი, ამიტომ პლუს ამას 120
და პლუს ამას კიდევ ერთი 120. ესე იგი, შევკრიბეთ ის რაოდენობები,
რომლებიც მოცემული არის აი ამ გრაფიკზე. სადაც ვიცით,
რომ აი ეს ფერები უყვარს ხალხს. ახლა მოდი, ჯერ ეს სრული
რაოდენობა რა არის ვნახოთ. თუ ჯერ შევკრებთ ერთეულებს... აქ მაქვს ნული ერთეული,
პლუს ხუთი ერთეული რაც არის ხუთი. ცოტა უკეთ გავუსვამ, აი აქეთ. ხუთი ერთეული, კიდევ პლუს ხუთი ერთეული
არის 10 ერთეული და პლუს ნული და ნული. ესე იგი, სულ გვაქვს 10 ერთეული. ანუ 10 ერთეულს უნდა დავუმატო... ახლა ვნახოთ შემდეგი. ცხრა ათეული მაქვს,
პლუს სამი ათეული ეს არის 12 ათეული. პლუს შვიდი ათეული, ეს არის 19 ათეული. პლუს კიდევ ორი ათეული ეს არის 21 ათეული და პლუს კიდევ ორი ათეული
ეს არის 23 ათეული. ესე იგი, 23 ათეული, ამიტომ 230. და ბოლოს, მრჩება ასეულები. აქ მაქვს ერთი ასეული, აქ მაქვს ერთი
ასეული და აქ მაქვს ერთი ასეული. ანუ სულ სამი ასეული მაქვს. პლუს ამას, ესე იგი, სამი ასეული, ანუ 300. ახლა მოდი ეს შევკრიბოთ. ეს რა იქნება? ეს იქნება ათს დამატებული 230 არის 240
და 240-ს დამატებული 300 არის 540. ანუ გამოდის, რომ სულ
540 ადამიანი არის ამ გრაფიკზე... ვუი, სხვათა შორის,
ესენი არ გამიხაზავს თურმე. აი, აქაც გავხაზავ. აი, აქ არის მოცემული ეს ინფორმაცია. ესე იგი, სულ არის 540 ადამიანი გრაფიკზე. და მე თუ მაინტერესებს
რამდენი ადამიანი არ არის მოცემული, უნდა ავდგე და, აი, ამ 600-ს, რომელიც ვიცი
მთლიანი რაოდენობაა გამოკითხული ხალხის, ამ 600-ს უნდა გამოვაკლო 540. ანუ გრაფიკზე არსებული ხალხის რაოდენობა. ახლა ეს რა იქნება? ნუ, 600-ს რომ გამოვაკლო 500 იქნება 100. ანუ გამოდის, რომ კიდევ მრჩება
100-ს გამოკლებული 40, რაც უდრის 60-ს. ესე იგი გამოდის,
რომ 60 ადამიანი არის თურმე ისეთი, რომელიც ჩელსიმ გამოჰკითხა,
მაგრამ გრაფიკზე არ დაუტანია. (სუბტიტრები შექმნილია
ნიკოლოზ სიხარულიძის დახმარებით)