ძირითადი მასალა
მესამე კლასი
კურსი: მესამე კლასი > თემა 4
გაკვეთილი 4: სვეტოვანი დიაგრამები- სურათიანი და სვეტოვანი დიაგრამების შედგენა 1
- სვეტოვანი დიაგრამის აგება
- სვეტოვანი დიაგრამების შედგენა
- სვეტოვანი დიაგრამების წაკითხვა: წიგნები
- სვეტოვანი დიაგრამების წაკითხვა: კინოები
- სვეტოვანი დიაგრამის წაკითხვა
- გააანალიზეთ სვეტოვანი დიაგრამები და ამოხსენით ამოცანები ერთ მოქმედებად
- სვეტოვანი დიაგრამის ინტერპრეტაცია: ფერები
- სვეტოვანი დიაგრამების წაკითხვა: მრავალნაბიჯიანი
- გააანალიზეთ სვეტოვანი დიაგრამები (ორსაფეხურიანი ამოცანები)
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
სვეტოვანი დიაგრამის აგება
ივარჯიშეთ მონაცემების წარმოსადგენად სვეტოვანი დიაგრამების აგებაში.
რა არის სვეტოვანი დიაგრამა?
სვეტოვანი დიაგრამები გადმოგვცემენ ინფორმაციას სხვადასხვა კატეგორიებზე. ასეთ დიაგრამაში თითოეული სვეტის სიგრძე წარმოადგენს რიცხვს.
სარამ თავის სკოლაში მესამეკლასელებს ჰკითხა, რა არის მათი საყვარელი შინაური ცხოველი. შემდეგ შედეგების საჩვენებლად, მან შეადგინა სვეტოვანი დიაგრამა. იმის საჩვენებლად, რომ 30-მა ადამიანმა აირჩია კატა, მან კატის სვეტი გაუთანაბრა 30-ს.
მოდით, სარას სვეტოვანი დიაგრამის გამოყენებით, რამდენიმე კითხვას გავცეთ პასუხი.
სვეტოვანი დიაგრამის აგება მონაცემების გამოყენებით
ლარსონების ოჯახს თაგვი ყავს, რომელიც ვაშლებს, სტაფილოებსა და ყველს ჭამს.
ამ ფოტოზე ნაჩვენებია ლარსონების ოჯახის თაგვის ერთი კვირის საკვები.
რადგან უკვე ვიცით, რომ ვაშლის სვეტი გაუსწორდება 9-ს, შეგვიძლია, დიაგრამაზე სვეტი ავწიოთ 9-მდე. შემდეგ კი შეგვიძლია, იგივე მოქმედებები გავიმეოროთ სტაფილოებისა და ყველის სვეტებზეც.
სვეტოვანი დიაგრამის აგება ცხრილების გამოყენებით
ელენე ფიქრობს, რა დაარქვას თავის კნუტს. გადაწყვეტილების მისაღებად მან თავის მეგობრებსა და ნათესავებს სთხოვა, რომ მათი აზრით საუკეთესო სახელისათვის მიეცათ ხმა.
სახელი | ხმების რაოდენობა |
---|---|
სკუტერი | 4 |
ფუმფულა | 8 |
ულვაშა | 11 |
ჯეიდი | 10 |
სვეტების სახელების დარქმევა
ძაღლების გამსეირნებელმა წინა კვირას ოთხი ძაღლი გაასეირნა და ჩაიწერა, რამდენი დრო დაუთმო თითოეული ძაღლის გასეირნებას.
ძაღლი | სეირნობის წუთების რაოდენობა |
---|---|
ბასთერი | 45 |
ჩარლი | 70 |
ფლაფი | 80 |
ჯინჯერი | 20 |
რიცხვების მონიშვნა
არი თავის თევზს ტრიუკების გაკეთებას ასწავლის. მან ჩაინიშნა თუ რამდენჯერ გააკეთა თითოეული ტრიუკი მისმა თევზმა.
ბრძანება | ტრიუკების რაოდენობა |
---|---|
იცურე წრეზე | 12 |
გაბერე ბუშტები | 6 |
იცურე უკან-უკან | 15 |
ინფორმაციის გადმოსაცემად არიმ სვეტოვანი დიაგრამა ააგო, თუმცა ხაზებისათვის სახელების დარქმევა დაავიწყდა.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.