If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ორ ნაბიჯში ამოხსნადი ამოცანა: თეატრი

ამოხსენით ორსაფეხურიანი ამოცანა დახატვითა და განტოლების დაწერით. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

თეატრის მართკუთხა ოთახში არის 63 ადგილი, 63 სკამი. აი ამ ოთახში, რომელსაც ახლა უყურებთ. ოთახში არის ადგილების ცხრა რიგი და თითოეულ რიგში არის ადგილების ტოლი რაოდენობა. და როგორც ხედავთ, თუ გადავთვლით, მართლაც უნდა იყოს ცხრა რიგი. და თითოეულ რიგში არის ტოლი რაოდენობა. გვეკითხებიან ჯამში რამდენი ადგილი იქნება თეატრში თუ, თითო რიგს ორ-ორ ადგილს დავუმატებთ? მოდი, გავიმეორებ. ესე იგი, რამდენი ადგილი იქნება თეატრში თუ ორ-ორ ადგილს დავუმატებთ თითო რიგს? მინდა გავიგო თეატრში სულ რამდენი ადგილი იქნება. მთლიანი რაოდენობა ტოლი იქნება იმ ადგილების რაოდენობის, რომელიც უკვე გვაქვს. ანუ, ესე იგი, რაღაც რაოდენობა უკვე გვაქვს ადგილების. ამას დამატებული სკამების ახალი რაოდენობა. რამდენიც არ უნდა უყოს. მოდი, ამასაც ჩავწერ. ესე იგი, პლუს ამას ახალი რაოდენობა სკამების. გვახსოვს, რომ გვაქვს ცხრა რიგი და თითო რიგს ვუმატებთ ორ-ორ ადგილს. გვაქვს ცხრა რიგი სკამების და ვუმატებთ ორ-ორ ადგილს. გამოდის, ახალი ადგილების რაოდენობა იქნება ცხრა რიგისა და ორი ადგილის ნამრავლი. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილების ჯამი, ანუ სრული რაოდენობა, ტოლი უნდა იყოს 63-ს დამატებული აი ეს რიცხვი. ანუ, ცხრა რიგისა და ორი ადგილის ნამრავლი. ჯერ გამრავლება სრულდება თუ მიმატება, ამას ცოტახანში ვიტყვი. ამჯერად მინდა ვიცოდე თუ რას უდრის ცხრისა და ორის ნამრავლი. რომ გავარკვიოთ ახალი ადგილების რაოდენობის ჯამში, ანუ, რამდენი არის ახალი ადგილების რაოდენობა. და დავუმატოთ 63-ს. ამისთვის ჯერ საჭირო არის, რომ რა? გავიგოთ თვითონ ეს რაოდენობა, ანუ ცხრაჯერ ორი რისი ტოლია. ნუ, აუცილებლად ჯერ უნდა შევასრულოთ გამრავლება. ანუ, ჯერ ვამრავლებთ და მერე ვკრებთ. ესე იგი, ეს განტოლება გვეუბნება, რომ ჯერ ცხრისა და ორის ნამრავლი უნდა ვიპოვოთ და შემდეგ ამას დავუმატოთ 63. ან ეს დავუმატოთ 63-ს. და მივიღებთ იმას რასაც ვეძებთ. რისი ტოლია ცხრისა და ორის ნამრავლი? მოდი, ახლა დავუმატოთ რიგებს ორ-ორი ახალი ადგილი. ეს იქნება 2, ესეც 4, 6, 8, 10, 12, 14, ცოტაც დარჩა, 16 და ბოლოს 18. გამოდის, რომ ცხრის და ორის ნამრავლი ყოფილა: 2, 4, 6, 8, 10, 12, 14, 16 და 18. ესე იგი, ნამდვილად 18-ის ტოლი ყოფილა. გამოდის, რომ თეატრს ემატება 18 ახალი ადგილი. ახლა, მოდი, კიდევ ერთხელ დავწეროთ ეს განტოლება. სრული რაოდენობა ტოლი არის 63-ს დამატებული 18. 63-ს პლუს 18. თეატრს ჰქონდა 63 ადგილი და დაემატა 18 ადგილი. ამიტომ, ადგილების მთელი რაოდენობა, სრული რაოდენობა იქნება 63-ს პლუს 18. მოდი, დავიანგარიშოთ. რვისა და სამის ჯამი არის 11. 60 პლუს 10 არის 70. 70 და 11 რომ შევკრებთ მივიღებთ 81-ს. გამოდის, რომ თეატრში გვაქვს ახლა 81 ადგილი. თეატრს აქვს ახლა ცხრა რიგი, ხოლო თითო რიგში შედის უკვე ცხრა ადგილი. (სუბტიტრები შექმნილია ანა ბოსტოღანაშვილის დახმარებით)