თუ თქვენ ხედავთ ამ შეტყობინებას, ესე იგი საიტზე გარე რესურსების ჩატვირთვისას მოხდა შეფერხება.

If you're behind a web filter, please make sure that the domains *.kastatic.org and *.kasandbox.org are unblocked.

ძირითადი მასალა

ორ ნაბიჯში ამოხსნადი ამოცანა: სირბილი

ამოხსენით ორ ნაბიჯში ამოხსნადი ამოცენა ნახატის შექმნითა და განტოლების აგებით. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ებიმ გასულ კვირაში ირბინა ოთხი დღე. დღეში დარბოდა ცხრა კილომეტრს. იმავე კვირას ბეტმა ირბინა 15 კილომეტრით ნაკლები, ვიდრე — ებიმ. რამდენი კილომეტრი გაირბინა ბეტმა გასულ კვირას? მოდი, გააჩერეთ ვიდეო და ეცადეთ დამოუკიდებლად ამოხსნათ. ეცადეთ, გაიგოთ, რამდენი კილომეტრი გაირბინა ბეტმა გასულ კვირას. ამის ამოხსნისა და ვიზუალიზაციის რამდენიმე გზა არსებობს. პირველ რიგში, უნდა გავიგოთ რა მანძილი გაირბინა გასულ კვირას ებიმ. ესე იგი, ვიცით, რომ მან ირბინა ოთხი დღე. და თითოეულ დღეს გარბოდა ცხრა კილომეტრს. ესე იგი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ირბინა ოთხჯერ ცხრა კილომეტრი. იმიტომ, რომ ირბინა ოთხი და თითო დღეს ცხრა კილომეტრს დარბოდა. მოდი, გამოვსახოთ ეს ვიზუალურადაც. ეს არის, ესე იგი, პირველ დღეს გარბენილი რაოდენობა. ეს არის მეორე დღეს გარბენილი რაოდენობა. ეს სამ დღეში გარბენილი და ესეც მეოთხე, ანუ ოთხ დღეში გარბენილი. ეს ნახაზი არის ოთხჯერ ცხრა კილომეტრის გამომსახველი. რა მივიღეთ? ესე იგი, რისი ტოლია ოთხჯერ ცხრა? რეალურად, ეს არის ცხრიანების ჯამი. ოთხი ცალი ცხრიანის ჯამი. ცხრას პლიუს ცხრას პლიუს ცხრას პლიუს ცხრა. მოკლედ, ცხრას პლიუს ცხრა — 18, პლიუს ცხრა არის 27 და პლიუს ცხრა არის 36. ესე იგი, ჯამში გაირბინა 36 კილომეტრი. კარგი, ეს ნაწილი გავიგეთ. ახლა, ვნახოთ, რას გვეკითხებიან. გვეკითხებიან, ბეტმა რამდენი კილომეტრი გაირბინა გასულ კვირას. ვიცით, რომ მან გაირბინა 15 კილომეტრით ნაკლები ვიდრე — ებიმ. ეს არის ების გარბენილი მთლიანი მანძილი, ხო? დავიწყეთ იქიდან, რომ კვირის განმავლობაში მოვედით, აი, აქამდე. ეს არის ების გარბენილი მანძილი; ჯამში 36 კილომეტრი. დავწერ — 36 კილომეტრი არის ეს. ახლა, უნდა ვნახოთ, ამაზე 15-ით ნაკლები რამდენია, რომ გავიგოთ, ბეტმა რამდენი გაირბინა. ამიტომ, მოდი, დავიხიოთ 15 კილომეტრით უკან. ესე იგი, ბეტმა 15 კილომეტრით ნაკლები გაირბინა ვიდრე — ებიმ. ამიტომ მოვდივართ 15 კილომეტრით უკან. და რეალურად ამის შინაარსი რა არის? ესე იგი, ეს არის 15-ით ნაკლები კილომეტრი. ბეტის განარბენი იქნება 15 კილომეტრით ნაკლები, აი, ეს დისტანცია. და, ეს, შინაარსი რა არის თვითონ აი ამ... გამოსახულების კი არა და, აი, ამ ნახაზის. მოდი, ამასაც დავხაზავ. ეს არის ბეტის გარბენი კვირაში. ზუსტად, აი, ეს მონაკვეთი. ეს მწვანე ახალი მონაკვეთი. მისი გავლილი მანძილი არის ეს. მოდი, დავწერ — ბეტის გავლილი მანძილი. კარგი, როგორ გავზომოთ ახლა ეს? როგორ შეიძლება ეს გავზომოთ? ავღნიშნოთ ბეტის გარბენილი მანძილი B-თ. ესე იგი B-ს პლიუს 15 ტოლი უნდა იყოს ების გარბენილი მანძილის. ანუ, 36 კილომეტრის ტოლი. ლოგიკურია, თან ჩანს კიდეც კარგად. მეორე მხრივ, ბეტის დისტანცია ტოლი არის რის? 36-ს უნდა გამოვაკლოთ 15 კილომეტრი. ნახეთ, ნახაზზეც ჩანს. თუ გამოვაკლეთ 36-ს ამ 15 კილომეტრს მივიღებთ იმდენ მანძილის რამდენიც გაირბინა ბეტმა. ესე იგი, გვაინტერესებს 36-ს მინუს 15 რისი ტოლია. ექვსს მინუს ხუთი არის ერთი. 30 მინუს 10 არის 20. პასუხი არის 21. ესე იგი, ბეტს გაურბენია 21 კილომეტრი. (სუბტიტრები შექმნილია თამარ ნაზარაშვილის დახმარებით)