If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

გამრავლება, როგორც ტოლი ჯგუფები

სალი იყენებს რიგებს და განმეორებით შეკრებას, რომ გამოსახოს გამრავლება ვიზუალურად.  შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

როგორც ხედავთ, ამ ნახატზე არის სამი ვარსკვლავი დახატული. აი, ეს არის 1, 2 და 3. და მოდი, ასეთი კითხვა დავსვათ: ვთქვათ მაქვს ერთი სამვარსკვლავიანი ჯგუფი. რამდენი ვარსკვლავი მაქვს ამ შემთხვევაში? მაშინ, თუ ერთი სამვარსკვლავიანი ჯგუფი მაქვს, მექნება ერთჯერ სამი ვარსკვლავი. ანუ, ერთჯერ სამი ცალი ვარსკვლავი. ესე იგი, ეს ერთი ჯგუფი შეიცავს სამ ვარსკვლავს. ახლა გავართულოთ. ვთქვათ, ორი ჯგუფი გვაქვს. თუ ორი სამვარსკვლავიანი ჯგუფი გვაქვს, მაშინ რამდენი ვარსკვლავი გვქონია? როგორც ხედავთ, გავაკეთე ორი სამწევრიანი ჯგუფი. მაშინ სულ რამდენი ვარსკვლავი გვაქვს? გვაქვს ორი სამვარსკვლავიანი ჯგუფი, ანუ ორჯერ სამი. ორჯერ სამი ვარსკვლავი გვაქვს. ამის გამოსახვა შეიძლება ასეც: სამს დამატებული სამი. ორჯერ სამი იგივეა, რაც სამს დამატებული სამი. რაც უდრის ექვსს. ეს უკვე ვიცით, სამს პლუს სამი არის ექვსი. ესე იგი, როგორც ხედავთ, აქ არის ერთჯერ სამი, ანუ ერთი ცალი სამწევრიანი ჯგუფი. აქ არის ორჯერ სამი, ანუ ორი ცალი სამწევრიანი ჯგუფი, რაც ექვსს უდრის. მოდი, კიდევ უფრო გავართულოთ. ვთქვათ, ამ ჯერად გვაქვს სამი ცალი სამვარსკვლავიანი ჯგუფი. მაშინ, რამდენი ცალი ვარსკვლავი გვექნება სულ? ეს არის სამი სამვარსკვლავიანი ჯგუფი, რაც ნიშნავს სამჯერ სამს. გვაქვს სამჯერ სამი ვარსკვლავი. სამჯერ სამი მეორე ნაირად არის იგივე, რაც სამს დამატებული სამი და დამატებული სამი. სამს პლუს სამი, პლუს სამი. ახლა შევხედოთ, აქ გვაქვს სამი სამიანი, აქ ორი სამიანი, აქ კი გვაქვს ერთი სამიანი. ეს უდრის სამს პლუს სამს პლუს სამი, რაც არის ცხრის ტოლი. შემდეგ, მოდი გადავთვალოთ, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 და 9. ეს არის ნამდვილად ცხრა. ესე იგი, სწორად დავთვალეთ. სამი, ექვსი და ცხრა. შემდეგ, გავაგრძელოთ და მგონი, მიხვდებით, რაც მოხდება. ცოტა კიდევ ვცადოთ ამ გართულება ამოცანის. ვთქვათ, გვაქვს ოთხი ჯგუფი სამი ვარსკვლავისა. ეს მესამე და ერთიც, მეოთხე ჯგუფი. ეს არის, ოთხი ცალი სამვარსკვლავიანი ჯგუფი. ჩავწეროთ ეს, როგორც ოთხჯერ სამი. ეს იგივეა რაც, ოთხჯერ სამი ცალი ვარსკვლავი. ოთხჯერ სამი არის სამს დავუმატოთ სამი, დავუმატოთ სამი და პლუს კიდევ სამი. ოთხი ცალი სამიანი. როგორც დააკვირდებით, ოთხი ცალი სამიანი გვაქვს. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე. ერთი სამეული, ორი სამეული, სამი სამეული და ოთხი სამეული. ჯამში გვაქვს რამდენი? 3, 6, 9 და ბოლოს 12. ესე იგი, სულ გვქონია 12 ვარსკვლავი ასეთ შემთხვევაში. ამ ვიდეოს დასრულების შემდეგ, მოდი, გააგრძელეთ თქვენ თვითონ და გამოთვალეთ რამდენია ხუთჯერ სამი. რას უდრის ხუთჯერ სამი. რამდენი არის ექვსჯერ სამი. შემდეგ, შვიდჯერ სამი, რვაჯერ სამი და ბოლოს, ცხრაჯერ სამი. ან კიდევ ერთი, ათჯერ სამიც გავაკეთოთ. ათჯერ სამი რამდენია? მინიშნებას მოგცემთ: შეგიძლიათ, ვარსკვლავები დახატოთ, მაგრამ ეს აუცილებელი არ არის. უბრალოდ, ეს დაგეხმარებათ, ნათლად დაინახოთ. ხომ დაინახეთ, რომ ოთხჯერ სამი არის ოთხი ცალი სამიანის შეკრება? ხუთჯერ სამი იქნება ხუთი ცალი სამიანის შეკრება. ეს მეოთხე სამიანი, ესეც მეხუთე სამიანი. ხუთი სამიანის შეკრება. რაც იგივეა, რაც 3, 8, 9, 12 და ბოლოს 15. ესე იგი, რა გამოდის? მოდი, თქვენ თვითონ მოიფიქრეთ, სჯობს. გამოთვალეთ თითოეულის მნიშვნელობა ამ ვიდეოს დასრულების შემდეგ. (სუბტიტრები შექმნილია ნათია მჭედლიძის დახმარებით)