If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კანონზომიერებები გამრავლების ტაბულაში

სალი კითხულობს გამრავლების ტაბულას და ავსებს გამოტოვებულ ადგილებს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

რა რიცხვებმა უნდა ჩაანაცვლოს A და B გამრავლების ტაბულაში. როგორც ხედავთ, A და B გვაქვს მოცემული აქ და პასუხები უნდა ჩავწეროთ აი ამ გრაფებში. და შემდეგ კიდევ სხვა დავალება მოდის, მოდი ჯერ, განვსაზღვროთ A და B. ვნახოთ, ახლა, გამრავლების ტაბულა, როგორც მე მახსოვს, ისე მუშაობს, რომ აი, ამ რიცხვის და, აი, ამ რიცხვის გადაკვეთაზე უნდა ეწეროს მაგ რიცხვების ნამრავლი. მაგალითად, ორის და ხუთის გადაკვეთაზე წერია ათი, იმიტომ რომ ორჯერ ხუთი არის ათი. ხუთის და სამის გადაკვეთაზე წერია 15, იმიტომ რომ სამჯერ ხუთია 15 და ა. შ. მაშინ, ვნახოთ ახლა A რის გადაკვეთაზე წერია? A წერია ორის და ოთხის გადაკვეთაზე. ესე იგი, A უნდა იყოს ორჯერ ოთხი, ანუ A უნდა იყოს რვა. ახლა B. როგორც ხედავთ, B-ც რვა არის, იმიტომ რომ ოთხის და ორის გადაკვეთაზე წერია. ამიტომ B არის ოთხჯერ ორი იგივე რვა, და ახლა მოდი, დანარჩენი გავაკეთოთ. შეავსეთ უტოლობები შემდეგი ნიშნებით: მეტობა, ნაკლებობა ან ტოლობა. ახლა მოდი ვნახოთ. A, მერე რაღაც, B, რადგან ორჯერ ოთხი რაღაცა, ოთხჯერ ორი. ეს ძალიან მარტივია. A და B, რადგან ორივე არის ორჯერ ოთხი და ოთხჯერ ორი არის ერთმანეთის ტოლი. ზედმეტად მარტივი სავარჯიშო გამოვიდა. ამიტომ კიდევ ერთი ვცადოთ, გაგვიმართლა, რომ ერთმანეთის ტოლია. რა რიცხვებით უნდა ჩავანაცვლოთ ისევ A და B იგივე ამოცანაა, მოდი ვნახოთ. B გადაკვეთაზე არის ოთხისა და ექვსის, ესე იგი, ოთხჯერ ექვსი არის B, ანუ 24. ხოლო A არის ხუთის და ექვსის გადაკვეთაზე, ანუ 30, ხუთჯერ ექვსი არის 30. ახლა ვნახოთ, შეავსეთ უტოლობები შემდეგი ნიშნებით ისევ მეტობა, ნაკლებობა და ტოლობა. A არის 30, B არის 24, რადგან ხუთჯერ ექვსი მეტია ოთხჯერ ექვსზე, A მეტია B-ზე. (სუბტიტრები შექმნილია ელენე ლაგვილავას დახმარებით)