If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:05

ვიდეოს აღწერა

ვნახოთ თუ შეგვიძლია გამოვთვალოთ რას უდრის სამჯერ 60. შეგვიძლია ვიფიქროთ ამისი გამრავლების ორ გზაზე; შეგვიძლია ეს პირდაპირ სამჯერ 60-ათ. ანუ, 60-ს პლუს 60-ს, პლუს 60-ათ გამოვთვალოთ. 60-ს დამატებული 60 და დამატებული 60. მარტივად. და ზეპირად გამოვთვალოთ ასე; 60-ს პლუს 60 არის 120, ამას პლუს 60 არის 180. და მორჩა, ესეც ასე. მეორე მხრივ, ეს შეგვიძლია წარმოვადგინოთ როგორც სამჯერ 60, ოღონდ 60 წარმოვადგინოთ როგორც არა უბრალოდ 60, არამედ ექვსჯერ 10. 60 წარმოვადგინოთ როგორც ექვსჯერ 10. სამჯერ ექვსჯერ 10. იგივეა რაც სამჯერ 60. სამი რიცხვის გამრავლებისას თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა. ვიცით ეს. შეგვიძლია ჯერ სამი გავამრავლოთ ექვსზე, მივიღოთ 18 და შემდეგ გავამრავლოთ უკვე ეს რიცხვი 10-ზე. და 18-ჯერ 10 ვიცით, რომ იქნება 180-ის ტოლი, უბრალოდ რიცხვს მივუწერთ ნულს 10-ზე გამრავლებისას. ეს იქნება 180. და თუ დაუკვირდით, ეს უფრო მარტივი ხერხი არის. და მეტი პრაქტიკა რომ გექნებათ მიხვდებით, რომ როგორც მე ვიფიქრე, სამჯერ ექვსი რომ არის 18 და შემდეგ რომ ნული გვაქვს და უბრალოდ მივუწერთ, ეს უფრო მარტივი გზა არის და ბევრ მაგალითში შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაინც, ცხადია, იგივე პასუხს მიიღებთ. რა თქმა უნდა, მიიღებთ იგივე პასუხს. მოდი სხვა მაგალითიც გავაკეთოთ და გამოჩნდება უფრო. ვთქვათ, 50-ის შვიდზე გამრავლება გვინდა. ვთქვათ, გვინდა რომ 50 გავამრავლოთ შვიდზე. გირჩევთ დააპაუზოთ და თქვენ თვითონ მოიფიქროთ როგორ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, აი, უკვე ნახსენები მეთოდით. რამდენიმე განსხვავებული გზა არის ამის ამოსახსნელად; პირველი, 50 შევკრიბოთ შვიდჯერ. შვიდჯერ 50-ის შეკრება წაიღებს საკმაოდ ბევრ დროს, ხომ? 50-ს დამატებული 50, დამატებული 50, კიდევ დამატებული 50, კიდევ 50, კიდევ 50 და კიდევ დამატებული, ეს ექვსია ხომ, კიდევ ერთი 50. საკმაოდ ბევრ დროს წაიღებს, ბევრ სივრცეს წაიღებს, შეიძლება შეცდომა დაუშვათ. ორი 50 არის 100, შემდეგ 150, 200, 250, 300 და 350. ასე ამოხსნა შეგვიძლია, ცხადია, მაგრამ უფრო მარტივი გზებიც არსებობს. უბრალოთ დავფიქრდეთ და დავუკვირდეთ, რომ 50 იგივეა რაც ხუთჯერ 10. 50 იგივეა რაც ხუთჯერ 10. დავწეროთ 10 გამრავლებული ხუთზე. თანმიმდევრობას ხომ არ აქვს მნიშვნელობა. 10 გამრავლებული ხუთზე და გამრავლებული შვიდზე. თანმიმდევრობას რადგან არ აქვს მნიშვნელობა, მოდი, ჯერ გავამრავლოთ ხუთი შვიდზე მივიღებთ 35-ს. თუ გახსოვთ გამრავლების ტაბულა. 35-ს, რომელიც გამრავლდება შემდეგ 10-ზე. მივიღებთ 35-ს, რომელიც გამრავლდება 10-ზე. 10-ჯერ 35 იქნება 350. უბრალოდ ბოლოში უნდა მივუწეროთ ნული. და როგორც ხედავთ ყველაფერი მარტივდება უფრო ასე, არა? ბევრი წერა არ გვიწევს და მარტივი გამოთვლის ჩატარება უკვე საკმარისი ხდება. მოდი, იგივე ფერით დავწეროთ 350. ანუ, მივუწერეთ უბრალოდ ნული. შეიძლება მიხვდით, რომ შეგვეძლო ეს ხუთი გაგვემრავლებინა შვიდზე, მივიღებდით 35-ს და შემდეგ გაგვხსენებოდა, რომ ხუთი კი არა 50 გვქონდა და უბრალოდ გაგვემრავლებინა კიდევ 10-ზე. ანუ, ნული მიმეწერა ბოლოში. ამით გაცილებით ვიმარტივებთ საქმეს. ასეთი ხრიკივით არის. და მოკლედ, 50-ჯერ შვიდი არის 350. (სუბტიტრები შექმნილია ანა ბოსტოღანაშვილის დახმარებით)