ძირითადი მასალა
მესამე კლასი
კურსი: მესამე კლასი > თემა 3
გაკვეთილი 8: წილადების და მთელი რიცხვების შედარებაგანსხვავებული მთელი რიცხვების მქონე წილადების შედარება 2
სალი ერთმანეთს შეადარებს განსხვავებული მთელი რიცხვების მქონე წილადებს.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ამირმა წითელი კანფეტის
ორი მესამედი შეჭამა. ნიკომ უფრო გრძელი, მაგრამ იმავე
სისქის კანფეტის ორი მესამედი. ესე იგი, წითელი კანფეტის ორი მესამედი. ვინ შეჭამა უფრო მეტი
წითელი კანფეტი? ვნახოთ, ეს არის წითელი კანფეტი, დაყოფილი
არის სამ ნაწილად, თანაბარ ნაწილებად. და ამირმა შეჭამა ორი მესამედი
ამ წითელი კანფეტის, ერთი და ორი. ნიკომ შეჭამა უფრო გრძელი, მაგრამ
იგივე სისქის კანფეტის ორი მესამედი, ანუ ნიკომ შეჭამა აი ეს,
ერთი და ორი. ესე იგი, ეს შეჭამა ნიკომ
და ეს შეჭამა ამირმა. ვინ შეჭამა უფრო მეტი კანფეტი? ცხადია, ნიკომ. იმიტომ რომ უფრო გრძელი,
უფრო დიდი რიცხვის, ორი მესამედი არის ეს, უფრო
პატარას ორი მესამედი არის ეს, და ცხადია, ქვედა მეტია ზედაზე. ეს უფრო დიდი არის ამაზე,
ამიტომ ამის ორი მესამედი მეტია ამისაზე. შემდეგი, ჩემმა ნიანგმა A მაღაზიაში
ნაყიდი პიცის ორი მეექვსედი შეჭამა. ვთქვათ. ეს არის პიცა, რომელიც
ვიყიდეთ A მაღაზიაში. გაყოფილია ექვს ნაწილად და ორი
მეექვსედი შეჭამა ჩემმა ნიანგმა. და მე B მაღაზიაში ნაყიდი
განსხვავებული პიცის ორი მეექვსედი შევჭამე. ვიცით, რომ განსხვავებულია ეს პიცა,
ამიტომ შეიძლება იყოს უფრო დიდი პიცა, და მაშინ ამის ორი მეექვსედი შევჭამე,
ერთი ვარიანტი ეს არის. შეიძლება, იყოს უფრო პატარა და შეიძლება,
შევჭამე უფრო პატარა პიცის ორი მეექვსედი. ამიტომ ზუსტად არ ვიცით,
მოცემული არ მაქვს ინფორმაცია იმაზე, მეორე პიცა როგორ
შეედრება პირველს. ამიტომ ვინ ჭამა მეტი პიცა,
არ ვიცი. იმიტომ, რომ არ ვიცით, როგორი არის
ეს პიცები ერთმანეთთან მიმართებაში. ერთმანეთს როგორ
შეიძლება შევადაროთ. და მესამე მაგალითი. ჰიროს საათის ერთი მესამედი დასჭირდა
საკუთარი სახლიდან სკოლამდე მისასვლელად. ვთქვათ, ეს არის ჰიროს სახლი,
საკვამური და კარი აქვს. და ვთქვათ, აქ არის სკოლა
ფანჯრები, კარი, ფანჯარა და დასჭირდა აქედან აქამდე
მისასვლელად საათის ერთი მესამედი. ფრედს საათის ერთი მესამედი დასჭირდა
საკუთარი სახლიდან სკოლამდე მისასვლელად. შეიძლება ფრედის სახლი იყოს აქ,
შეიძლება იყოს აქ ან აქ, მნიშვნელობა არ აქვს. ვის უფრო მეტი დრო დასჭირდა
სახლიდან სკოლამდე მისასვლელად? მნიშვნელობა იმას არ აქვს,
სად არის ფრედი, ან სად არის ჰიროს სახლი, იმიტომ რომ მთავარი ინფორმაცია
რაც გვინდა, მოცემული გვაქვს. რამდენი დასჭირდა ჰიროს დრო? დასჭირდა ერთი მესამედი. რამდენი დასჭირდა ფრედს? დასჭრიდა ერთი მესამედი. საათის მესამედი დასჭირდა ორივეს, ხო? ესე იგი, თანაბარი დრო დასჭირდათ მათ. ამიტომ, ვის უფრო მეტი დრო დასჭირდა
სახლიდან სკოლამდე მისასვლელად? ისინი მივიდნენ თანაბარ დროში. ეს დაახლოებით იგივე კითხვაა,
რომელი უფრო მძიმეა ერთი კილოგრამი რკინა, თუ
ერთი კილოგრამი ბამბა. და ზოგი იბნევა, იმიტომ რომ ზოგადად
რკინა უფრო მძიმეა ვიდრე ბამბა. მაგრამ ერთი კილოგრამი გვაქვს ორივე, ხო?
ამიტომ ტოლი იქნება მათი მასა. აქაც იგივე სიტუაციაა ზუსტად. (სუბტიტრები შექმნილია
ელენე ლაგვილავას დახმარებით)