If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ტოლმნიშვნელიანი წილადების შედარება

ლინდსი ადარეს ერთნაირი მნიშვნელის მქონე წილადებს. ის წილადების ერთ წყვილს ადარებს ვიზუალური მოდელებით და მეორეს - მათ გარეშე.  შემქმნელია ლინდსი სპირსი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

შეადარეთ, ორი მეოთხედი და სამი მეოთხედი. როგორ შევადაროთ ახლა ესენი? ორი მეოთხედი მე მეუბნება, რომ რაღაცა მაქვს დაჭრილი ოთხ ნაწილად და ამ ოთხი ნაწილიდან აღებული მაქვს ორი ნაწილი. და სამი მეოთხედი მეუბნება, რომ დაჭრილი მაქვს რაღაცა ოთხ ნაწილად და ამ ოთხი ნაწილიდან სამი ნაწილი მაქვს აღებული. ესე იგი, აშკარად, ორ ნაწილზე მეტი არის სამი ნაწილი. ხომ? ანუ, აქ გვაქვს ორი ცალი მეოთხედი. აქ გვაქვს, სამი ცალი მეოთხედი. სამი მეტი არის ორზე, შესაბამისად სამი მეოთხედი მეტი იქნება ორ მეოთხედზე. და მეტობის ნიშანი უნდა გამოვიყენო, რაც ნიშნავს რომ უნდა იყოს უფრო მცირე რომელიცაა მაგისკენ ერთი წვერო და უფრო გაშლილ მხარე, ორი ბოლო უნდა იყოს დიდისკენ. ხომ? ეს არის ნაკლებობის ნიშანი ამ შემთხვევაში. ნაკლები არის მარცხენა, მარჯვენაა მეტი. მოდი, სხვანაირადაც შევხედოთ ამას. ანუ, უფრო ვიზუალურად შევხედოთ. მოდი, დავხატავ ორივეს შემთხვევას. ოღონდ აქ არა ცოტა ქვემოთ. აი, ასე. და მეორეც, ვეცდები იგივე ზომის წრე იყოს. კარგი იქნებოდა ზემოთ დამეხატა, მაგრამ არაუშავს. ეხლა, ეს უნდა დავყო ოთხ ნაწილად. ანუ, ეს წრეც უნდა დავყო ორ ნაწილად. ოოჰ, კიდე მეშლება ვერ მივეჩვიე ამ წრეებს. ეს წრეც უნდა დავყო ოთხ ნაწილად ესე იგი, ეს ნახევარი და ესეც ნახევრების ნახევრები. ანუ, ოთხი ნაწილი, ესეც გავყოთ ოთხ ნაწილად. აი ასე. პირველი მე მეუბნება, რომ აღებული ორი ნახევარი. ორი მეოთხედი, აღებული მაქვს ერთი მეოთხედი და ესეც მეორე მეოთხედი. აი, ამდენი ავიღე მთელი წრის, აი, ეს ორი ნაწილი. და ეს სამი მეოთხედი, მეუბნება რომ მე ავიღე ერთი ერთი მეოთხედი, მეორე მეოთხედი და ესეც მესამე მეოთხედი. ანუ, ერთით მეტი აქვს აღებული, ერთი მეოთხედით მეტი და ჩანს კიდევ, რომ მართლაც ეს არის მეტი ამაზე. ამიტომ, სამი მეოთხედი მეტი არის ორ მეოთხედზე. ანუ, ორი მეოთხედი ნაკლებია სამ მეოთხედზე. მოდი, კიდევ ერთი მაგალითი გავაკეთოთ ბარემ აქვე. ვთქვათ, გვაქვს ერთმანეთისთვის შესადარებელი ხუთი მერვედი და იყოს სამი მერვედი. ხუთ მერვედს ვადარებთ სამ მერვედს. ახლა, ისევ უნდა დავფიქრდეთ — რას მეუბნება ხუთი მერვედი? ხუთი მერვედი ამბობს, რომ რაღაცა არის რვა ნაწილად დაჭრილი, დაყოფილი და მე ამ რვა ნაწილიდან ხუთი მაქვს აღებული. სამი მერვედი ამბობს, რომ რაღაცა არის რვა ნაწილად დაჭრილი და აქედან სამი მაქვს აღებული. ანუ, სხვაგვარად რომ შევხედოთ, ეს მეუბნება რომ ხუთი ცალი მერვედი მაქვს, ეს მეუბნება რომ სამი ცალი მერვედი მაქვს. და ხუთი ცალი რაღაც მეტია სამ ცალ რაღაცაზე. ხომ? ამიტომ, ხუთი მერვედი მეტია სამ მერვედზე. და ეხლა მეტობის ნიშანი გამოვიყენე. ისევ მეტი რომელიცაა, იმისკენაა გაშლილი მხარე, რადგან მარცხნივ არის მეტი ამიტომ, მეტობის ნიშანი მჭირდება და მარჯვნივ არის ნაკლები და მაგიტომ, წვერო არის ნაკლებისკენ ანუ მარჯვენა მხრისკენ. აი ასე ვადარებთ წილადებს, რომელთაც აქვთ საერთო მნიშვნელი. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ აბაშიძის დახმარებით)