If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: მესამე კლასი > თემა 1

გაკვეთილი 1: ორ და სამნიშნა რიცხვების შეკრების სტრატეგია

სამნიშნა რიცხვების შეკრებისა და გამოკლების მიახლოებით შეფასება

მიახლოებითი შეფასების გამოყენებით იპოვეთ შეკრებასა და გამოკლებაზე ამოცანების ლოგიკური პასუხები.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ამ ვიდეოში მეგობრებო, ჩვენ ვისაუბრებთ მიახლოებით გამოთვლაზე. ყურადღება მიაქციეთ! საუბარია მიახლოებით გამოთვლაზე. რასაც მეუბნება ეს სიმბოლოც. ანუ, ტალღოვანი ასე ვთქვათ ტოლობის ხაზი. ანუ, ტოლობა ამ შემთხვევაში გულისხმობს ზუსტ მნიშვნელობას, მაგრამ, როცა ის ხტება ტალღოვანი, ეს არის უკვე მიახლოებითი მნიშვნელობის, აღმნიშვნელი სიმბოლო. ესე იგი, მე მაქ ორი შესაკრები და უნდა შევკრიბო ეს, ოღონდ მიახლოებით. აი, წარმოიდგინეთ შედიხართ რაღაც ძვირადღირებულ მარკეტში და რაღაც ერთი ნივთი ღირს 704 ლარი სიტყვაზე და მეორე ნივთი ღირს 131 ლარი. რომელიც უნდა იყიდოთ; მაგრამ, გაინტერესებთ დაახლოებით ანუ უცებ, რომ გადაწყვიტოთ ეს ყველაფერი, გაინტერესებთ, დაახლოებით რამდენი უნდა გადაიხადოთ და რამდენი უნდა გქონდეთ ჯიბეში ფული. ამიტომ, ამ შემთხვევაში უფრო მოსახერხებელია მიახლოებითი გამოთვლა, ვიდრე, სიტყვაზე რაღაც რთული რიცხვები რო შევკრიბო. აი, სიტყვაზე ჩემთვის უკეთესია შევკრიბო 100, 200, 300. ხო? ვიდრე 178, 155 და 786. ხო? იმიტომ რომ, როცა ყველაფერი დამრგვალებული მაქვს ასეულებამდე... აი, ნულებთან მუშაობა არის ძალიან მოხერხებული და უფრო სწრაფი მათი გამრავლება, მათი შეკრება და ასე შემდეგ. ამიტომ, ვეცადოთ რომ საქმე გავიმარტივოთ, რომ უფრო მალე დავასკვნათ. მიახლოებით რისი ტოლი იქნება ეს ორი შესაკრები? და მოდი დავფიქრდეთ. მე შემიძლია, უბრალოდ გავჩუმდე რამოდენიმე წამით და თქვენ მოიფიქროთ, მიახლოებითი პასუხი. და მოდი გავაგრძელოთ, ესე იგი, 704. მე შემიძლია 704 დავამრგვალო უახლოეს, აი სიტყვაზე უახლოეს ასეულამდე. 704-სთვის უახლოესი ასეული, ეს გახლავთ 700. დამეთანხმებით! რაც შეეხება 131-ს, ნუ ამისთვის ჯობია, უფრო მიახლოებითი ათეული ვიპოვოთ. აი 31-სთვის მიახლოებითი ათეული არის 30. და მე გადმოვაყოლებ მას, ისევ და ისევ იმ ასეულს რომელიც გააჩნია 131-ს. ესე იგი, მე 704 დავამრგვალე 700-მდე, 131 დავამრგვალე 130-მდე. და უკვე, უფრო მოხერხებულად შემიძლია შევკრიბო 700 და 130. ანუ, ამ შემთხვევაში მექნება 830. ანუ, პირველი პასუხი არის უახლოესი ასევე ვთქვათ, მიახლოებითი პასუხი მათი ჯამის. მოდი, შევამოწმოთ ჩვენი პასუხი. და ჩვენი ასუხი არის სწორი. შემდეგი, საკითხი. აი, ეს დავალება. გამოთვალეთ მიახლოებით. მაქვს 365, მაქვს 219. ნუ, მოკლედ დამოუკიდებლად უნდა შევძლოთ ამ ყველაფრის ამოხსნა და გადაჭრა. ამას გადმოვიტან ისევ და ისევ აქეთ, რომ შეგვეძლოს მასზე მუშაობა. მაქვს მოცემული 365, მაქვს მოცემული 219. ესე იგი, იგივე პრინციპით. ნუ, ამ შემთხვევაში გამოკლებაა მაგრამ, პრინციპი რჩება იგივე. ანუ, 365 დავამრგვალებ, შემიძლია ავიყვანო 370-მდე, შემიძლია ჩამოვიყვანო 360-მდე. არ არის ამაში არანაირი პრობლემა. მაგრამ მოდი, ავიყვანოთ 370-მდე. 219 რაც შეეხება, ჯობია, რომ ის ავიყვანოთ 220-მდე. და საბოლოო ჯამში მე მიწევს, რომ 370-ს გამოვაკლო 220. მექნება... ასეულს რომ გამოვაკლებ, ორი ასეული მორჩება ერთი ასეული, 70-ს რომ 20 გამოვაკლო, რჩება 50. ანუ, მიახლოებითი სხვაობა მაძლევს 150-ს. პრინციპი არის ზუსტად იგივე, შეგიძლიათ დამოუკიდებლადაც სცადოთ. კიდევ აიღეთ რამე სამნიშნა რიცხვები და შეკრიბეთ ისინი მიახლოებით, გამოაკელით ისინი მიახლოებით. შევამოწმოთ ჩვენი პასუხი, ეს არის 150 და ჩვენი პასუხი არის სწორი. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ აბაშიძის დახმარებით)