ძირითადი მასალა
მესამე კლასი
კურსი: მესამე კლასი > თემა 1
გაკვეთილი 1: ორ და სამნიშნა რიცხვების შეკრების სტრატეგია- სამნიშნა რიცხვების დაშლა შეკრების მაგალითებში
- სამნიშნა რიცხვები შეკრების მაგალითებში
- დამატება ათეულების და ასეულების ჯგუფების გამოყენებით
- შეკრიბეთ ათეულებისა და ასეულების ჯგუფების გამოყენებით
- შეკრება და გამოკლება რიცხვითი ღერძის გამოყენებით
- შეკრება და გამოკლება რიცხვით ღერძზე
- სამნიშნა რიცხვების შეკრებისა და გამოკლების მიახლოებით შეფასება
- გამოთვალეთ დაახლოებით, შემდეგ კი შეკრიბეთ და გამოაკელით მრავალნიშნა მთელი რიცხვები
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
დამატება ათეულების და ასეულების ჯგუფების გამოყენებით
სალი გადაწერს შეკრების მაგალითს, რომ მისი ამოხსნა უფრო მარტივი გახდეს.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ამ სავარჯიშოში გავაკეთებთ ისეთ მაგალითებს,
რომლებიც დაგვეხმარება შეკრების გამარტივებაში. ნუ, როგორ?
ამას დავინახავთ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილი. 138-ს პლუს 710,
იგივეა რაც რაღაცას პლუს 700. რა საჭირო არის ეს? ამას ახლავე გეტყვით მოდი ჯერ ამოვხსნათ
ეს რა იქნება, ანუ აქ რა უნდა ჩავწეროთ. თუ გვაქვს აქ 710 და აქეთ დაგვრჩა 700
ესე იგი, ამას უნდა გამოაკლდეს 10, ხომ? და მაშინ ამას უნდა მიემატოს 10. რატომ? იმიტომ, რომ აი ეს სიდიდე
უნდა დარჩეს იგივე. მაშინ თუ ერთს გამოაკლდა რაღაც,
მეორეს იგივე რაღაც უნდა მიემატოს. ესე იგი თუ 710-ს
გამოაკლდა 10 და დაგვრჩა 700, მაშინ 138-ს უნდა დაემატოს 10,
და ეს იქნება 148. ეხლა რატომ შეიძლება იყოს ამის
გაკეთება საჭირო? იმიტომ, რომ ასე უფრო
მარტივი გამოსათვლელი ხდება აი ეს მაგალითი. რატომ?
იმიტომ, რომ უბრალოდ ასეულებს ვკრებთ. დანარჩენი, აი ამ მარჯვენა შესაკრებში,
არის ნულები; 10-ეულებიც და ერთეულებიც. სინამდვილეში 100-ს უნდა მივუმატოთ 700 და
შემდეგ დანარჩენები ჩვეულებრივად დარჩება. ესე იგი 148-ს მიმატებული 700 უდრის 848-ს. ეს უფრო მარტივი დასანახია ამ მაგალითებში
ვიდრე აი ამ მაგალითიდან, სადაც ორივეგან გვაქვს
ათეულებიც და ასეულებიც, ანუ არანულოვანი 10-ბიც და 100-ეულებიც. აი მომდევნო მაგალითებში კიდევ უფრო
გამოჩნდება რას ვგულისხმობ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილი. 78-ს დამატებული 34 იგივეა რაც,
80-ს დამატებული რაღაც. ახლა ვნახოთ, გვქონდა აქ 78 და გახდა 80 ესე იგი ორი მიემატა. მაგრამ, საიდანღაც ხომ უნდა
მიემატოს ეს ორი? და თუ გვინდა რომ ეს გამოსახულება იყოს
იგივე რაც ეს გამოსახულება, მაშინ პირველი შესაკრები თუ გაიზარდა
ორით, მეორე უნდა შემცირდეს ორით. ამიტომ, 78-ს თუ დავუმატეთ ორი და მივიღეთ
80-, 34-ს უნდა გამოვაკლოთ ეგ ორი. ანუ პრაქტიკულად 34-იდან
გადაგვიტანია ორი 78-ში, რომ, მიგვეღო 80. ესე იგი 34-ს უნდა გამოვაკლოთ ორი
და ეს იქნება 32. 32 დამატებული 80-ცს უფრო მარტივი
დასათვლელია იმიტომ, რომ ათეულებს შევკრებთ უბრალოდ. ანუ რვას დამატებული სამი იქნება 11,
ესე იგი 80-ს დამატებული 30 იქნება 110, ანუ ამის ჯამი არის 112. აქ ცოტა ნაკლებად ჩანს ეგ. ესეც სწორია. და ბოლო.
ისევ შეავსეთ გამოტოვებული ადგილი. 568-ს დამატებული 396,
იგივეა რაც, რაღაცას დამატებული 400. 396 იყო, გახდა 400,
ესე იგი საიდანღაც დაემატა ოთხი, კერძოდ აი აქედან,
ანუ აქედან უნდა გადავიტანოთ ოთხი. ესე იგი ამას უნდა გამოაკლდეს ოთხი. 568-ს მინუს ოთხი არის 564. და ესეც არის სწორი.