ძირითადი მასალა
მესამე კლასი
კურსი: მესამე კლასი > თემა 1
გაკვეთილი 3: დაჯგუფებით გამოკლება 1000-ის ფარგლებში- დამუშავებული მაგალითი: სამნიშნა რიცხვების გამოკლება (დაჯგუფება)
- სამნიშნა რიცხვების გამოკლება (დაჯგუფება)
- დამუშავებული მაგალითი: სამნიშნა რიცხვების გამოკლება (ორჯერ დაჯგუფება)
- დამუშავებული მაგალითი: სამნიშნა რიცხვების გამოკლება (დაჯგუფება 0-იდან)
- გამოკლება 1000-ის ფარგლებში
- გონებაში გამოკლება (დაჯგუფების გარეშე)
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
სამნიშნა რიცხვების გამოკლება (დაჯგუფება)
სალი იყენებს დაჯგუფებას (სესხებას) და ციფრის პოზიციურ მნიშვნელობას იმისათვის, რომ გამოაკლოს 629-172. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ორი ამოცანა სხვადასხვანაირად ჩავწერე. აქ ჩვენ 629–ს ვაკლებთ 172–ს. აქ კი მე
უბრალოდ გავშალე ეს რიცხვები. 629 ჩავწერე, როგორც 600-ს პლუს 20 პლუს 9.
შემდეგ, გადმოვიწერე 172. ერთი ასეული აქ აქ 7 ათეული, ათეულების ადგილას, ანუ 70.
და ბოლოს, აქ უბრალოდ 2. რატომაა ეს მეთოდი ასეთი ეფექტური
ახლავე დავინახავთ. დავიწყოთ გამოკლება ერთეულებით. 9-ს მინუს 2, ცხადია, უდრის 7–ს. აქაც, იგივენაირად, შეგვიძლია, ვთავათ
9-ს მინუს 2 უდრის 7-ს. ეს ძალიან მარტივია, მაგრამ
ათეულების გამოთვლა უფრო საინტერესოა! ჩვენ ვაპირებთ, გამოვაკლოთ 2-ს 7. და რადგნაც ჯერ არ გვისწავლია უარყოფითი
რიცხვების გამოყენება, ამის ამოხსნა რთული იქნება. როგორ შეიძლება გამოაკლო უფრო დიდი რიცხვი
უფრო პატარას? საბედნიეროდ, ჩვენ ვიცით მეთოდი, რომელსაც
ჰქვია დაჯგუფება. როცა ვცდილობთ, 2–ს გამოვაკლოთ 7, სინამდვილეში
ჩვენ ვცდილობთ, ამ 20–ს გამოვაკლოთ ეს 70. მართალია, ჩვენ არ შეგვიძლია, გამოვაკლოთ
20-ს 70, მაგრამ რიცხვში სხვა მნიშვნელობაც გვაქვს, ჩვენ კიდევ გვაქვს ასეულები. მოდით, 600–სგან ვისესხოთ ერთი ასეული. 600
გახდება 500. ნასესხები 100 ათეულებს დავუმატოთ ...დავუმატოთ 100-იანი. რას უდროს 100-ს პლუს 20? ცხადია, 120–ს. ანუ, მე არ ჩემიცვლია 629–ის მნიშვნელობა.
მე უბრალოდ ავიღე ერთი ასეული და
ათეულებში გადავიტანე. დააკვირდით: 500-ს პლუს 120 პლუს 9
ისევ 629 არის. მნიშვნელობა არ შეცვლილა. მოკლედ, როგორ ამოვხსნათ ეს ამოცანა? თუ ვისესხებთ ასს ასეულების ადგილიდან
6 ასეული გახდება 5 ასეული. და ეს ნასესხები ასეული ათეულების ადგილას
რომ გადავიტანოთ, გამოვა ათი ათეული. ასე რომ, აქ მივიღებთ 12–ს. ეს 12 ნიშნავს 12 ათეულს, ანუ, 120–ს. არ დაიბნეთ, ჩვენ უბრალოდ სხვანაირად
გამოვსახეთ ჩვენი რიცხვები. ანუ, არანაირი მაგია.
ეს უბრალო სესხის აღებაა. შეიძლება, გაგიჩნდეთ კითხვა: "აქედან ავიღე
1 და დავუმატე 2–ს, მაგრამ როგორ მივიღე 12? როგორ გამოვიდა, რომ 10 დავამატე?"
სინამდვილეში, დავამეტეთ 10 ათეული ან 100-იანი. აქედან ჩვენ ავიღეთ 100, ამიტომ, 6 ასეული
გახდა 5 ასეული, 20 კი გახდა 100-ს პლუს 20. მთავარია, ახლა შეგვიძლია გამოკლება. 12 ათეულს მინუს 7 ათეული არის 5 ათეული.
მეორენაირად, 120-ს მინუს 70 არის 50. და ბოლოს, ასეულები. 5-ს მინუს 1 არის 4. დააკვირდით, თქვენ
500–ს აკლებთ 100-ს, რაც უდრის 400–ს. და პასუხია 457. რაც იგივეა, რაც 400-ს პლუს
50 პლუს 7.