If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:47

დამუშავებული მაგალითი: სამნიშნა რიცხვების გამოკლება (დაჯგუფება)

ვიდეოს აღწერა

მოდით, ვცადოთ და 971-ს გამოვაკლოთ 659. დაწყებისთანავე გვექმნება პრობლემა. ვუყურებთ ერთეულების ადგილებს და ვკითხულობთ: როგორ უნდა გამოვაკლო ერთს ცხრა? პასუხი დაჯგუფებაში იმალება, ისესხეთ მნიშვნელობა რომელიმე სხვა ადგილიდან და მიეცით ერთეულებს. უკეთ რომ გავიგოთ, გადმოვწერ ამ რიცხვებს და დაწვრილებით ავხსნი. ეს ცხრიანი არის ასეულების ადგილას, ანუ წარმოადგენს ცხრა ასეულს. შვიდიანი არის ათეულების ადგილას, ანუ წარმოადგენს შვიდ ათეულს. ერთიანი კი არის ერთეულების ადგილას და უბრალოდ წარმოადგენს ერთს. ქვემოთ კი, ექვსიანი წარმოადგენს ექვს ასეულს. ხუთიანი წარმოადგენს ხუთ ათეულს, ანუ 50-ს. ცხრიანი კი უბრალოდ წარმოადგენს ცხრა ერთეულს, ანუ ცხრას. ჩვენ ვაკლებთ 600-ის 50-ისა და ცხრის ჯამს. ანდა, უბრალოდ ვაკლებთ 600-ს, შემდეგ ვაკლებთ 50-ს და ვაკლებთ ცხრას. აქ იგივე მაგალითი ცოტათი სხვანაირად გვაქვს დაწერილი. პრობლემა კი ასეთია, როგორ გამოვაკლოთ დიდი რიცხვი პატარა რიცხვს? ამოხსნა კი შეგვიძლია, თუ ვისესხებთ მნიშვნელობას რომელიმე სხვა ადგილიდან. ყველაზე მარტივად შეგვიძლია ვისესხოთ ათი 70-დან, დაგვრჩება 60, და მივცეთ ეს ათი ერთს. რას მივიღებთ, თუ ათს მივუმატებთ ერთს? ჩვენ მივიღებთ 11-ს. ყურადღება მიაქციეთ, რომ რიცხვის მნიშვნელობა არ შემიცვლია. 971 იგივეა, რაც 900-ს მიმატებული 60 და მიმატებული 11. ეს ისევ 971-ია. ახლა კი შეგვიძლია გამოვაკლოთ. 11-ს გამოკლებული ცხრა არის ორი, 60-ს გამოკლებული 50 არის ათი და 900-ს გამოკლებული 600 არის 300. ანუ, ეს სხვაობა არის 300-ის ათისა და ორის ჯამი, რაც უდრის 312-ს. მოდით, ზუსტად იმავეს გაკეთება, დაშლის გარეშე ვცადოთ. იგივე პრობლემა, როგორ გამოვაკლოთ ერთს ცხრა? ვისესხოთ ათი ათეულების ადგილიდან, და დავაჯგუფოთ. ვაკლებთ ერთ ათეულს, ათეულების ადგილას დაგვრჩება ექვსი ათეული. მივცეთ ეს ათი ერთეულებს, ათს მიმატებული ერთი უდრის 11-ს. ახლა მზად ვართ გამოკლებისთვის. 11-ს გამოკლებული ცხრა უდრის ორს, ექვსს გამოკლებული ხუთი უდრის ერთს, ცხრას გამოკლებული ექვსი უდრის სამს. მივიღეთ 312.