If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თანრიგების გამოყენება 3-ნიშნა რიცხვების შეკრებისთვის: ნაწილი 1

გამოიყენეთ დაჯგუფება ან გადატანა, რომ შეკრიბოთ 536+398. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით, შევკრიბოთ ორი რიცხვი: 536 და 398. დავიწყოთ ეს და გავაკეთოთ ორი მეთოდით, პირველი ნაცნობი მეთოდით გავაკეთოთ. შევკრიბოთ ერთეულები. ექვს ერთეულს დამატებული რვა ერთეული რაც უდრის 14 ერთეულს, მაგრამ 14 ერთეული სინამდვილეში არის ოთხი ერთეული და ერთი ათეული. ამიტომ ოთხი დავწეროთ ერთეულებთან და ერთი დავწეროთ ათეულებთან. ეს უკვე იცით, წესით. მე მგონი, უნდა იცოდეთ. ახლა შევხედოთ ათეულებს. გვაქვს ერთს პლუს სამი პლუს ცხრა, ათეულები. ჯამში რამდენი იქნება ეს? ვნახოთ. ერთს დავუმატოთ სამი და დავუმატოთ ცხრა. რას უდრის ეს? ერთს რომ დავუმატოთ ცხრა, არის 10, ამას პლუს სამი არის 13. გვაქვს, ესე იგი, გვაქვს 13 ათეული. ამ 13 ათეულიდან რა გამოვიდა? გვაქვს სამი ათეული და ერთი ასეული. ესე იგი, დავწეროთ სამიანი ათეულებთან და ერთი დავუმატოთ ასეულებს. იმედია არ დაიბენით. ეს მე მგონი, უკვე უნდა გესმოდეთ. აი, დააკვირდით ათეულებს ვკრეფთ, შევკრიბეთ ათეულები. მივიღეთ, შეკრების შედეგად, 13 ათეული. ანუ 10-ს დავუმატეთ 30 და 90 და მივიღეთ 130. ამიტომაც ვწერთ, რომ გვაქვს სამი ათეული, ხოლო ასეულებს ვუმატებთ ერთს, იმიტომ, რომ ერთი ასეული გვაქვს. ანუ სამი ათეული, სამიანი დავწერეთ ათეულების ადგილას, ანუ 30-ს აღნიშნავს. და ასეულებში დავწერეთ ერთი, ანუ 100. ესე იგი, გვაქვს ახლა, 10 ათიანი, ანუ 100. ამას ვუმატებთ, ხუთ ასეულს და კიდევ ვუმატებთ სამ ასეულს. ესე იგი ერთს პლუს ხუთი და პლუს სამი. რამდენი გამოვა ეს; რას უდრის ეს? ერთს დამატებული ხუთი არის ექვსი; ექვსს დამატებული სამი არის ცხრა. ესე იგი, გვქონია ცხრა ასეული. და ვწეროთ ეს ასეულების ადგილას, 900 იგივე. ახლა ეს არის იგივე, რაც 100-ს დამატებული 500, ანუ ხუთი ასეული. და ამას დამატებული სამი ასეული. ჩვენ სინამდვილეში ეს გავაკეთეთ; ამ რიცხვების შეკრებაში ეს იგულისხმება. ესე იგი, 100-ს პლუს 500 და პლუს 300, უდრის თურმე 900. ესე იგის, 100-ს დავუმატეთ 500 და ვუმატეთ 300, მივიღეთ 900. ეს არის და ეს. ესე იგი, ჩვენი საბოლოო რიცხვია, 934. (სუბტიტრები შექმნილია ნათია მჭედლიძის დახმარებით)