ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:53

ვიდეოს აღწერა

მოცემული გვაქვს: გამოტოვებულ რიცხვს დამატებული 261 ტოლია 630-ის. კარგი იქნება, თუ დააპაუზებთ ვიდეოს და შეეცდებით, გამოთვალოთ გამოტოვებული რიცხვი. ამ მაგალთის ამოხსნის რამდენიმე გზაა. მოდით, რიცხვით ღერძზე ვიზუალურად გამოვსახოთ. ეს არის რიცხვითი ღერძი შეგვიძლია დავიწყოთ გამოტოვებული რიცხვით, რომელსაც კითხვის ნიშანს დავარქმევ და თუ კითხვის ნიშანს დავამატებთ 261-ს, დავამატებთ 261-ს... მივიღებთ 630-ს. აი, ამ 630-ს. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დავიწყებდით 630-ით და გამოვაკლებდით 261-ს, ანუ, მეორე მხარეს უნდა წავიდეთ, გამოკლებული 361, მივიდოდით გამოტოვებულ რიცხვამდე, ანუ ჩვენს კითხვის ნიშნამდე, რამდენიმე გზით შგვიძლია ამ მაგალითის ამოსნა, მაგრამ ახლა გონებაში გამოვითვლი ეს ოდნავ გაამარტივებს ამოხსნას. ეს ერთი-ერთი გზაა ამ მაგალითის ამოსახსნელად ეს იგი, რას გავაკეთებ: ჯერ გამოვაკლებ 200-ს; იდეალურად არ ვაკეთებ, მაგრამ, სადღაც აქ უნდა მოვიდეთ. ანუ, გამოვაკლებ 200-ს. და მივიღებ 430-ს. ამას გონებაში გამოვითვლი. ახლა მინდა გამოვაკლო 60, გამოვაკლოთ 60... ვნახოთ, რა მივიღეთ: 430-ს გამოკლებული 60 არის 43 ათეულს გამოკლებული 6 ათეული, და ეს იქნება 37 ათეული, ანუ 370. 370.. და კიდევ უნდა გამოვაკლოთ 1. აქამდე გამოვაკელით 200, 60 და ახლა უნდა გამოვაკლოთ ერთი. 370-ს გამოკლებული ერთი არის 369. ანუ პასუხია 369. მეორენაირადაც შეგვიძლია ამოვხსნათ ეს მაგალითი, და ამჯერად შევცვალოთ თანმიმდევრობა. გამოტოვებულ რიცხვს დამატებული 261-ის ნაცვლად შეგვიძლია დავწეროთ 261-ს დამატებული გამოტოვებული რიცხვი ტოლია 630-ის. აქ, ერთადერთი, შესაკრებების თანმიმდევრობა შევცვალე მოდით, ესეც ვიზუალურად წარმოვადგინოთ. ისევ დავხატოთ რიცხვითი ღერძი. ამჯერად დავიწყებ 261-იდან და მინდა მივიდე 630-მდე. რისი დამატებაც მომიწევს 630-მდე მისასვლელად, იქნება ჩვენი გამოტოვებული რიცხვი. ვნახოთ, რამდენი უნდა დავამატო. მე მინდა ისეთი რიცხვები დავუმატო, რომ გამოთვლა ადვილი იყოს. შემიძლია დავამატო ცხრა. რატომ? იმიტომ, რომ მივიღებ 270-ს, მრგვალ რიცხვს. ამის შემდეგ შემიძლია დავამატო 30 და მივიღებ 300-ს. დამატებული 30. და ვიქნები 300-ზე. და ბოლოს, 630 რომ მივიღო, დავუმატებ 330-ს. დამატებული 330 რამდენი დავუმატე სულ? 39-ს დამატებული 330 არის 369. ანუ, დავუმატე 369. ეს არის ერთი და იგივე ამოცანის ამოხსნის სხვადასხვა გზა.