ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:5:34

მართკუთხედების ფართობებისა და პერიმეტრების შედარება

ვიდეოს აღწერა

ესე იგი, მე აქ მაქვს ეს ყვითელი მართკუთხედი და ჩვენ ორი რამ ვიცით მის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ ამ გვერდის სიგრძე 10-ა, აი, აქ არის 10 და, ასევე, ვიცით, რომ ამ ყვითელი მართკუთხედის ფართობია 60 ერთეული რა ერთეულსაც არ უნდა გამოხატავდეს ეს 10 ახლა კი მინდა, რომ შეაჩეროთ ეს ვიდეო და დანარჩენ მართკუთხედებზე მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით -- ზოგიერთზე გაძლევთ მათ ორ განზომილებას და ზოგიერთზე გაძლევთ პერიმეტრს და ერთ-ერთ განზომილებას. შეაჩერეთ ვიდეო და დაფიქრდით, რომელ მართკუთხედს, თუ საერთოდ რომელიმეს, აქვს ყვითელის მსგავსი ფართობი ან პერიმეტრი. ახლა შეაჩერეთ ვიდეო საუკეთესო გზა იმის გასაგებად, თუ რომელს აქვს ყვითელის მსგავსი ფართობი ან პერიმეტრი, არის ფართობისა და პერიმეტრის გაგება თითოეული მართკუთხედისთვის და შესაბამისობის ნახვა. ჩვენ უკვე ვიცით ამის ფართობი, თუმცა არ ვიცით მისი პერიმეტრი, როგორ გავიგოთ ის? პერიმეტრის გაგებისთვის ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყველა გვერდის სიგრძე. თუ ფართობი 60 კვადრატული ერთეულია, ეს ნიშნავს, რომ სიგრძე გამრავლებული სიგანეზე 60 ტოლია 10 გამრავლებული ამ სიგანეზე აი, აქ, 60-ის ტოლია ათი რაზე უნდა მრავლდებოდეს სამოცის მისაღებად? ათი გამრავლებული ექვსზე ტოლია სამოცის ათი გამრავლებული ექვსზე ტოლია სამოცი კვადრატული ერთეულის 10 ერთეული 6 ექვს ერთეულზე ტოლია სამოცი კვადრატული ერთეულის კარგი. ახლა კი როგორ გავიგოთ პერიმეტრი? ეს მართკუთხედია ვიცით, რომ თუ ეს სიგრძე ათია, მაშინ ეს სიგრძეც ათი უნდა იყოს და თუ ეს სიგანე 6-ია, მაშინ ეს სიგანეც ექვსი უნდა იყოს ახლა შეგვიძლია პერიმეტრის გაგება ეს არის ათს მიმატებული ათი, ექვსი და ისევ ექვსი, გამოდის 32, დავწერ ჩვენი ყვითელი მართკუთხედის პერიმეტრი 32-ს ტოლია მოდით, გადავიდეთ თითოეულზე ამ დარჩენილი ოთხკუთხედებიდან და გავიგოთ, რამდენია მათი ფართობი და პერიმეტრი ჩვენ უკვე ვიცით ამ იასამნისფერის პერიმეტრი თუმცა ჩვენ უნდა გავიგოთ მისი ფართობი მისი ფართობის გასაგებად ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ დავეყრდნოთ ამ ერთ განზომილებას, მის სიგანეს. ჩვენ, აგრეთვე, უნდა გავიგოთ მისი სიგრძე როგორ გავიგოთ ეს? მისი გაგების ერთ-ერთი გზაა ისაა, რომ პერიმეტრი არის მთლიანი მანძილი მართკუთხედის გარშემო რა იქნება მართკუთხედის გარშემო მანძილის ნახევარი? ვეცდები ამის დახატვას რა იქნება ამ გვერდის სიგრძეს დამატებული ამ გვერდის სიგრძე ეს იქნება პერიმეტრის ნახევარი ხუთს დამატებული რაღაც იქნება პერიმეტრის ნახევრის ტოლი, დაიმახსოვრეთ, პერიმეტრი ოთხივე გვერდია თუ ჩვენ ავიღებთ ამ ორ გვერდს, ეს პერიმეტრის ნახევარი იქნება. ეს ორი გვერდი, როდესაც მათ ჯამს ვიღებთ, უნდა იყოს 17-ს ტოლი, პერიმეტრის ნახევრის 5-ს დამატებული რა არის 17-ის ტოლი? 5-ს დამატებული ეს კითხვის ნიშანი არის 17-ის ტოლი 5-ს დამატებული 12 არის 17-ის ტოლი შეგიძლია, შეამოწმო 12-ს დამატებული 5 არის 17 და გამრავლებული 2-ზე გვაძლევს 34-ს. ახლა კი რა არის ამ ფიგურის ფართობი? ფართობი უნდა იყოს 12 ერთეული გამრავლებული 5 ერთეულზე 60 კვადრატული ერთეულის მისაღებად ფართობი 60-ს უდრის აი, ამას, აქ, აქვს იგივე ფართობი, განსხვავებული პერიმეტრი იგივე ფართობი, რომელიც ყვითელ მართკუთხედს აქვს ახლა გადავიდეთ აქეთ ეს არ არის მხოლოდ მართკუთხედი, ეს, აგრეთვე, კვადრატია, რადგან მისი სიგრძე და სიგანე ტოლია რა არის მისი ფართობი? ფართობის გასაგებად სიგრძე სიგანეზე უნდა გავამრავლო 8 ერთეული გამრავლებული 8 ერთეულზე უდრის 64 კვადრატულ ერთეულს. რამდენია ამის პერიმეტრი? რამდენია პერიმეტრი? ეს ორი გვერდი ქმნის ნახევარ პერიმეტრს თუ მინდა მთლიანის გაგება ვიცი, რომ ეს არის 8 და ესეც არის 8 პერიმეტრი 8-ჯერ 4-ის ტოლია. 8 გამრავლებული 4 გვერდზე, რაც 32-ის ტოლია ამ კვადრატს აქვს განსხვავებული ფართობი, თუმცა ისეთივე პერიმეტრი აქვს, როგორც ყვითელს ახლა გადავიდეთ ლურჯზე რამდენია ფართობი? მემგონი ეჩვევით ამას 15 ერთეული გამრავლებული 4 ერთეულზე არის 60 კვადრატული ერთეული და რამდენია პერიმეტრი? რამდენია პერიმეტრი? ესაა 4-ს მიმატებული 15 და რამდენიცაა გამრავლებული 2-ზე 4-ს დამატებული 15 არის 19 და 19 ჯერ 2 არის 38 ამას საწყისის მსგავსი ფართობი და განსხვავებული პერიმეტრი აქვს ბოლოს კი იასამნისფერი, რამდენია მისი ფართობი? მისი ფართობია 10 ჯერ 20, რაც 200-ს უდრის 10 ერთეული გამრავლებული 20 ერთეულზე არის 200 კვადრატული ერთეული, ხოლო რამდენია პერიმეტრი? რამდენია პერიმეტრი? 10-ს დამატებული 20 არის 30, თუმცა მე მხოლოდ ორი გვერდი მივიჩნიე მხოლოდ ორი გვერდი აი, აქ. ეს მხოლოდ ნახევარია ანუ, 10 დამატებული 20 არის 30 , გავამრავლოთ 2 ზე და გამოვა 60. ახლა ვნახოთ ამას აქვს განსხვავებული ფართობი და განსხვავებული პერიმეტრი. ამის პერიმეტრი წააგავს აქ არსებულ რიცხვ 60-ს, რაც ფართობია. ეს არ არის ის, რასაც ვადარებთ. ჩვენ გვაქვს განსხვავებული პერიმეტრი და განსხვავებული ფართობი. ასე რომ, არც ერთ მათგანი არ არის საწყისის მსგავსი.