If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ფართობი და განრიგებადობის კანონი

სალი მართკუთხედების ფართობის საპოვნელად იყენებს განრიგებადობის კანონს. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოცემულია ეს მართკუთხედი და მინდა მისი ფართობის გაზომვა. მინდა გავიგო, რა სივრცეს იკავებს ის ამ ეკრანზე. მოდი, შეაჩერე ვიდეო და ეცადე, თავად ამოხსნა. ამის შემდეგ ეცადე, ამოხსნის ორი გზა მოიფიქრო. ერთ შემთხვევაში გაამრავლე სიგრძე მთლიან სიგანეზე. და ამგვარად გაიგე მთელი ფართობი. ან ცალკე გაიგე იასამნისფერი მართკუთხედის ფართობი და ცალკე - ლურჯის ფართობი. იცოდე, რომ ამ 2 მართკთხედის ჯამი გვაძლევს იმავე ფართობს, რასაც მთელი მართკუთხედი. მოდი, შეაჩერე ვიდეო და გამოცადე ორივე სტრატეგია. მოდი, ჩვენით გავაკეთოთ. ჯერ შევხედოთ მთელი მართკუთხედის ზომებს. სიგრძე არის 9 და მას ვამრავლებთ სიგანეზე. მაგრამ რას უდრის სიგანე? სიგანე არის 8 პლუს 12.. მთელი ეს სიგრძე არის 8 პლუს 12. ანუ, გვაქვს 9 გამრავლებული 8 პლუს 12-ზე. ეს არის მთელი ფართობის გაგების ერთი გზა. ანუ, სიგრძის სიგანეზე ნამრავლი. 8 პლუს 12 ცხადია უდრის 20-ს. ვცადოთ ამოხსნის სხვა გზა, უნდა მივიღოთ იგივე პასუხი, რადგან იმავე ფიგურის ფართობს ვიგებ. ჩვენ შეგვიძლია, გავყოთ დიდი მართკუთხედი ორ მცირე მართკუთდედად. მოდი, მართლაც გავყოთ. და ეს ამის ტოლი უნდა იყოს. რას უდრის იასამნისფერი მართკუთხედი? ის უდრის სიგრძის ნამრავლს, ანუ, ცხრის ნამრავლს სიგანეზე, ანუ, რვაზე. ის უდრის 9 გამრავლებული 8-ზე. რას უდრის ლურჯი მართკუთხედის ფართობი? სიგრძე იგივეა. ამიტომაც იქნება ცხრის ნამრავლი, სიმაღლე არის 9. და რას უდრის სიგანე? სიგანე არის 12. ანუ, რას უდრის ჯამური ფართობი? რას უდრის ლურჯისა და იასამნისფერი მართკუთხედის ჯამური ფართობი? ეს არის მათი ჯამი. უბრალოდ ამ ორს უმატებ ერთმანეთს. და როცა დაუმატებ ამ ორს ერთმანეთს, მიიღებ მთელი მართკუთხედის ფართობს. ანუ, ისინი ეკვივალენტური უნდა იყოს. იმავე სივრცეს ვითვლით. ერთი რამ გაითვალისწინე! ჩვენ ვიხილეთ გადანაწილებადობის თვისება, მაშინ, როცა ამ რიცხვებთან გვქონდა საქმე. ეს წესი სხვა რიცხვებზეც ვრცელდება, ეს წესი სხვა რიცხვზე მუშაობს. როგორც ხედავ, 9 X (8 + 12) ტოლია 9 X 8 + 9 X 12 ამ შემთხვევაში გადავანაწილეთ 9. ცხრაჯერ რვა პლუს ცხრაჯერ თორმეტი. მოდი, დავითვალოთ. რათა დავკმაყოფილდეთ პასუხით. თუ გავამრავლებთ სიგრძეს მთელ სიგანეზე, მივიღებთ 9-ჯერ 8 პლუს 12. ეს იგივეა, რაც 9-ჯერ 20, რაც არის 180. თუ დავითვლით იასამნისფერი მართკუთხედის ფართობს. ეს იქნება 9-ჯერ 8. რაც არის 72. ეს რის იასამნისფერი მართკუთხედი. ლურჯი მრთკუთხედი არის 9-ჯერ 12. ეს არის 108. ახლა ამ ორს შევკრებთ. და ვიპოვით მთელი მართკუთხედის ფართობს. რას უდრის 72 პლუს 108? 72 პლუს 108 არის 180. დავამტკიცეთ, რომ ეს ორი მართლაც ტოლია, გამოთვლების ჩატარების შემდეგ. მათ აქვთ აზრი, რაგანაც ერთსა და იმავე არეალს ვითვლით.