თუ თქვენ ხედავთ ამ შეტყობინებას, ესე იგი საიტზე გარე რესურსების ჩატვირთვისას მოხდა შეფერხება.

If you're behind a web filter, please make sure that the domains *.kastatic.org and *.kasandbox.org are unblocked.

ძირითადი მასალა

შეფარდების მიმოხილვა

ისწავლეთ, როგორ უნდა იპოვოთ დიაგრამით ორი რაღაცის შეფარდება.
შეფარდება ერთმანეთს ადარებს ორ სხვადასხვა რაოდენობას.
მაგალითად, ეს ორი სხვადასხვა რაოდენობა შეიძლება იყოს ბანანების რაოდენობა და მაიმუნების რაოდენობა:
ნახეთ, სულ 4 მაიმუნი და 5 ბანანია.
მაიმუნების ბანანებთან შეფარდება რამდენიმენაირად შეიძლება აღვწეროთ:
  1. ყოველ 5 ბანანზე მოდის 4 მაიმუნი.
  2. მაიმუნების ბანანებთან შეფარდება არის 4 5-თან.
  3. მაიმუნების ბანანებთან შეფარდება არის 4:5.
შეფარდებებში თანმიმდევრობას დიდი მნიშვნელობა აქვს. აი, როგორ შეიძლება ბანანების მაიმუნებთან შეფარდების რამდენიმენაირად აღწერა.
  1. ყოველ 4 მაიმუნზე მოდის 5 ბანანი.
  2. ბანანების მაიმუნებთან შეფარდება არის 5 4-თან.
  3. ბანანების მაიმუნებთან შეფარდება არის 5:4.

მოდით, ვივარჯიშოთ!

ამოცანა 1
დანას ქვები უყვარს! მას აქვს 6 გრანიტის, 3 მარმარილოს, 14 ქვიშაქვის და 1 ფიქალის ნატეხი.
დანას კოლექციაში რას უდრის ქვიშაქვისა და მარმარილოს ნატეხების ფარდობა?
აირჩიეთ 1 პასუხი:

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.